პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ერნოს „ქალი“ - როგორ იბადება დედა ხელახლა
ანი ერნოს „ქალი“ - როგორ იბადება დედა ხელახლა

ანი ერ­ნოს რო­მა­ნი „ქალი“ დე­დის სიკ­ვდი­ლით იწყე­ბა. არა შე­თხზუ­ლი, ფიქ­ცი­უ­რი დე­დის, არა­მედ ავ­ტო­რის რე­ა­ლუ­რი, ნამ­დვი­ლი მშობ­ლის სიკ­ვდი­ლით. ერნო წე­რას იწყებს, ოღონდ არა მხო­ლოდ იმი­ტომ, დე­დის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილ­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბას რომ გა­უმკლავ­დეს, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ დე­და­მი­სი ხე­ლახ­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნოს, გა­იც­ნოს და და­ი­ნა­ხოს არა რო­გორც უბ­რა­ლოდ დედა, არა­მედ რო­გორც ქალი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია და ის­ტო­რია აქვს; ქალი, რო­მე­ლიც შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და და გა­ჩე­ნის შემ­დეგ მათ­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბა­საც გა­ნაგ­რძობს; ქალი, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლამ­დე სა­კუ­თა­რი თავი არა­ერ­თხელ და­კარ­გა.

ერნო ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის სირ­თუ­ლეს წე­რის და­სა­წყის­ში­ვე გრძნობს. დე­და­ზე თხრო­ბი­სას ხელთ გა­მუდ­მე­ბით წარ­მო­სახ­ვი­თი ქალი რჩე­ბა, ვი­ღაც, ვინც ყო­ველ­თვის იყო, სა­წყი­სი­სა და და­სას­რუ­ლის გა­რე­შე, დრო­ის მიღ­მა არ­სე­ბობ­და და ერ­ნომ ვე­რა­სო­დეს ვერ მო­ი­ხელ­თა. ამი­ტო­მაც დე­დის შე­სა­ხებ წერა დე­დის გა­ჩე­ნის, მისი ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბის აქ­ტია, მშო­ბი­ა­რო­ბა­სა­ვით მტკივ­ნე­უ­ლი ავ­ტო­რის­თვის, რო­მე­ლიც ახლა თა­ვად უნდა იქ­ცეს სა­კუ­თა­რი დე­დის მშობ­ლად.

„წე­რი­სას ზოგ­ჯერ „კარგ“ დე­დას ვხე­დავ, ზოგ­ჯერ - „ცუდს“. იმის­თვის, რომ ავი­რი­დო შო­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მო­მა­ვა­ლი ეს ორ­ჭო­ფო­ბა, ვცდი­ლობ, ისე ვწე­რო, თით­ქოს სხვი­სი დედა იყო“. - წერს ანი ერნო და ეს ყვე­ლა­ზე ზუს­ტად ხსნის იმ ნე­იტ­რა­ლურ ტონს, რო­მე­ლიც რო­მანს პა­თე­ტი­კის საფრ­თხის­გან იცავს. ერნო ამ ტექ­სტში დე­დის ხა­ტის სენ­ტი­მენ­ტა­ლურ აღ­წე­რას ქა­ლის ცხოვ­რე­ბის ზუს­ტად ასახ­ვას ამ­ჯო­ბი­ნებს და სა­კუ­თა­რი ბავ­შვო­ბი­დან, წარ­სუ­ლი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ტან­ცირ­დე­ბა, რათა უცხო ადა­მი­ა­ნის, სხვი­სი შვი­ლის, სხვა ქა­ლის თვა­ლით და­ი­ნა­ხოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქალი, მისი ცხოვ­რე­ბა და აღ­სას­რუ­ლი.

დედა ანი ერ­ნოს­თვის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მო­დე­ლი, მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი. პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის ის იყო, ვინც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გამ­ხდა­რი­ყო თა­ვად. ერ­ნოს­თვის დედა გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და ყვე­ლა­ფერს, რი­სიც ასე ეში­ნო­და. ყვე­ლა­ფერს, რის­გან გაქ­ცე­ვა­საც ცდი­ლობ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ერ­ნომ ყო­ველ­თვის კარ­გად იცო­და, რო­გორ ჰგავ­და დე­დას და სწო­რედ ეს ცოდ­ნა აი­ძუ­ლებ­და დე­დის უარ­ყო­ფას. თუმ­ცა „სხვაგ­ვა­რად ყოფ­ნის სურ­ვილ­სა და ყოფ­ნას შო­რის თურ­მე ნაპ­რა­ლია“. ერნო ვე­რა­სო­დეს გა­ექ­ცა ქალს, რო­მელ­თა­ნაც ამ­დე­ნი სა­ერ­თო ჰქონ­და.

ახალ­გაზ­რდა ანი ერ­ნოს ეჩ­ქა­რე­ბო­და სახ­ლის და­ტო­ვე­ბა, დე­დის­გან წას­ვლა. სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით იღებ­და გა­ნათ­ლე­ბას, როცა დე­და­მი­სი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ერ­ნოს­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ქალი, რო­მელ­საც აწუ­ხებ­და თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­და, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის შვილს და­ეღ­წია თავი.

„ქა­ლის“ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ამ ბრძო­ლის შე­სა­ხე­ბაა, შვი­ლის­თვის უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნის­თვის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ბრძო­ლის და ამი­ტო­მაც არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტრა­გი­კუ­ლი რო­მა­ნის და­სას­რუ­ლი.

ქალი ავად­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი ავად­მყო­ფო­ბით. ასა­კოვ­ნე­ბის დე­მენ­ცი­ის ერთ-ერთი ფორ­მა - ალ­ცჰა­ი­მე­რი. ანი ერნო მშრა­ლად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად აღ­წერს და მიჰ­ყვე­ბა დე­დის კვდო­მის, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის პრო­ცესს, აღ­ნუს­ხავს ავად­მყო­ფო­ბის ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს, იხ­სე­ნებს დე­ტა­ლებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ზუს­ტად ასა­ხავს მშობ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მთელ სიმ­ძი­მეს.

დედა შე­იც­ვა­ლა. და ამ ცვლი­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა მკი­თხველს ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი სუ­რა­თის­თვის აი­ძუ­ლებს თვა­ლის გას­წო­რე­ბას - ენერ­გი­უ­ლი ქალი, რო­მე­ლიც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მუ­შა­ობ­და, ნელ-ნელა იფი­ტე­ბა, ცა­რი­ელ­დე­ბა და ქრე­ბა.

„მის წე­რი­ლებ­ში უხვსი­ტყვა­ო­ბამ იკლო, ისი­ნი უფრო და უფრო გა­იშ­ვი­ათ­და და და­მოკ­ლდა. მის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში სუნი გაჩ­ნდა“.

„ბა­ქან­ზე ელო­და მა­ტა­რე­ბელს, რო­მე­ლიც უკვე წა­ვი­და. სა­ყიდ­ლებ­ზე გა­სუ­ლი აღ­მო­ა­ჩენ­და, რომ ყვე­ლა მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლია. გა­ნუ­წყვეტ­ლივ ქრე­ბო­და მისი გა­სა­ღე­ბი“.

ქალი, რო­მე­ლიც თით­ქმის და­მო­უ­კი­დებ­ლად უძღვე­ბო­და ოჯახ­სა და ბიზ­ნესს, კარ­გავს ნივ­თებს, ვერ აგ­ნებს ოთა­ხებს, ივი­წყებს საგ­ნე­ბის ფუნ­ქცი­ებს... მის­თვის ქრე­ბა დროც და სივ­რცეც, ქრე­ბა შვი­ლიც და სა­კუ­თა­რი თა­ვიც. სა­მა­გი­ე­როდ, ჩნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ თვი­თონ ხე­დავს; სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც სხვე­ბის­თვის უხი­ლა­ვი და მი­უწ­ვდო­მე­ლია.

ერ­ნოს რო­მა­ნის ბოლო გვერ­დე­ბი იმ შე­კი­თხვა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გას­ჩე­ნი­ათ მკი­თხვე­ლებს რო­მა­ნის წა­კი­თხვამ­დეც: რა რჩე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს ადა­მი­ან­ში? რა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ურ­ჩეს და­ვი­წყე­ბის წამ­ლე­კავ ძა­ლას? რა გვაქ­ცევს იმ ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც გვგო­ნია, რომ ვართ?

დე­მენ­ცი­ის ბოლო ეტაპ­ზე, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე - ანი ერ­ნოს დე­დას უკვე აღარ სჭირ­დე­ბა ანი ერნო. სა­მა­გი­ე­როდ, ავ­ტორს სჭირ­დე­ბა, რომ დე­და­ზე იზ­რუ­ნოს, გა­უფრ­თხილ­დეს და უყ­ვარ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად შთა­ბეჭ­დი­ლე­ბი­სა, რომ დე­და­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას კარ­გავს და ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას სულ უფრო ნაკ­ლე­ბად ადა­მი­ა­ნუ­რი ხვდე­ბა, ერნო მა­ინც ბედ­ნი­ე­რია დე­დას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბით, მას­თან ყოფ­ნის უკა­ნას­კნე­ლი შან­სით.

და­სას­რულს, დედა და შვი­ლი ად­გი­ლებს უც­ვლი­ან ერ­თმა­ნეთს - ახლა ერ­ნოა „დედა“, რო­მელ­მაც „შვილ­ზე“ უნდა იზ­რუ­ნოს. ახლა მის­გან უნდა და­ი­ბა­დოს ქალი, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ იგი გა­ა­ჩი­ნა.

„ეს არც ბი­ოგ­რა­ფი­აა და, ბუ­ნებ­რი­ვია, არც რო­მა­ნი. შე­საძ­ლოა, ეს არის რა­ღაც ლი­ტე­რა­ტუ­რის, სო­ცი­ო­ლო­გი­ი­სა და ის­ტო­რი­ის კვე­თა­ზე. დე­და­ჩე­მი, თა­ვად დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შვი­ლი, სა­ი­და­ნაც მას თა­ვის დაღ­წე­ვა სურ­და, უნდა ქცე­უ­ლი­ყო ის­ტო­რი­ად, რათა მე თავი ნაკ­ლე­ბად ეუ­ლად და ყალ­ბად მეგ­რძნო სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­ზეც სი­ტყვე­ბი და იდე­ე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ, და რომ­ლის ნა­წი­ლიც მისი სურ­ვი­ლის თა­ნახ­მად გავ­ხდი.“

ანი ერ­ნოს რო­მა­ნი „ქალი“ დე­დის სიკ­ვდი­ლით იწყე­ბა. არა შე­თხზუ­ლი, ფიქ­ცი­უ­რი დე­დის, არა­მედ ავ­ტო­რის რე­ა­ლუ­რი, ნამ­დვი­ლი მშობ­ლის სიკ­ვდი­ლით. და გრძელ­დე­ბა დე­დის და­ბა­დე­ბით, წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მისი ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბით.

„არ შე­მიძ­ლია, ვი­ცხოვ­რო, თუ წე­რით არ გა­ვა­ერ­თი­ა­ნებ ჭკუ­ა­სუსტ ქალს, რომ­ლა­დაც იქცა, იმ ძლი­ერ და მომ­ხიბ­ვლელ ქალ­თან, რო­მე­ლიც იყო“.

მხო­ლოდ წე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მწერ­ლის­თვის ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მხო­ლოდ წე­რი­სას შე­უძ­ლია ერ­ნოს, და­ი­ნა­ხოს ქალი, რო­მე­ლიც დე­და­მი­სი იყო; და­ი­ნა­ხოს ყო­ველ ამ­ბავ­ში, მისი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ ეპი­ზოდ­ში და ყვე­ლა ქალ­ში, რო­მე­ლიც ოდეს­მე ყო­ფი­ლა. მათ შო­რის იმ ქალ­შიც, რომ­ლის გვამ­საც წიგ­ნის და­სა­წყის­ში აღ­წერს. რად­გან, სა­ბო­ლო­ოდ, ვერ­ცერ­თი ეს სუ­რა­თი ვერ იქ­ნე­ბა უფრო ძლი­ე­რი, ვიდ­რე დე­დის ჩრდი­ლი, რომ­ლი­და­ნაც ანი ერნო არა­სო­დეს გა­სუ­ლა.

„მისი სა­ხე­ბა კვლავ ისე­თია, რო­გორ­საც ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ვხე­დავ­დი, გა­ნი­ე­რი და თეთ­რი ჩრდი­ლი ჩემს ზე­ვით“.

ანი ერ­ნოს „ქალი“, რო­მე­ლიც 2024 წელს ვა­ლე­რი ოთხო­ზო­რი­ამ თარ­გმნა ქარ­თუ­ლად, გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტებს შო­რის არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი 2025 წლის 25 მარტს გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

R

ანი ერნოს „ქალი“ - როგორ იბადება დედა ხელახლა

ანი ერნოს „ქალი“ - როგორ იბადება დედა ხელახლა

ანი ერნოს რომანი „ქალი“ დედის სიკვდილით იწყება. არა შეთხზული, ფიქციური დედის, არამედ ავტორის რეალური, ნამდვილი მშობლის სიკვდილით. ერნო წერას იწყებს, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსა და დაბნეულობას რომ გაუმკლავდეს, არამედ იმიტომაც, რომ დედამისი ხელახლა აღმოაჩინოს, გაიცნოს და დაინახოს არა როგორც უბრალოდ დედა, არამედ როგორც ქალი, რომელსაც საკუთარი ბიოგრაფია და ისტორია აქვს; ქალი, რომელიც შვილების გაჩენამდეც არსებობდა და გაჩენის შემდეგ მათგან დამოუკიდებელ ცხოვრებასაც განაგრძობს; ქალი, რომელმაც სიკვდილამდე საკუთარი თავი არაერთხელ დაკარგა.

ერნო ამ მიზნის მიღწევის სირთულეს წერის დასაწყისშივე გრძნობს. დედაზე თხრობისას ხელთ გამუდმებით წარმოსახვითი ქალი რჩება, ვიღაც, ვინც ყოველთვის იყო, საწყისისა და დასასრულის გარეშე, დროის მიღმა არსებობდა და ერნომ ვერასოდეს ვერ მოიხელთა. ამიტომაც დედის შესახებ წერა დედის გაჩენის, მისი ხელახლა დაბადების აქტია, მშობიარობასავით მტკივნეული ავტორისთვის, რომელიც ახლა თავად უნდა იქცეს საკუთარი დედის მშობლად.

„წერისას ზოგჯერ „კარგ“ დედას ვხედავ, ზოგჯერ - „ცუდს“. იმისთვის, რომ ავირიდო შორეული ბავშვობიდან მომავალი ეს ორჭოფობა, ვცდილობ, ისე ვწერო, თითქოს სხვისი დედა იყო“. - წერს ანი ერნო და ეს ყველაზე ზუსტად ხსნის იმ ნეიტრალურ ტონს, რომელიც რომანს პათეტიკის საფრთხისგან იცავს. ერნო ამ ტექსტში დედის ხატის სენტიმენტალურ აღწერას ქალის ცხოვრების ზუსტად ასახვას ამჯობინებს და საკუთარი ბავშვობიდან, წარსულიდან მაქსიმალურად დისტანცირდება, რათა უცხო ადამიანის, სხვისი შვილის, სხვა ქალის თვალით დაინახოს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი, მისი ცხოვრება და აღსასრული.

დედა ანი ერნოსთვის არასოდეს ყოფილა მოდელი, მისაბაძი ადამიანი. პირიქით, ყოველთვის ის იყო, ვინც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამხდარიყო თავად. ერნოსთვის დედა განასახიერებდა ყველაფერს, რისიც ასე ეშინოდა. ყველაფერს, რისგან გაქცევასაც ცდილობდა. სინამდვილეში, ერნომ ყოველთვის კარგად იცოდა, როგორ ჰგავდა დედას და სწორედ ეს ცოდნა აიძულებდა დედის უარყოფას. თუმცა „სხვაგვარად ყოფნის სურვილსა და ყოფნას შორის თურმე ნაპრალია“. ერნო ვერასოდეს გაექცა ქალს, რომელთანაც ამდენი საერთო ჰქონდა.

ახალგაზრდა ანი ერნოს ეჩქარებოდა სახლის დატოვება, დედისგან წასვლა. სახლიდან მოშორებით იღებდა განათლებას, როცა დედამისი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერნოსთვის განათლების მიღება ყოფილიყო შესაძლებელი. ქალი, რომელსაც აწუხებდა თავისი სოციალური მდგომარეობა, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ამ მდგომარეობიდან თავის შვილს დაეღწია თავი.

„ქალის“ პირველი ნაწილი ამ ბრძოლის შესახებაა, შვილისთვის უკეთესი მომავლის შექმნისთვის გამუდმებული ბრძოლის და ამიტომაც არის განსაკუთრებით ტრაგიკული რომანის დასასრული.

ქალი ავადდება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ავადმყოფობით. ასაკოვნების დემენციის ერთ-ერთი ფორმა - ალცჰაიმერი. ანი ერნო მშრალად, თანმიმდევრულად აღწერს და მიჰყვება დედის კვდომის, გაუჩინარების პროცესს, აღნუსხავს ავადმყოფობის ხელშესახებ შედეგებს, იხსენებს დეტალებს, რომლებიც ყველაზე ზუსტად ასახავს მშობლის მდგომარეობის მთელ სიმძიმეს.

დედა შეიცვალა. და ამ ცვლილებების დეტალური აღწერა მკითხველს ყველაზე სევდიანი სურათისთვის აიძულებს თვალის გასწორებას - ენერგიული ქალი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა, ნელ-ნელა იფიტება, ცარიელდება და ქრება.

„მის წერილებში უხვსიტყვაობამ იკლო, ისინი უფრო და უფრო გაიშვიათდა და დამოკლდა. მის საცხოვრებელში სუნი გაჩნდა“.

„ბაქანზე ელოდა მატარებელს, რომელიც უკვე წავიდა. საყიდლებზე გასული აღმოაჩენდა, რომ ყველა მაღაზია დაკეტილია. განუწყვეტლივ ქრებოდა მისი გასაღები“.

ქალი, რომელიც თითქმის დამოუკიდებლად უძღვებოდა ოჯახსა და ბიზნესს, კარგავს ნივთებს, ვერ აგნებს ოთახებს, ივიწყებს საგნების ფუნქციებს... მისთვის ქრება დროც და სივრცეც, ქრება შვილიც და საკუთარი თავიც. სამაგიეროდ, ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ თვითონ ხედავს; სამყარო, რომელიც სხვებისთვის უხილავი და მიუწვდომელია.

ერნოს რომანის ბოლო გვერდები იმ შეკითხვაზე მიანიშნებს, რომელიც არაერთხელ გასჩენიათ მკითხველებს რომანის წაკითხვამდეც: რა რჩება ყველაზე დიდხანს ადამიანში? რა შეიძლება გადაურჩეს დავიწყების წამლეკავ ძალას? რა გვაქცევს იმ ადამიანად, რომელიც გვგონია, რომ ვართ?

დემენციის ბოლო ეტაპზე, გარდაცვალებამდე - ანი ერნოს დედას უკვე აღარ სჭირდება ანი ერნო. სამაგიეროდ, ავტორს სჭირდება, რომ დედაზე იზრუნოს, გაუფრთხილდეს და უყვარდეს. მიუხედავად შთაბეჭდილებისა, რომ დედამისი ადამიანურობას კარგავს და ყოველი შეხვედრისას სულ უფრო ნაკლებად ადამიანური ხვდება, ერნო მაინც ბედნიერია დედასთან გატარებული უკანასკნელი დღეებით, მასთან ყოფნის უკანასკნელი შანსით.

დასასრულს, დედა და შვილი ადგილებს უცვლიან ერთმანეთს - ახლა ერნოა „დედა“, რომელმაც „შვილზე“ უნდა იზრუნოს. ახლა მისგან უნდა დაიბადოს ქალი, რომელმაც წლების წინ იგი გააჩინა.

„ეს არც ბიოგრაფიაა და, ბუნებრივია, არც რომანი. შესაძლოა, ეს არის რაღაც ლიტერატურის, სოციოლოგიისა და ისტორიის კვეთაზე. დედაჩემი, თავად დომინირებული გარემოს შვილი, საიდანაც მას თავის დაღწევა სურდა, უნდა ქცეულიყო ისტორიად, რათა მე თავი ნაკლებად ეულად და ყალბად მეგრძნო სამყაროში, რომელზეც სიტყვები და იდეები დომინირებენ, და რომლის ნაწილიც მისი სურვილის თანახმად გავხდი.“

ანი ერნოს რომანი „ქალი“ დედის სიკვდილით იწყება. არა შეთხზული, ფიქციური დედის, არამედ ავტორის რეალური, ნამდვილი მშობლის სიკვდილით. და გრძელდება დედის დაბადებით, წერის საშუალებით მისი ხელახალი დაბადებით.

„არ შემიძლია, ვიცხოვრო, თუ წერით არ გავაერთიანებ ჭკუასუსტ ქალს, რომლადაც იქცა, იმ ძლიერ და მომხიბვლელ ქალთან, რომელიც იყო“.

მხოლოდ წერის დამსახურებით ხდება შესაძლებელი მწერლისთვის ცხოვრების გაგრძელება. მხოლოდ წერისას შეუძლია ერნოს, დაინახოს ქალი, რომელიც დედამისი იყო; დაინახოს ყოველ ამბავში, მისი ცხოვრების ყოველ ეპიზოდში და ყველა ქალში, რომელიც ოდესმე ყოფილა. მათ შორის იმ ქალშიც, რომლის გვამსაც წიგნის დასაწყისში აღწერს. რადგან, საბოლოოდ, ვერცერთი ეს სურათი ვერ იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე დედის ჩრდილი, რომლიდანაც ანი ერნო არასოდეს გასულა.

„მისი სახება კვლავ ისეთია, როგორსაც ჩემს ბავშვობაში ვხედავდი, განიერი და თეთრი ჩრდილი ჩემს ზევით“.

ანი ერნოს „ქალი“, რომელიც 2024 წელს ვალერი ოთხოზორიამ თარგმნა ქართულად, გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ნომინანტებს შორის არის დასახელებული. პრემიის ლაურეატი 2025 წლის 25 მარტს გამოვლინდება.

R