საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა რამაც ჯარში სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“ - ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე
“ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა რამაც ჯარში სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“ - ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე

“2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში უკვე ვი­ცო­დი, რომ სა­დღაც გა­ზა­ფხულ­ზე, შე­იძ­ლე­ბო­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი­ყო“,- ამის შე­სა­ხებ სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ომის ვე­ტე­რან­მა, ლაშა ქო­ი­ა­ვამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„2008-ში ინ­ტენ­სი­უ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და იმი­ტომ, რომ უკვე ვი­ცო­დით, მა­ლე­ვე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი იქ­ნე­ბო­და. თე­ბერ­ვალ­ში უკვე ვი­ცო­დი, რომ სა­დღაც გა­ზა­ფხულ­ზე, შე­იძ­ლე­ბო­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი­ყო. გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, მა­ი­სი-ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში. შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და შიდა ქარ­თლის სა­მი­ნის­ტრო­სა და აგ­რეთ­ვე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ნის­ტროს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­მაც მა­შინ, რა საკ­ვირ­ვე­ლია, საკ­მა­ოდ დამ­თრგუნ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. მე და­მის­ვეს ამო­ცა­ნა, რომ სას­წრა­ფოდ, მა­ი­სის ბო­ლოს­თვის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი ქმე­დი­თი ყო­ფი­ლი­ყო. ეს და­მა­ვა­ლა სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­დალ­მა. მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ჟი­მით, გეგ­მის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და", - გა­ნა­ცხა­და ქო­ი­ა­ვამ.

  • მან ისა­უბ­რა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ზეც.

"2008 წლის 6 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს 11 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის შტა­ბის უფ­როს­მა და მიბ­რძა­ნა გა­მოვ­ცხა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა სრუ­ლად გა­მო­მე­ძა­ხა. მი­თხრა, რომ ეს არ არის სას­წავ­ლო გან­გა­ში. ამას­თან, მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა ჰოს­პი­ტა­ლი მოძ­რა­ო­ბის­თვის. გეგ­მა წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვქონ­და. ასე­ვე, მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა ჰოს­პი­ტა­ლი მარ­შის­თვის და ხუთ სა­ათ­ზე გა­მოვ­ცხა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. ეს უკვე 7 აგ­ვის­ტოს მი­ნის­ტრთან სა­თათ­ბი­რო დარ­ბაზ­ში. რა საკ­ვირ­ვე­ლია, ჩა­ვე­დი სა­გუ­რა­მო­ში, გა­ვე­ცი შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბე­ბი, ხელი მო­ვა­წე­რე შე­სა­ბა­მის ქა­ღალ­დებს. ჩემი შტა­ბის უფ­როსს და მო­ად­გი­ლეს და­ვა­ვა­ლე მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ კო­ლო­ნა მარ­შის­თვის, ჩა­ეტვირ­თათ შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო ქო­ნე­ბა და სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მოვ­ცხად­დი. ხუთი სა­ა­თის­თვის შეგ­რო­ვი­ლი იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყვე­ლა მე­თა­უ­რი. თათ­ბი­რი გა­და­ი­დო, 8 სა­ა­თის­კენ [და­ი­წყო]. კარი გა­ი­ღო, წინ მო­დი­ო­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი, შემ­დეგ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, შემ­დეგ შალ­ვა ჯა­ნაშ­ვი­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, ზაზა გო­გა­ვა. დას­ხდნენ თათ­ბი­რი და­ი­წყო. სამ­ხედ­რო ჯა­რე­ბის სარ­დალ­მა მო­ახ­სე­ნა გეგ­მა, რომ­ლი­თაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის და­წყე­ბა. გეგ­მა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლია სა­ა­თობ­რი­ვად. ყვე­ლა პუნ­ქტით, სა­დაც რო­მე­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი უნდა მდგა­რი­ყო, რო­მელ სა­ათ­ზე უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, რო­დის უნდა გაშ­ლი­ლი­ყო და ა.შ. ამის დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბოდ­ნენ.

სამ­ხედ­რო გეგ­მის მი­ხედ­ვით, ჯარი ცხინ­ვალ­ში არ უნდა შე­სუ­ლი­ყო. უნდა მომ­ხდა­რი­ყო იგ­ნო­რი­რე­ბა ცხინ­ვა­ლის და გას­ვლა [მომ­ხდა­რი­ყო] რო­კის გვი­რა­ბით, რო­მელ­ზეც დრო საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლი იყო. უნდა ჩა­კე­ტი­ლი­ყო როკი. ამის შემ­დეგ, ჯა­რის უკუქ­ცე­ვა ხდე­ბო­და, მისი გან­თავ­სე­ბა ცხინ­ვა­ლის გარ­შე­მო და ცხინ­ვა­ლის იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, უზურ­პი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბი­სა თუ ბან­დის უფ­რო­სებ­თან სა­უ­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ისი­ნი იყ­ვნენ მო­წყვე­ტი­ლე­ბი, მათ არა­ნა­ი­რი შან­სი არ ჰქონ­დათ. ამას­თან, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო უაზ­რო სის­ხლის ღვრა, წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და ქარ­თუ­ლი ჯარი და პო­ლი­ცია ცხინ­ვალ­ში შე­ეშ­ვათ“,- გა­ნა­ცხა­და ქო­ი­ა­ვამ.

  • ამას­თან, ქო­ი­ა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ომის დროს ჯარ­მა და­ი­ნა­ხა, რომ იმ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „გა­იქ­ცა“, ეს მა­შინ­ვე ელ­ვი­სე­ბუ­რად გავ­რცელ­და, რა­მაც ჯარ­ში „სე­რი­ო­ზუ­ლი დე­მო­რა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია“.

„უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი - პრე­ზი­დენ­ტი [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი] გა­იქ­ცა. მთე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ვინ შე­ას­რუ­ლებ­და? რა საკ­ვირ­ვე­ლია, ის თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან არ გაქ­ცე­უ­ლა, ჩვენ არ ვი­ცო­დით, მაგ­რამ იქ არც ტე­ლე­ვი­ზო­რი გვქონ­და და არც ინ­ტერ­ნე­ტი. ერ­თა­დერ­თი რაც ჩვენ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ი­ნა­ხეს იყო ის, რომ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გორ­ში ჩა­მო­ვი­და, გა­იქ­ცა. აქ კი­დევ ერთი მო­მენ­ტია, რომ ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­თა თე­ატრზე - არც ის, არც მი­ნის­ტრი და არც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი, იქ არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ისი­ნი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ კა­ბი­ნე­ტებ­ში და მას­შტა­ბუ­რად ემარ­თათ ის, რაც მათ ევა­ლე­ბო­დათ. აქ მოხ­და ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი გა­იქ­ცა, ჯარ­მა ეს და­ი­ნა­ხა, მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ელ­ვი­სე­ბუ­რად, რა­მაც ჯარ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი დე­მო­რა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია“, - გა­ნა­ცხა­და ქო­ი­ა­ვამ.

ამას­თან, ქო­ი­ა­ვამ ისა­უბ­რა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, მან ვე­ტე­რა­ნე­ბის „ტო­ტა­ლუ­რი გაშ­ვე­ბა“ და­ი­წყო.

„[გი­ორ­გი] ბა­რა­მი­ძის დროს ვე­ტე­რა­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გაშ­ვე­ბა არ მოხ­და, ტო­ტა­ლუ­რი გაშ­ვე­ბა მოხ­და უკვე ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნი­სას. მან ერთი ბრძა­ნე­ბით გა­უშ­ვა 2 ათას­ზე მეტი ოფი­ცე­რი, რო­მელ­საც ჰქონ­დათ გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არა მარ­ტო საბ­ჭო­ე­თის რუ­სის ჯარ­ში, არა­მედ ისე­თე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი შტა­ტებ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ერ­თად. იქ არა მარ­ტო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა, არა­მედ კურ­სე­ბიც იყო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას აძ­ლევ­და ადა­მი­ანს. ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდა უფ­რო­სი ოფიც­რე­ბის­გან, და­ა­კა­ვე­ბი­ნეს უმ­ცროსს ოფი­ცერ­თა შე­მად­გენ­ლო­ბას. ხალ­ხს, რო­მელ­მაც უნდა ის­წავ­ლოს, მი­ა­ნი­ჭეს უფ­რო­სი ოფიც­რე­ბის წო­დე­ბე­ბი და და­ნიშ­ნეს პო­ზი­ცი­ებ­ზე, სა­ი­და­ნაც მათ უნდა ას­წავ­ლონ უმ­ცროს ოფიც­რებს. ეს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დროს მოხ­და. წო­დე­ბის რიგ­გა­რე­შე მი­ნი­ჭე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ერთხელ ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა ორ­ჯერ მოხ­დეს. ამან რა საკ­ვირ­ვე­ლია, ჯარ­ში გარ­კვე­უ­ლი დე­ფორ­მა­ცია და დე­მო­რა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია“,- აღ­ნიშ­ნა ქო­ი­ა­ვამ.

ამას­თან, ქო­ი­ა­ვას თქმით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დგომ, „იმის იმი­ტა­ცია მოხ­და, რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დროს გა­უქ­მდა“.

„2007 წელს და­ი­ნიშ­ნა კე­ზე­რაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრად და ჩემს სუ­ბი­ექ­ტურ შე­ხე­დუ­ლე­ბას ვი­ტყვი, რომ იმის იმი­ტა­ცია მოხ­და, რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დროს გა­უქ­მდა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დროს იყო გა­უქ­მე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი საკ­ვან­ძო მო­მენ­ტი. გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის შტა­ბი, სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა, ამე­რი­კე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბუ­ლი 10 ბა­ტა­ლი­ო­ნი - „კო­მან­დო­სე­ბი“, ფრან­გე­ბი­სა და შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბუ­ლი და აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­თო მსრო­ლე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი. სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი გა­და­ი­ტა­ნეს გორ­ში, მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად, მოხ­და მისი გა­უქ­მე­ბა. ხალ­ხი, რო­მე­ლიც ჰოს­პი­ტალ­ში მსა­ხუ­რობ­და და ჯა­რი­დან იყო, გა­უშ­ვეს. ძი­რი­თა­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც შემ­დგომ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში მსა­ხუ­რობ­და, იყ­ვნენ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ჯარ­თან სა­ერ­თო არას­დროს არა­ფე­რი არ ჰქო­ნი­ათ. ამას­თან, გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო ტექ­ნი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნი, სამ­ხედ­რო აკა­დე­მია, შემ­დგომ აღ­დგე­ნი­ლი და გა­და­ტა­ნი­ლი გორ­ში 8-თვი­ა­ნი კურ­სით, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბელს ხდის ოფიც­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ამას იმი­ტა­ცი­ად ვთვლი იმი­ტომ, რომ სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის შექ­მნი­სას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო მოყ­ვა­ნი­ლი ისე­თი, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სპე­ცი­ფი­კას­თან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­და“,- აღ­ნიშ­ნა ქო­ი­ა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხია 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი.

სხდო­მა­ზე მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან ლაშა ქო­ი­ა­ვა, შალ­ვა ჯა­ნაშ­ვი­ლი, ზაზა გო­გა­ვა და მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლი.

ავტორი:

“ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა რამაც ჯარში სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“ - ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე

“ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა რამაც ჯარში სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“ - ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე

“2008 წლის თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე, შეიძლებოდა საბრძოლო მოქმედებები დაწყებულიყო“,- ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

„2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიმდინარეობდა იმიტომ, რომ უკვე ვიცოდით, მალევე საბრძოლო მოქმედებები იქნებოდა. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე, შეიძლებოდა საბრძოლო მოქმედებები დაწყებულიყო. გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში. შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამინისტროსა და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს სამინისტროს შესაძლებლობები, რამაც მაშინ, რა საკვირველია, საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. მე დამისვეს ამოცანა, რომ სასწრაფოდ, მაისის ბოლოსთვის საველე ჰოსპიტალი ქმედითი ყოფილიყო. ეს დამავალა სახმელეთო ჯარების სარდალმა. მეცადინეობები ყოველდღიური რეჟიმით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა", - განაცხადა ქოიავამ.

  • მან ისაუბრა 2008 წლის აგვისტოზეც.

"2008 წლის 6 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე დამირეკა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა და მიბრძანა გამოვცხადებულიყავი დისლოკაციის ადგილზე და პირადი შემადგენლობა სრულად გამომეძახა. მითხრა, რომ ეს არ არის სასწავლო განგაში. ამასთან, მომემზადებინა ჰოსპიტალი მოძრაობისთვის. გეგმა წინასწარ შემუშავებული გვქონდა. ასევე, მომემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და ხუთ საათზე გამოვცხადებულიყავი. ეს უკვე 7 აგვისტოს მინისტრთან სათათბირო დარბაზში. რა საკვირველია, ჩავედი საგურამოში, გავეცი შესაბამისი ბრძანებები, ხელი მოვაწერე შესაბამის ქაღალდებს. ჩემი შტაბის უფროსს და მოადგილეს დავავალე მოემზადებინათ კოლონა მარშისთვის, ჩაეტვირთათ შესაბამისი საჭირო ქონება და სამინისტროში გამოვცხადდი. ხუთი საათისთვის შეგროვილი იყო შეიარაღებული ძალების ყველა მეთაური. თათბირი გადაიდო, 8 საათისკენ [დაიწყო]. კარი გაიღო, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ ვანო მერაბიშვილი, შემდეგ შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი, ზაზა გოგავა. დასხდნენ თათბირი დაიწყო. სამხედრო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედების დაწყება. გეგმაში ყველაფერი გაწერილია საათობრივად. ყველა პუნქტით, სადაც რომელი სამხედრო ნაწილი უნდა მდგარიყო, რომელ საათზე უნდა გამოცხადებულიყო, როდის უნდა გაშლილიყო და ა.შ. ამის დეტალურად ჰყვებოდნენ.

სამხედრო გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა [მომხდარიყო] როკის გვირაბით, რომელზეც დრო საკმაოდ შეზღუდული იყო. უნდა ჩაკეტილიყო როკი. ამის შემდეგ, ჯარის უკუქცევა ხდებოდა, მისი განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმდროინდელი ხელისუფლების, უზურპირებული მთავრობისა თუ ბანდის უფროსებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ამასთან, საუბარი იმაზე, რომ არ მომხდარიყო უაზრო სისხლის ღვრა, წამოსულიყვნენ მოლაპარაკებებზე და ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში შეეშვათ“,- განაცხადა ქოიავამ.

  • ამასთან, ქოიავას განცხადებით, ომის დროს ჯარმა დაინახა, რომ იმ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „გაიქცა“, ეს მაშინვე ელვისებურად გავრცელდა, რამაც ჯარში „სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“.

„უმაღლესი მთავარსარდალი - პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] გაიქცა. მთელი მოვალეობები, რომელიც მას უნდა შეესრულებინა, ვინ შეასრულებდა? რა საკვირველია, ის თურმე საქართველოდან არ გაქცეულა, ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ იქ არც ტელევიზორი გვქონდა და არც ინტერნეტი. ერთადერთი რაც ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს იყო ის, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა. აქ კიდევ ერთი მომენტია, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე - არც ის, არც მინისტრი და არც გაერთიანებული შტაბის უფროსი, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ კაბინეტებში და მასშტაბურად ემართათ ის, რაც მათ ევალებოდათ. აქ მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა, მაშინვე გავრცელდა ელვისებურად, რამაც ჯარში სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“, - განაცხადა ქოიავამ.

ამასთან, ქოიავამ ისაუბრა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდზეც და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ოქრუაშვილი მინისტრად დაინიშნა, მან ვეტერანების „ტოტალური გაშვება“ დაიწყო.

„[გიორგი] ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება მოხდა უკვე ოქრუაშვილის დანიშვნისას. მან ერთი ბრძანებით გაუშვა 2 ათასზე მეტი ოფიცერი, რომელსაც ჰქონდათ განათლება მიღებული არა მარტო საბჭოეთის რუსის ჯარში, არამედ ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთად. იქ არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ კურსებიც იყო, რომელიც ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას აძლევდა ადამიანს. ადგილები, რომლებიც გამოთავისუფლდა უფროსი ოფიცრებისგან, დააკავებინეს უმცროსს ოფიცერთა შემადგენლობას. ხალხს, რომელმაც უნდა ისწავლოს, მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე, საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს. ეს ოქრუაშვილის დროს მოხდა. წოდების რიგგარეშე მინიჭება ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ ალბათ, ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებების დროს შეიძლება ორჯერ მოხდეს. ამან რა საკვირველია, ჯარში გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია გამოიწვია“,- აღნიშნა ქოიავამ.

ამასთან, ქოიავას თქმით, დავით კეზერაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდგომ, „იმის იმიტაცია მოხდა, რაც ოქრუაშვილის დროს გაუქმდა“.

„2007 წელს დაინიშნა კეზერაშვილი მინისტრად და ჩემს სუბიექტურ შეხედულებას ვიტყვი, რომ იმის იმიტაცია მოხდა, რაც ოქრუაშვილის დროს გაუქმდა. ოქრუაშვილის დროს იყო გაუქმებული ძალიან ბევრი საკვანძო მომენტი. გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული 10 ბატალიონი - „კომანდოსები“, ფრანგებისა და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო მსროლელი ბატალიონი. სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ, რეალურად, მოხდა მისი გაუქმება. ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა და ჯარიდან იყო, გაუშვეს. ძირითადი ადამიანები, ვინც შემდგომ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა, იყვნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც ჯართან საერთო არასდროს არაფერი არ ჰქონიათ. ამასთან, გაუქმებული იყო ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, სამხედრო აკადემია, შემდგომ აღდგენილი და გადატანილი გორში 8-თვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას.

ამას იმიტაციად ვთვლი იმიტომ, რომ სამხედრო დაზვერვის შექმნისას ბევრი ადამიანი იყო მოყვანილი ისეთი, რომელსაც სამხედრო დაზვერვის სპეციფიკასთან შეგუება გაუჭირდა“,- აღნიშნა ქოიავამ.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.