ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ერთ-ერთ ქუჩას, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას სახელი მიენიჭა.
გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელებმა მერთან, კარლოს ველასკესთან შეთანხმებით მიიღეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა. ის აქამდე ბრძოლებში “მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, თუმცა ამიერიდან “ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.
ილია თოფურიამ MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო.
იხილეთ ასევე: