სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროებით ქირით ვცხოვრობდით... კინაღამ გავგიჟდი, ყველა მუშა მაგიჟებდა" - ქეთა თოფურიამ მოსკოვში სასახლე აიშენა: რას ჰყვება მომღერალი
"დროებით ქირით ვცხოვრობდით... კინაღამ გავგიჟდი, ყველა მუშა მაგიჟებდა" - ქეთა თოფურიამ მოსკოვში სასახლე აიშენა: რას ჰყვება მომღერალი

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქეთა თო­ფუ­რია მალე ახალ, დიდ ბი­ნა­ში გა­და­ვა, რო­მელ­საც ქმარ­თან, ბიზ­ნეს­მენ ლევ ძენ­გოვ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იშე­ნებ­და. სულ მალე წყვი­ლი ახალ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გა­დას­ვლას აღ­ნიშ­ნავს. ბინა მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე­ობს.

  • თო­ფუ­რი­ას თქმით, მშე­ნებ­ლო­ბა დიდ ნერ­ვებს და ფი­ნან­სებს მო­ი­თხოვ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მომ­ღე­რალს ის აბ­რა­ზებ­და, როცა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბო­და. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე წარ­სუ­ლია. ასე რომ, მალე თო­ფუ­რია ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას სახ­ლში ექ­სკურ­სი­ას დაჰ­პირ­და.

"ერთი სახ­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­დავ­დი­ვარ. უკვე დიდი ხა­ნია ვა­შე­ნებთ. ძა­ლი­ან ბევ­რი კვად­რა­ტია, ზუს­ტად აღარც მახ­სოვს რამ­დე­ნი. ამ პრო­ცეს­ში დრო­ე­ბით ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. თით­ქმის ოთხი წელი დაგ­ვჭირ­და მშე­ნებ­ლო­ბის­თვის - სულ რა­ღაც ხდე­ბო­და, სულ ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბო­და… კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. ყვე­ლა მუშა მა­გი­ჟებ­და.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ის იყო, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ვა­კე­თებ­დით. მა­გა­ლი­თად მხო­ლოდ ფა­სა­დი - ოთხჯერ გა­და­ვა­კე­თეთ. ჩემი ქმა­რი ნამ­დვი­ლი პე­დან­ტია. ყვე­ლა­ფერს იდე­ა­ლუ­რი უნდა ჰქონ­დეს, ოჰ, ღმერ­თო, სად­მე რომ მცი­რე შე­უ­სა­ბა­მო­ბა იყოს,“ – გა­ნა­ცხა­და 38 წლის ქე­თამ ად­გი­ლობ­რივ შო­უ­ში.

  • მომ­ღე­რალს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, მან თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყო სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ასე­ვე, ქე­თას საკ­მა­ოდ ხელ­გაშ­ლი­ლი მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მე­ლიც ცოლს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რებს.

ქეთა ხში­რად ეწე­ვა ქველ­მოქ­მე­დე­ბას – ის ეხ­მა­რე­ბა მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ მკურ­ნა­ლო­ბას. პე­რი­ო­დუ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა ცნო­ბი­ლი კო­ლე­გე­ბის მი­მართ და სთხო­ვა მის­გან მა­გა­ლი­თი აე­ღოთ.

"იცით, რა მაკ­ვირ­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად?! სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვინ­ტე­რეს­დი და შე­ვა­მოწ­მე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჩემი გვერ­დი აქვთ გა­მო­წე­რი­ლი – გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვი­საც მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს – წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ურე­აქ­ცი­ოდ ჩა­უ­ა­როს ჩემს ვი­დე­ო­ებს და არ გა­ა­ზი­ა­როს. არც ერთი მათ­გა­ნი არ იყო მზად, რომ უბ­რა­ლოდ „რე­პოს­ტი“ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ბავ­შვის და­სახ­მა­რებ­ლად. იცით, რა­ტომ? როცა ასეთ პოსტს ვა­ზი­ა­რებ, ჩემი გა­მომ­წე­რე­ბი ორი ათა­სით მცირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი ემიჯ­ნე­ბი­ან მსგავს თე­მას, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, სხვი­სი ტკი­ვი­ლის აღ­ქმა არ შე­უძ­ლი­ათ. თით­ქოს მას თავს არი­დე­ბენ. არ ეს­მით, რომ ჩვენ ერთი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი ვართ და ერ­თმა­ნეთს უნდა ვეხ­მა­რე­ბო­დეთ,“ – გულ­წრფე­ლად გა­ნა­ცხა­და თო­ფუ­რი­ამ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"დროებით ქირით ვცხოვრობდით... კინაღამ გავგიჟდი, ყველა მუშა მაგიჟებდა" - ქეთა თოფურიამ მოსკოვში სასახლე აიშენა: რას ჰყვება მომღერალი

"დროებით ქირით ვცხოვრობდით... კინაღამ გავგიