სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს სებ-ი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება
რა განცხადებას ავრცელებს სებ-ი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს Visa და Mastercard-ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა იგეგ­მე­ბა, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლიო ბანკთან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვის პრო­ექ­ტზეც, რა სის­ტე­მაც მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის 2026 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

  • რო­გორც სებ-ი აცხა­დებს, "აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სა­ბა­რა­თე და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ბა­რა­თე (VISA, Master Card, American Express) სა­გა­დახ­დო სქე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში, იმუ­შა­ვებს ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, რაც შექ­მნის სა­გა­დახ­დო სფე­რო­ში მეტ კონ­კუ­რენ­ცი­ას და უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­მა­ხუ­რე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის“.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­დახ­დო სის­ტე­მე­ბის - VISA და MASTERCARD-ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა იგეგ­მე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, გან­ვმარ­ტავთ, რომ ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ერთ-ერთი ფუნ­ქცი­აა, ხელი შე­უ­წყოს სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის უსაფრ­თხო, მდგრად და ეფექ­ტი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

ამ ფუნ­ქცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს ქვეყ­ნის სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, მისი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის, ეფექ­ტი­ა­ნო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, ასე­ვე ამ კუ­თხით კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნის­თვის. კერ­ძოდ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი თა­ვად ავი­თა­რებს სა­გა­დახ­დო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ამ­ზა­დებს წი­ნა­და­დე­ბებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ასე­ვე თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან, მათ შო­რი­საა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბა­რა­თე სის­ტე­მე­ბი Visa და Mastercard.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი 25 წელ­ზე მე­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვთ ქვეყ­ნის სა­გა­დახ­დო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნაღ­დო გა­დახ­დე­ბის ზრდის ერთ-ერთ მთა­ვა­რი ხელ­შემ­წყო­ბი იყო. Visa და Mastercard-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ინერ­გე­ბა ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, მათ შო­რის ტრანს-სა­სა­ზღვრო გა­და­რი­ცხვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ტრა­დი­ცი­ულ სა­გა­დახ­დო სის­ტე­მებს გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, კერ­ძოდ, შე­იქ­მნა ახა­ლი თა­ო­ბის სის­ტე­მა - მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე 120-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ნერ­გა. ეს სის­ტე­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე და აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზონ სა­ბა­რა­თე გა­დახ­დე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი გა­დახ­დის მე­თო­დი, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მეტი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხარ­ჯი და გა­და­რი­ცხვის მიმ­ღე­ბის­თვის თან­ხის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

ეროვ­ნულ­მა ბან­კმა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მსოფ­ლიო ბანკთან ერ­თად, და­ი­წყო მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა 2026 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა უკვე ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. უფრო მე­ტიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა კი­დევ უფრო მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რებს, ე.წ. „ღია ბან­კინ­გის“ მომ­სა­ხუ­რე­ბებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სთა­ვა­ზო­ბენ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფინ­ტექ კომ­პა­ნი­ე­ბი სა­გა­დახ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის სტა­ტუ­სით.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არა­სა­ბან­კო სა­გა­დახ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და „ღია ბან­კინ­გის“ მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნაა, რო­მე­ლიც სრუ­ლად იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 2022 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით. მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბი­სა და ღია ბან­კინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის სი­ნერ­გია სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მომ­ხმა­რებ­ლებს და კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტებს თა­ვი­ანთ მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღონ. უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბა­რა­თე გა­დახ­დე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ეს გა­დახ­დის მე­თო­დი არ არის ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი მისი მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი სა­კო­მი­სი­ოს გამო. სწო­რედ, მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მა ფინ­ტექ კომ­პა­ნი­ებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით, გაზ­რდის ელექტრო­ნუ­ლი გა­დახ­დე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას იმ სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც დღეს ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია.

და­მა­ტე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს, ახა­ლი სა­გა­დახ­დო სის­ტე­მა იმუ­შა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და თავ­სე­ბა­დია ევ­როს ერ­თი­ა­ნი სა­გა­დახ­დო სივ­რცის (SEPA) სქე­მებ­თან, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს SEPA გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის ევ­რო­პულ სა­გა­დახ­დო სის­ტე­მას­თან ინ­ტეგ­რა­ცია.

გან­ვმარ­ტავთ, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სა­ბა­რა­თე და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ბა­რა­თე (VISA, Master Card, American Express) სა­გა­დახ­დო სქე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ობს და კვლა­ვაც იმუ­შა­ვებს ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, რაც შექ­მნის სა­გა­დახ­დო სფე­რო­ში მეტ კონ­კუ­რენ­ცი­ას და უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­მა­ხუ­რე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს სებ-ი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება

რა განცხადებას ავრცელებს სებ-ი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, ეროვნული ბანკის განმარტებით, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობენ მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზეც, რა სისტემაც მოსახლეობისადა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის 2026 წლის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

  • როგორც სებ-ი აცხადებს, "აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მოსმახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის“.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება.

პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას.

ამ ფუნქციის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყნის საგადახდო სისტემის განვითარებისთვის, მისი ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, ასევე ამ კუთხით კონკურენტული გარემოს შექმნისთვის. კერძოდ, ეროვნული ბანკი თავად ავითარებს საგადახდო ინფრასტრუქტურას, ამზადებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორისაა საერთაშორისო საბარათე სისტემები Visa და Mastercard.

აღნიშნული კომპანიები 25 წელზე მეტია წარმოდგენილები არიან საქართველოში და უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საგადახდო სფეროს განვითარებაში, რაც საქართველოში უნაღდო გადახდების ზრდის ერთ-ერთ მთავარი ხელშემწყობი იყო. Visa და Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინერგება ახალი პროდუქტები, მათ შორის ტრანს-სასაზღვრო გადარიცხვების საშუალებები.

თუმცა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა, კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა - მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. „ღია ბანკინგის“ მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით.

უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის“ მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ. უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.

დამატებით უნდა აღინიშნოს, ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.

განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მოსმახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.