F1-ის წამყვანი რეპორტიორი მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს - ფელიქს გორნერმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ლეგენდარულ მრბოლელს "ვერბალური კომუნიკაცია აღარ შეუძლია".
”სიტუაცია ძალიან სამწუხაროა. მთლიანად მომვლელებზეა დამოკიდებული. ვეღარ ლაპარაკობს. დღეს მიხაელის ნახვა 20 ადამიანს შეუძლია. ეს სწორი სტრატეგიაა. ოჯახი მაიკლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ისინი ყოველთვის მკაცრად იცავდნენ მის კონფიდენციალურობას და ეს არ შეცვლილა" - ამბობს გორნერი.
შუმახერის მდგომარეობის შესახებ გულშემატკივრებმა ბოლო ოფიციალური ინფორმაცია 2023 წელს მიიღეს - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მისი ქალიშვილის, ჯინას ქორწილში გამოჩნდა. ეს ინფორმაცია შუმახერის ახლო მეგობარმა ჯონი ჰერბერტმა უარყო.
ცნობისთვის, 2013 წლის 29 დეკემბერს მიხაელ შუმახერი შვილთან და მის მეგობრებთან ერთად სათხილამურო ტრასაზე სრიალებდა, რა დროსაც თოვლის საფარის ქვეშ არსებულ ქვაზე ფეხი დაუცდა და კლდეს შეეჯახა. შუმახერი გარკვეული პერიოდი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა და თავის არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
წაიკითხეთ ასევე: