მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემია "ელისო" ნამუშევრების მიღებას იწყებს
პრემია "ელისო" ნამუშევრების მიღებას იწყებს

ნატო ვაჩ­ნა­ძის ფონ­დი და თი­ბი­სი წარ­მო­გიდ­გენთ პრე­მია „ელი­სოს“, რო­მე­ლიც წელს, 14 ივ­ნისს, უკვე მე­ო­რედ გა­ი­მარ­თე­ბა.

ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­ღე­ბა 25 მარ­ტი­დან და­ი­წყო და ეს პრო­ცე­სი 15 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ამის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი ჟი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გე­ბა.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შე­უძ­ლი­ათ ბმულ­ზე - https://filmfreeway.com/ElisoAwards

წლე­ვან­დელ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, ფონ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ი­ზარ­და ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შემ­დეგ კა­ტე­გო­რი­ებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან:

  • ელი­სო სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის­თვის
  • ელი­სო სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის­თვის
  • ელი­სო სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის­თვის
  • ელი­სო სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რის­თვის
  • ელი­სო სა­უ­კე­თე­სო მონ­ტა­ჟის­თვის
  • ელი­სო სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრუ­ლი გა­ფორ­მე­ბის­თვის

კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ნი­ხი­ლე­ბა 2024 წელს გა­მო­სუ­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი და სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ან კო-პრო­დუქ­ცი­ის ფილ­მე­ბი.

ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბა და სხვა დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბა პირ­ვე­ლად 2024 წელს გა­ი­მარ­თა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დნენ:

სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რი - ლო­მე­რო ახვლე­დი­ა­ნი (ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო)

სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი - ელე­ნე ნა­ვე­რი­ა­ნი (შაშ­ვი შაშ­ვი მაყ­ვა­ლი)

სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი - ეკა ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი (შაშ­ვი შაშ­ვი მაყ­ვა­ლი)

ასე­ვე, ნატო ვაჩ­ნა­ძის ფონ­დის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თულ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის, ნატო ვაჩ­ნა­ძის პრე­მია გა­და­ე­ცა ქალ­ბა­ტონ მზე­ქა­ლა შა­ნი­ძეს.

ნა­ტა­ლია ჯუ­ღე­ლი, ნატო ვაჩ­ნა­ძის ფონ­დის და­მა­არ­სე­ბე­ლი: „კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის­თვის ჯილ­დოს და­წე­სე­ბა თა­ვი­დან­ვე სო­ლი­და­რო­ბის აქტი იყო და პრე­მი­ის­თვის სა­ხელ­წო­დე­ბის - ელი­სოს დარ­ქმე­ვის მი­ზე­ზიც კი გახ­და. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ელი­სოს კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ხმა გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ, წელ­საც ჩა­ვა­ტა­როთ ელი­სო და ზუს­ტად იმ სიმ­ტკი­ცით და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ელი­სო წარ­მო­ად­გენს რო­გორც ფილ­მის გმი­რი, თუ პრე­მია.’’

„ელი­სოს“ გა­მო­ჩე­ნა ქარ­თულ კი­ნო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, რა­საც თი­ბი­სი, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გულ­შე­მატ­კივ­რობს. გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ „ელი­სოს“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს რე­გი­ო­ნე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით, რაც თი­ბი­სის უც­ვლე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია.

R

ავტორი:

პრემია "ელისო" ნამუშევრების მიღებას იწყებს

პრემია "ელისო" ნამუშევრების მიღებას იწყებს

ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება.

ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება.

ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე - https://filmfreeway.com/ElisoAwards

წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან:

  • ელისო საუკეთესო ფილმისთვის
  • ელისო საუკეთესო მსახიობისთვის
  • ელისო საუკეთესო რეჟისორისთვის
  • ელისო საუკეთესო ოპერატორისთვის
  • ელისო საუკეთესო მონტაჟისთვის
  • ელისო საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის

კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.

ჟიურის ვინაობა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კინოდაჯილდოება პირველად 2024 წელს გაიმართა და გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

საუკეთესო ოპერატორი - ლომერო ახვლედიანი (ღიმილიანი საქართველო)

საუკეთესო რეჟისორი - ელენე ნავერიანი (შაშვი შაშვი მაყვალი)

საუკეთესო მსახიობი - ეკა ჩავლეიშვილი (შაშვი შაშვი მაყვალი)

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის პრემია გადაეცა ქალბატონ მზექალა შანიძეს.

ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის დამაარსებელი: „კინემატოგრაფისტებისთვის ჯილდოს დაწესება თავიდანვე სოლიდარობის აქტი იყო და პრემიისთვის სახელწოდების - ელისოს დარქმევის მიზეზიც კი გახდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ელისოს კინემატოგრაფში მომუშავე ადამიანების ხმა გაეძლიერებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, წელსაც ჩავატაროთ ელისო და ზუსტად იმ სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელოთ პროცესი, რომელსაც ელისო წარმოადგენს როგორც ფილმის გმირი, თუ პრემია.’’

„ელისოს“ გამოჩენა ქართულ კინოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც თიბისი, როგორც ქართული კულტურის განვითარების აქტიური მხარდამჭერი, პირველივე დღიდან გულშემატკივრობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ „ელისოს“ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს რეგიონების კულტურული და სოციალური ცხოვრების გაძლიერების კუთხით, რაც თიბისის უცვლელი პრიორიტეტია.

R