საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგვიპტეში, ჰურგადასთან, ტურისტებით სავსე წყალქვეშა ნავმა კატასტროფა განიცადა: არიან დაღუპულები: რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი?
ეგვიპტეში, ჰურგადასთან, ტურისტებით სავსე წყალქვეშა ნავმა კატასტროფა განიცადა: არიან დაღუპულები:  რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი?

ეგ­ვიპ­ტე­ში, წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­როს­თან ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით, 40 მგზავ­რი გა­დაჰ­ყავ­და, სულ მცი­რე 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • BBC-ის ცნო­ბით, ბორტზე მყო­ფი და­ახ­ლო­ე­ბით 40 მგზავ­რი­დან და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ 29 გა­და­არ­ჩი­ნეს, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

წყალ­ქვე­შა ნავი "სინ­დბა­დი" ჰურ­გა­და­ში აა­გეს და ამ ტუ­რის­ტულ ქა­ლაქ­ში ოპე­რი­რებ­და.

Sinbad Submarines-ის ვებ­სა­ი­ტის მი­ხედ­ვით, წყალ­ქვე­შა ხო­მალდს შე­ეძ­ლო ზღვა­ში 25 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ჩას­ვლა და ტუ­რის­ტებს აძ­ლევ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მარ­ჯნის რი­ფე­ბი­სა და სა­ზღვაო სამ­ყა­როს გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ხე­დე­ბი ენა­ხათ.

ეგ­ვიპ­ტე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი უცხო­ე­ლია, თუმ­ცა მათ არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ გარ­დაც­ვლილ­თა ეროვ­ნე­ბა. ეგ­ვიპ­ტე­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით კი, ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა ტუ­რის­ტი რუსი იყო.

ავტორი:

ეგვიპტეში, ჰურგადასთან, ტურისტებით სავსე წყალქვეშა ნავმა კატასტროფა განიცადა: არიან დაღუპულები: რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი?

ეგვიპტეში, ჰურგადასთან, ტურისტებით სავსე წყალქვეშა ნავმა კატასტროფა განიცადა: არიან დაღუპულები:  რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი?

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული წყალქვეშა ნავის კატასტროფის შედეგად, რომელსაც დაახლოებით, 40 მგზავრი გადაჰყავდა, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.

  • BBC-ის ცნობით, ბორტზე მყოფი დაახლოებით 40 მგზავრიდან დაზუსტებით ცნობილია, რომ 29 გადაარჩინეს, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

წყალქვეშა ნავი "სინდბადი" ჰურგადაში ააგეს და ამ ტურისტულ ქალაქში ოპერირებდა.

Sinbad Submarines-ის ვებსაიტის მიხედვით, წყალქვეშა ხომალდს შეეძლო ზღვაში 25 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და ტურისტებს აძლევდა შესაძლებლობას, მარჯნის რიფებისა და საზღვაო სამყაროს განსაცვიფრებელი ხედები ენახათ.

ეგვიპტეში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყველა გარდაცვლილი უცხოელია, თუმცა მათ არ დაუსახელებიათ გარდაცვლილთა ეროვნება. ეგვიპტეში რუსეთის საელჩოს განცხადებით კი, ბორტზე მყოფი ყველა ტურისტი რუსი იყო.