სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„კოლორპაკი“ „პროვაინ 2025-ზე“ იყო წარმოდგენილი - ინტერვიუ კომპანიის კომერციულ დირექტორ მარიამ მუხიგულთან
„კოლორპაკი“ „პროვაინ 2025-ზე“ იყო წარმოდგენილი - ინტერვიუ კომპანიის კომერციულ დირექტორ მარიამ მუხიგულთან

რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდ­მა პო­ლიგ­რა­ფი­ულ­მა სა­წარ­მომ, „კო­ლორ­პაკ­მა“ დი­უ­სელ­დორფში გა­მარ­თულ ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მას­შტა­ბურ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე „პრო­ვა­ინ 2025-ზე“ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გა­მო­ფე­ნა უკვე 30 წე­ლია იმარ­თე­ბა და გლო­ბა­ლურ ბა­ზარს ფა­რავს. ყო­ველ­წლი­უ­რად დი­უ­სელ­დორფში თავს იყ­რი­ან მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა თუ შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას, წა­რად­გე­ნენ სი­ახ­ლე­ებს და ამ­ყა­რე­ბენ პარტნი­ო­რულ კავ­ში­რებს. სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მო­ფე­ნა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და 30-მდე კომ­პა­ნია, მათ შო­რის წელს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო „კო­ლორ­პა­კი“, რო­მე­ლიც პო­ლიგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გი­ო­ნის ლი­დე­რია.

კომ­პა­ნი­ის სტენ­დზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სა­წარ­მო­ში სხვა­დას­ხვა დროს დამ­ზა­დე­ბუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი: ეტი­კე­ტე­ბი, მყა­რი პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ყუ­თე­ბი, ჩა­ჩე­ბი, გოფ­რი­რე­ბუ­ლი ყუ­თე­ბი და რბი­ლი შე­ფუთ­ვა.

რა შე­დე­გე­ბით დაბ­რუნ­და „კო­ლორ­პა­კი“ დი­უ­სელ­დორ­ფი­დან და რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი სა­წარ­მოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გას­ვლა, ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ მუ­ხი­გუ­ლი სა­უბ­რობს:

  • რა­ტომ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი „კო­ლორ­პა­კის­თვის“ გა­მო­ფე­ნა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეთ მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის­გან?

„კო­ლო­არ­პა­კის“ კუ­თხემ გა­მო­ფე­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­იმ­სა­ხუ­რა ინ­ტე­რე­სი და არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რაც შედ­გა, სა­დაც კომ­პა­ნი­ე­ბი სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ. მე­ო­რე დღე თით­ქმის სრუ­ლად და­ეთ­მო უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან შეხ­ვედ­რებ­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს ბერ­ძენ­მა, რუ­მი­ნელ­მა, ფრან­გმა, და­ნი­ელ­მა და გერ­მა­ნელ­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა. მათ­თან უკვე და­ი­გეგ­მა სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, მათ შო­რის ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა წარ­მო­ე­ბის, შე­ფუთ­ვის, დი­ზა­ი­ნი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. „კო­ლორ­პაკ­მა“ რე­გი­ონ­ში წამ­ყვა­ნი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სტა­ტუ­სი სწო­რედ ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნი­სა და და­ნერგვის გამო და­იმ­სა­ხუ­რა. ამას­თან, ხა­რის­ხი ჩვე­ნი მთა­ვა­რი ნი­შაა. ვაგ­რძე­ლებთ გან­ვი­თა­რე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის შე­ძე­ნა ამ პრო­ცე­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია.

  • რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის „კო­ლორ­პა­კის­თვის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს „კო­ლორ­პა­კის“ ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა ექ­სპორ­ტი და ბაზ­რის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბაა, კომ­პა­ნი­ის­თვის მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. აქვე თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, ექ­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ „კო­ლორ­პა­კის“ სა­წარ­მო აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და აერ­თი­ა­ნებს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს, კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე, გას­ცდეს რე­გი­ონს და კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გა­ხა­დოს წარ­მო­ე­ბა.

თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რომ, ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ექ­სპორტზე მო­თხოვ­ნილ ყვე­ლა სტან­დარტს, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ნა­წილ­ში. მე­ო­რე წე­ლია, ვფლობთ სერ­ტი­ფი­კატ ISO 22000 FSSC-ს, ვმუ­შა­ობთ და ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სებს.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, „კო­ლორ­პა­კი“ სა­მო­მავ­ლოდ უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე გეგ­მავს გა­ფარ­თო­ე­ბას. სა­ინ­ტე­რე­სოა, უნდა ვე­ლო­დოთ თუ არა პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის ზრდა­საც?

„კო­ლორ­პა­კი“ 30 წლის წინ და­არ­სდა და აგ­რძე­ლებს უწყვეტ გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის ზრდის თვალ­საზ­რი­სით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა სრუ­ლად ჩვენ მოგ­ვან­დო. ვა­წარ­მო­ებთ სხვა­დას­ხვა ტი­პის მა­სა­ლებს, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ბა­ზა­რი თით­ქმის სრუ­ლად მოგ­ვეც­ვა.

