მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დახვრეტა ან ჩამოხრჩობა“ - “კვატია“, “კვერცხა“ “გოტო“, და სხვები: შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა
“დახვრეტა ან ჩამოხრჩობა“ - “კვატია“, “კვერცხა“ “გოტო“, და სხვები: შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა “ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში ყოფ­ნის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის არი­ან მეტ­სა­ხე­ლად: “კვა­ტია“, “კვერ­ცხა“ და “გოტო“.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში “ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან” კავ­შირ­ში მყო­ფი 7 პირი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ. (მეტ­სა­ხე­ლად “კვა­ტია“), ხოლო “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.კ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ა., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ს., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.დ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ. (მეტ­სა­ხე­ლად “კვერ­ცხა“) და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ვ. (მეტ­სა­ხე­ლად “გოტო“). ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მხი­ლე­ბუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დი", 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.კ. (მეტ­სა­ხე­ლად “ვა­ტია“).

ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დად­გინ­და, რომ “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის “ ვ.კ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად "ვა­ტია") და­ვა­ლე­ბით, “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერ­მა ა.კ.-მ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში გახ­სნა შპს “ტა­ბახ­მე­ლა 2023“-ის აგ­რა­რუ­ლი ბა­ზა­რი, რომ­ლის ანა­ლო­გი­უ­რი ბა­ზა­რი - შპს “ანი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და ქუ­თა­ის­ში და რო­მელ­საც ვერ უწევ­დნენ კონ­კუ­რენ­ცი­ას. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად, გა­და­წყვი­ტეს ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რი­დან, შპს "ტა­ბახ­მე­ლა 2023“-ის აგ­რა­რულ ბა­ზარ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, რის შე­დე­გად ქუ­თა­ის­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ბა­ზა­რი ვე­ღარ შეძ­ლებ­და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, ხოლო შპს “ტა­ბახ­მე­ლა 2023“-ის აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ი­ღებ­დნენ დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვალს.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ სა­ხე­ლი­სა და მათი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს, რი­თაც შპს "ანი"-ს ასი­ა­თა­სო­ბით ლა­რის ზი­ა­ნი მი­ად­გა.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

“დახვრეტა ან ჩამოხრჩობა“ - “კვატია“, “კვერცხა“ “გოტო“, და სხვები: შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

“დახვრეტა ან ჩამოხრჩობა“ - “კვატია“, “კვერცხა“ “გოტო“, და სხვები: შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, მათ შორის არიან მეტსახელად: “კვატია“, “კვერცხა“ და “გოტო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული ლ.კ. (მეტსახელად “კვატია“), ხოლო “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ა.კ., 1985 წელს დაბადებული ს.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ს., 1983 წელს დაბადებული ო.დ., 1985 წელს დაბადებული გ.კ. (მეტსახელად “კვერცხა“) და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ვ. (მეტსახელად “გოტო“). ასევე, აღნიშნული დანაშაულისთვის მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი “კანონიერ ქურდი", 1976 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად “ვატია“).

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ “კანონიერი ქურდის “ ვ.კ.-ს (მეტსახელად "ვატია") დავალებით, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გახსნა შპს “ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი - შპს “ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდნენ კონკურენციას. ბრალდებულებმა საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, გადაწყვიტეს ქუთაისში მდებარე აგრარული ბაზრიდან, შპს ,,ტაბახმელა 2023“-ის აგრარულ ბაზარში გადაეყვანათ დასაქმებულები, რის შედეგად ქუთაისში განთავსებული ბაზარი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას, ხოლო შპს “ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზრის საქმიანობიდან მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.

ბრალდებულებმა “კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითაც შპს "ანი"-ს ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.