სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია - მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“ - მიხეილ ქარელი სააკაშვილზე
“ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია - მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“ - მიხეილ ქარელი სააკაშვილზე

“ომი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი უდი­დე­სი ავან­ტი­უ­რა გახ­ლდათ - ის ფსი­ქი­კუ­რად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნია, ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფია და მი­მაჩ­ნია, რომ დღე­საც სა­ში­შია. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ყო­ველ­თვის მქონ­და იმის გან­ცდა, რომ სა­დღაც შორს, წინა ცხოვ­რე­ბა­ში, ჰიტ­ლე­რის თა­ნა­შემ­წე ვი­ყა­ვი“,- ამის შე­სა­ხებ შიდა ქარ­თლში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, მი­ხე­ილ ქა­რელ­მა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხია 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი.

რო­გორც მი­ხე­ილ ქა­რელ­მა სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ის მზად არის კო­მი­სი­ის ყვე­ლა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხოს, თუკი კო­მი­სი­ას მას­თან და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბა.

“ბოლო დროს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ხიბლში იმ­დე­ნად შე­ვი­და, რომ უკვე აღარ შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა, ეს იმ­დე­ნად აღი­ზი­ა­ნებ­და, რომ უკვე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­დი­ო­და. გი­თხა­რით, რომ ერთხელ აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ვნა­ხე და ადა­მი­ა­ნის­თვის სუ­ლაც არ არის ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა, რომ და­უს­ვა დი­აგ­ნო­ზი, თუ ის ფსი­ქი­კუ­რად მარ­თლაც ავად­მყო­ფია, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. მა­შინ, მე გან­ცხა­დე­ბაც დავ­წე­რე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ; და­მი­ბა­რა და და­ხია [გან­ცხა­დე­ბა], გა­გი­ჟე­ბულ­მა თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში მი­მო­ფან­ტა და გა­მაფრ­თხი­ლა, რომ მე­ო­რედ მსგავ­სი რამ არ გა­მე­ბე­და და თუ გავ­ბე­დავ­დი, თვი­თონ იცო­და, სად გამ­გზავ­ნი­და. სხვა­თა შო­რის, უკვე ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე თვი­თონ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვი­საც არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, დად­გე­ბო­და ის დღე, როცა მოვ­ხვდე­ბო­დი ცი­ხე­ში იმი­ტომ, რომ მისი ქმე­დე­ბე­ბი უკვე ჩემ­თვი­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე არა მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ინც ვერ ავ­ცდი ამ უბე­დუ­რე­ბას, ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ რა ელო­დე­ბო­და ჩემ ოჯახს და სა­ახ­ლობ­ლოს ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ.

რა თქმა უნდა, მან ვერ აი­ტა­ნა ის, რომ ოპო­ზი­ცი­ის და საპ­რო­ტეს­ტო მუხტს მხა­რი და­ვი­ჭი­რე და მა­შინ­ვე გას­ცა ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა. ჯერ ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში მი­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­დნენ. ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­ტო­ნის ოთახ­ში დამ­ტო­ვეს. ითხოვ­დნენ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას და ამას რომ ვერ იღებ­დნენ, უფრო და უფრო სას­ტი­კად იქ­ცე­ოდ­ნენ. შემ­დეგ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც და­ა­პა­ტიმ­რეს. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­მარ­ცხვი­ნო ჩვე­ნე­ბაც გახ­სოვთ. ჩემ­გან რომ ვერ მი­ი­ღო ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც თვი­თონ სურ­და, უკვე შემ­დეგ მთე­ლი ზე­წო­ლა ჩემ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ჩემ მო­ხუ­ცებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. მშობ­ლე­ბის სა­ხელ­ზე აღ­რი­ცხუ­ლი [ქო­ნე­ბა] მთლი­ა­ნად წაგ­ვარ­თვა, ჩა­მოგ­ვარ­თვა. ცალ­კე თე­მაა, სა­მარ­თლებ­რი­ვად ეს რო­გორ შე­ფუ­თა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ქა­რელ­მა

მისი თქმით, სა­ხე­ლი­დან მის მშობ­ლებს აძე­ვებ­დნენ და ამ ფაქტს სო­ფელ­ში სა­მე­ზობ­ლო უპი­რის­პირ­დე­ბო­და.

“ეს ვერ მო­ა­ხერ­ხეს, რად­გან ამათ სა­მე­ზობ­ლო, სო­ფე­ლი უპი­რის­პირ­დე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ, მერე ამ ომმა, რო­მე­ლიც მისი ერთ-ერთი უდი­დე­სი ავან­ტი­უ­რა გახ­ლდათ - ომის დროს ჩემი ის სახ­ლი, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, პა­პა­ჩე­მის აშე­ნე­ბუ­ლი, დაწ­ვეს და მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ის ფსი­ქი­კუ­რად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნია, ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფია და მი­მაჩ­ნია, რომ დღე­საც სა­ში­შია, ჩემი აზ­რით. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ამი­ტომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მხარს ვუ­ჭერ თქვე­ნი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას. თუ და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი იქ­ნე­ბა ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მზად ვარ, რომ გა­მოვ­ცხად­დე თქვე­ნი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე.

გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ყო­ველ­თვის მქონ­და იმის გან­ცდა, რომ სა­დღაც შორს, წინა ცხოვ­რე­ბა­ში ჰიტ­ლე­რის თა­ნა­შემ­წე ვი­ყა­ვი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ქა­რელ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია - მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“ - მიხეილ ქარელი სააკაშვილზე

“ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია - მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“ - მიხეილ ქარელი სააკაშვილზე

“ომი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ - ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია. გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“,- ამის შესახებ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

  • აღსანიშნავია, რომ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

როგორც მიხეილ ქარელმა სხდომაზე განაცხადა, ის მზად არის კომისიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუკი კომისიას მასთან დამატებითი კითხვები ექნება.

“ბოლო დროს, სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლში იმდენად შევიდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, ეს იმდენად აღიზიანებდა, რომ უკვე მდგომარეობიდან გამოდიოდა. გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და ადამიანისთვის სულაც არ არის ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვა დიაგნოზი, თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაშინ, მე განცხადებაც დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ; დამიბარა და დახია [განცხადება], გაგიჟებულმა თავის კაბინეტში მიმოფანტა და გამაფრთხილა, რომ მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა. სხვათა შორის, უკვე ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მე თვითონ ოქრუაშვილისთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დადგებოდა ის დღე, როცა მოვხვდებოდი ციხეში იმიტომ, რომ მისი ქმედებები უკვე ჩემთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამ ყველაფერზე თმენის ვალდებულებაც კი, ფაქტობრივად, უკვე არა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმომედგინა, თუ რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ.

რა თქმა უნდა, მან ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის და საპროტესტო მუხტს მხარი დავიჭირე და მაშინვე გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ. ოთხი დღის განმავლობაში ბეტონის ოთახში დამტოვეს. ითხოვდნენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო და უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ, ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ. ჩემგან რომ ვერ მიიღო ის ყველაფერი, რაც თვითონ სურდა, უკვე შემდეგ მთელი ზეწოლა ჩემ ოჯახის წევრებზე, ჩემ მოხუცებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე აღრიცხული [ქონება] მთლიანად წაგვართვა, ჩამოგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა“, - განაცხადა მიხეილ ქარელმა

მისი თქმით, სახელიდან მის მშობლებს აძევებდნენ და ამ ფაქტს სოფელში სამეზობლო უპირისპირდებოდა.

“ეს ვერ მოახერხეს, რადგან ამათ სამეზობლო, სოფელი უპირისპირდებოდა და საბოლოოდ, მერე ამ ომმა, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ - ომის დროს ჩემი ის სახლი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, პაპაჩემის აშენებული, დაწვეს და მთლიანად გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია, ჩემი აზრით. გულწრფელად გეტყვით, ამიტომ აბსოლუტურად მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. თუ დამატებითი კითხვები იქნება ჩემთან მიმართებაში მზად ვარ, რომ გამოვცხადდე თქვენი კომისიის სხდომაზე.

გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, - განაცხადა მიხეილ ქარელმა.

იხილეთ ასევე: