სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში საპროტესტო აქციებზე 1 900-მდე ადამიანი დააკავეს
თურქეთში საპროტესტო აქციებზე 1 900-მდე ადამიანი დააკავეს

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­სუ­ლი კვი­რის ოთხშა­ბათს სტამ­ბო­ლის მე­რის, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს 1 879 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ალი იერ­ლი­ქა­ი­ას ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ 260 მათ­გა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა, 489 - გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, 662-ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მტკი­ცე­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს 150 პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სტამ­ბოლ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ილ­მაზ თუნჩმა გა­ნა­ცხა­და, რომ ან­კა­რამ ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს სთხო­ვა, "საღი აზ­რით“ იმოქ­მე­დონ და დას­ძი­ნა, რომ იმა­მ­ოღ­ლუს წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბის სიმ­ძი­მე მის და­პა­ტიმ­რე­ბას მო­ი­თხოვ­და.

"ჩვენ არ გვინ­და რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სის და­პა­ტიმ­რე­ბა, მაგ­რამ თუ არ­სე­ბობს დარ­ღვე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მა­შინ ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. თუკი გა­დავ­ხე­დავთ ბრალ­დე­ბე­ბის სიმ­ძი­მეს და იმის გამო, რომ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვის რის­კი, სა­სა­მარ­თლომ გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

შე­გახ­სე­ნებთ, თურ­ქეთ­ში პო­ლი­ცი­ამ 19 მარტს სტამ­ბო­ლის მერი, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რი "სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის” ერთ-ერთი ლი­დე­რია და პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა. მის­მა და­კა­ვე­ბამ თურ­ქეთ­ში ბოლო ათწლე­ულ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლომ მას, კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. იმა­მ­ოღ­ლუ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და მის და­პა­ტიმ­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს.

ავტორი:

თურქეთში საპროტესტო აქციებზე 1 900-მდე ადამიანი დააკავეს

თურქეთში საპროტესტო აქციებზე 1 900-მდე ადამიანი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, გასული კვირის ოთხშაბათს სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 879 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაიას ცნობით, სასამართლომ 260 მათგანი დააპატიმრა, 489 - გაათავისუფლეს, 662-ის სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, საპროტესტო აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა.

გამოცემის ცნობით, სტამბოლში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ ანკარამ ევროპელ პარტნიორებს სთხოვა, "საღი აზრით“ იმოქმედონ და დასძინა, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ ბრალდებების სიმძიმე მის დაპატიმრებას მოითხოვდა.

"ჩვენ არ გვინდა რომელიმე პოლიტიკოსის დაპატიმრება, მაგრამ თუ არსებობს დარღვევის მტკიცებულება, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს. თუკი გადავხედავთ ბრალდებების სიმძიმეს და იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულებების დამალვის რისკი, სასამართლომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.