სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის" - მეუფე შიო
"დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის" - მეუფე შიო

მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­აც და სა­ხელ­მწი­ფოც თა­ვი­სუ­ფა­ლია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს კი­დევ უფრო მე­ტად გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ვიზ­რუ­ნოთ და ვიშ­რო­მოთ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გამ­ტკი­ცე­ბი­სათ­ვის. ამის­თვის გვმარ­თებს, მუ­დამ გვახ­სოვ­დეს და მა­გა­ლი­თად და­ვი­სა­ხოთ იმ ადა­მი­ან­თა ღვაწ­ლი, ვინც იბ­რძო­და და იღ­ვწო­და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის­თვის , - გა­ნა­ცხა­და სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო, (მუ­ჯი­რი)სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღეს ქა­და­გე­ბი­სას.

  • მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ ქა­და­გე­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ღვაწლ­ზე ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღი­ა­რე­ბის სა­კი­თხში და აღ­ნიშ­ნა, რომ „ილია მე­ო­რემ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის­თვის ბრძო­ლა და­აგ­ვირ­გვი­ნა“.

„თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რევ, ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღეს და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დღეს ჩვენ ვფიქ­რობთ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ქვეყ­ნი­სა და ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში. ავ­ტო­კე­ფა­ლია არის ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ მო­ი­პო­ვა V სა­უ­კუ­ნე­ში ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის­გან წმინ­და მეფე ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ღვაწ­ლით და ძა­ლის­ხმე­ვით. ეს მოვ­ლე­ნა იქცა სა­ფუძ­ვლად და მა­მოძ­რა­ვებ­ლად მთე­ლი ჩვე­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რი­სა, მწიგ­ნობ­რო­ბი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­სა.

დღეს ჩვენ გა­და­ვი­ხა­დეთ სა­მად­ლო­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი და ვმად­ლობთ უფალს ამ დიდი მად­ლი­სა და წყა­ლო­ბის­თვის.

ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია გა­ნუ­წყვეტ­ლად გრძელ­დე­ბო­და XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე, რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე I-ის უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბით გა­ა­უქ­მეს ჩვე­ნი ავ­ტო­კე­ფა­ლია, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ან­ტონ II გა­იწ­ვი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­დან, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­სახ­ლე­ბას ნიშ­ნავ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლო­ბა ჩა­ა­ბა­რეს რუ­სე­თი­დან მოვ­ლე­ნილ სა­გან­გე­ბო პი­როვ­ნე­ბას - ეგ­ზარ­ქოსს.

ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა და ერის­თვის ეს უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა 106 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ამ პე­რი­ოდს ასე ახა­სი­ა­თებს წმინ­და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე. მინ­და, წა­გი­კი­თხოთ ამო­ნა­რი­დე­ბი მისი ქა­და­გე­ბი­დან და წე­რი­ლე­ბი­დან:

„დიდი რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის თავი... ვერ მი­უდ­გა პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სხე­ულს. მან მო­ა­შო­რა სა­ქარ­თვე­ლოს „სუ­ლის ხელ­მწი­ფე“, ჩა­უ­კე­ტა ტვირ­თმძი­მე­თა და მაშ­ვრალ­თა ნავთსა­ყუ­დე­ლი და წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სია გა­და­აქ­ცია „მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი აღ­სა­რე­ბის უწყე­ბის“ გან­ყო­ფი­ლე­ბად“... „ჩვე­ნი ენის, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის და წარ­სუ­ლის უცო­დი­ნა­რი სი­ნო­დის ეგ­ზარ­ქო­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­დნენ „ბრძა­ნე­ბი­თა მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბი­სა­ი­თა“ და არა სჯუ­ლის კა­ნო­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კრე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ხოლო ად­გი­ლობ­რივ­ნი ... ეპის­კო­პოზ­ნი და მღვდელ­ნი, ახა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ხელ­ფეხ­შეკ­რულ­ნი ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ თა­ვი­ან­თი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას „მარ­თლი­სა დამ­ტკი­ცე­ბას და გუ­ლარძნი­ლი­სა განხდას“.

ასე­თი მძი­მე ვი­თა­რე­ბა გრძელ­დე­ბო­და 1917 წლამ­დე. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს წი­ნაპ­რებს არ და­უ­კარ­გავთ იმე­დი და არ შე­უ­წყვე­ტი­ათ ბრძო­ლა ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის­თვის. მათი ეს ძა­ლის­ხმე­ვა სა­ბო­ლო­ოდ წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. ჩვენ­მა იერ­არ­ქი­ამ, სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ ისარ­გებ­ლა რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის მოვ­ლე­ნე­ბით და იმა­ვე წლის 12 მარტს (ძვე­ლი სტი­ლით), სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში აღ­ვლე­ნი­ლი წირ­ვი­სა და პა­რაკ­ლი­სის შემ­დეგ ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნა გა­მო­ა­ცხა­და.

ეს იყო ზე­ი­მი და სი­ხა­რუ­ლი მთე­ლი ერის­თვის, ეს იყო უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც სულ მალე მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღეს.

მინ­და, თქვენ­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვუ­ლო­ცო ეს დღე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, და­აგ­ვირ­გვი­ნა ბრძო­ლა ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის­თვის. მისი დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით, და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, 1990 წელს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქომ ცნო და აღი­ა­რა ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია და სა­პატ­რი­არ­ქო ტი­ტუ­ლი, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სა­გან­გე­ბო სი­გე­ლე­ბის გად­მო­ცე­მით. მა­შინ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ და უნე­ტა­რე­სო­ბამ ბრძა­ნა, რომ ამ სა­ბუ­თებს ქარ­თვე­ლი ერი 1500 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და, ეს იმ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბია, რომ ამი­ე­რი­დან ვე­ღა­რა­ვინ შეძ­ლებს, ხელ­ყოს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­აც და სა­ხელ­მწი­ფოც თა­ვი­სუ­ფა­ლია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს კი­დევ უფრო მე­ტად გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ ვიზ­რუ­ნოთ და ვიშ­რო­მოთ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გამ­ტკი­ცე­ბი­სათ­ვის. ამის­თვის გვმარ­თებს, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, მუ­დამ გვახ­სოვ­დეს და მა­გა­ლი­თად და­ვი­სა­ხოთ იმ ადა­მი­ან­თა ღვაწ­ლი, ვინც იბ­რძო­და და იღ­ვწო­და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის­თვის, პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ ჩვენს დიდ წი­ნაპ­რებს, დიდ პატ­რი­არ­ქებს: კი­რი­ონს, ლე­ო­ნი­დეს, ამ­ბრო­სის, ქრის­ტე­ფო­რეს, კა­ლის­ტრა­ტეს, რომ­ლე­ბიც ამ წმინ­და ტა­ძარ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ, და ჩვენს სხვა დიდ პატ­რი­არ­ქებს, მიტ­რო­პო­ლიტ ან­ტონ გი­ორ­გა­ძეს და ჩვენს სხვა სა­სი­ქა­დუ­ლო სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო პი­რებს.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღეს, ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა დიდ მარ­ხვა­ში ეძღვნე­ბა ჯვრის თაყ­ვა­ნის­ცე­მას, ჯვრის ძა­ლამ და მად­ლმა და­ლო­ცოს, გა­ამ­თლი­ა­ნოს და გა­აძ­ლი­ე­როს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. ამინ!“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის" - მეუფე შიო

"დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის" - მეუფე შიო

მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის. ამისთვის გვმართებს, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის , - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო, (მუჯირი)საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ქადაგებისას.

  • მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ავტოკეფალიის აღიარების საკითხში და აღნიშნა, რომ „ილია მეორემ ავტოკეფალიისთვის ბრძოლა დააგვირგვინა“.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში. ავტოკეფალია არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა V საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით და ძალისხმევით. ეს მოვლენა იქცა საფუძვლად და მამოძრავებლად მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურისა, მწიგნობრობისა და მსოფლმხედველობისა.

დღეს ჩვენ გადავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და ვმადლობთ უფალს ამ დიდი მადლისა და წყალობისთვის.

ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია განუწყვეტლად გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის უკანონო ბრძანებით გააუქმეს ჩვენი ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II გაიწვიეს საქართველოდან, რაც, ფაქტობრივად, გადასახლებას ნიშნავდა და საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს რუსეთიდან მოვლენილ საგანგებო პიროვნებას - ეგზარქოსს.

ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის ეს უმძიმესი ვითარება 106 წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდს ასე ახასიათებს წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. მინდა, წაგიკითხოთ ამონარიდები მისი ქადაგებიდან და წერილებიდან:

„დიდი რუსეთის ეკლესიის თავი... ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს. მან მოაშორა საქართველოს „სულის ხელმწიფე“, ჩაუკეტა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ნავთსაყუდელი და წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია „მართლმადიდებელი აღსარების უწყების“ განყოფილებად“... „ჩვენი ენის, ზნე-ჩვეულებების და წარსულის უცოდინარი სინოდის ეგზარქოსები საქართველოს ეკლესიას მართავდნენ „ბრძანებითა მისი უდიდებულესობისაითა“ და არა სჯულის კანონის და საქართველოს ეკლესიის კრებათა ხელმძღვანელობით, ხოლო ადგილობრივნი ... ეპისკოპოზნი და მღვდელნი, ახალი მდგომარეობით ხელფეხშეკრულნი ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას „მართლისა დამტკიცებას და გულარძნილისა განხდას“.

ასეთი მძიმე ვითარება გრძელდებოდა 1917 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს არ დაუკარგავთ იმედი და არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მათი ეს ძალისხმევა საბოლოოდ წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენმა იერარქიამ, სამღვდელოებამ ისარგებლა რუსეთში მომხდარი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის მოვლენებით და იმავე წლის 12 მარტს (ძველი სტილით), სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი წირვისა და პარაკლისის შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა.

ეს იყო ზეიმი და სიხარული მთელი ერისთვის, ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელსაც სულ მალე მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს.

მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალისხმევით, 1990 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, რაც გამოიხატა საგანგებო სიგელების გადმოცემით. მაშინ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბრძანა, რომ ამ საბუთებს ქართველი ერი 1500 წლის განმავლობაში ელოდა, ეს იმდენად დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებია, რომ ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს, ხელყოს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია.

მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის. ამისთვის გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის, პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს: კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, რომლებიც ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ, და ჩვენს სხვა დიდ პატრიარქებს, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს და ჩვენს სხვა სასიქადულო სასულიერო და საერო პირებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირა დიდ მარხვაში ეძღვნება ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.