ერ­თის მხრივ, ხა­რის­ხის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­თა და მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით, ხოლო მე­ო­რე მხრივ, პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის კი­დევ უფრო ზრდით, სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ, გავ­ცდეთ რე­გი­ონს და კი­დევ უფრო გავ­ზარ­დოთ ექ­სპორ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც კომ­პა­ნი­ის­თვის, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

R

„კოლორპაკი“ „პროვაინ 2025-ზე“ იყო წარმოდგენილი - ინტერვიუ კომპანიის კომერციულ დირექტორ მარიამ მუხიგულთან

„კოლორპაკი“ „პროვაინ 2025-ზე“ იყო წარმოდგენილი - ინტერვიუ კომპანიის კომერციულ დირექტორ მარიამ მუხიგულთან

რეგიონში ყველაზე დიდმა პოლიგრაფიულმა საწარმომ, „კოლორპაკმა“ დიუსელდორფში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „პროვაინ 2025-ზე“ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენა უკვე 30 წელია იმართება და გლობალურ ბაზარს ფარავს. ყოველწლიურად დიუსელდორფში თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი ღვინისა და ალკოჰოლის, აქსესუარებისა თუ შესაფუთი მასალების კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, წარადგენენ სიახლეებს და ამყარებენ პარტნიორულ კავშირებს. საქართველოდან გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა 30-მდე კომპანია, მათ შორის წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „კოლორპაკი“, რომელიც პოლიგრაფიის მიმართულებით რეგიონის ლიდერია.

კომპანიის სტენდზე წარმოდგენილი იყო საწარმოში სხვადასხვა დროს დამზადებული გამორჩეული ნამუშევრები: ეტიკეტები, მყარი პრემიუმ ხარისხის ყუთები, ჩაჩები, გოფრირებული ყუთები და რბილი შეფუთვა.

რა შედეგებით დაბრუნდა „კოლორპაკი“ დიუსელდორფიდან და რატომ არის მნიშვნელოვანი ქართული საწარმოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ამის შესახებ კომპანიის კომერციული დირექტორი მარიამ მუხიგული საუბრობს:

  • რატომ იყო მნიშვნელოვანი „კოლორპაკისთვის“ გამოფენაზე მონაწილეობა და საინტერესოა, როგორი შეფასებები მიიღეთ მწარმოებლებისა და ვიზიტორებისგან?

„კოლოარპაკის“ კუთხემ გამოფენის პირველივე დღეს დაიმსახურა ინტერესი და არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრაც შედგა, სადაც კომპანიები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მეორე დღე თითქმის სრულად დაეთმო უცხოურ კომპანიებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ბერძენმა, რუმინელმა, ფრანგმა, დანიელმა და გერმანელმა მწარმოებლებმა. მათთან უკვე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ახალი ტენდენციების გაცნობა წარმოების, შეფუთვის, დიზაინისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. „კოლორპაკმა“ რეგიონში წამყვანი პოლიგრაფიული კომპანიის სტატუსი სწორედ ინოვაციების შემოტანისა და დანერგვის გამო დაიმსახურა. ამასთან, ხარისხი ჩვენი მთავარი ნიშაა. ვაგრძელებთ განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორების შეძენა ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

  • რა შესაძლებლობებს ქმნის „კოლორპაკისთვის“ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა?

იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წელს „კოლორპაკის“ ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ექსპორტი და ბაზრის კიდევ უფრო გაფართოებაა, კომპანიისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. აქვე თანადგომისთვის მადლობა მინდა გადავუხადო „აწარმოე საქართველოს“. ამ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის, ექსპორტის მიმართულებით ჩვენი კომპანიის განვითარებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ „კოლორპაკის“ საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და აერთიანებს მაღალკვალიფიციურ კადრებს, კომპანიას შეუძლია, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზარზე, გასცდეს რეგიონს და კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს წარმოება.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ, ვაკმაყოფილებთ ექსპორტზე მოთხოვნილ ყველა სტანდარტს, სერტიფიცირების ნაწილში. მეორე წელია, ვფლობთ სერტიფიკატ ISO 22000 FSSC-ს, ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ წარმოების პროცესებს.

როგორც აღნიშნეთ, „კოლორპაკი“ სამომავლოდ უცხოურ ბაზრებზე გეგმავს გაფართოებას. საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა პროდუქციის ასორტიმენტის ზრდასაც?

„კოლორპაკი“ 30 წლის წინ დაარსდა და აგრძელებს უწყვეტ განვითარებას, მათ შორის პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიების უდიდესმა ნაწილმა შესაფუთი მასალების წარმოება სრულად ჩვენ მოგვანდო. ვაწარმოებთ სხვადასხვა ტიპის მასალებს, რამაც საშუალება მოგვცა, ჩვენი რეგიონის ბაზარი თითქმის სრულად მოგვეცვა.

ერთის მხრივ, ხარისხის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებითა და მაღალი ტექნოლოგიების დანერგვით, ხოლო მეორე მხრივ, პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო ზრდით, სამომავლოდ ვგეგმავთ, გავცდეთ რეგიონს და კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი. აღნიშნული კი მნიშვნელოვანია როგორც კომპანიისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის.

R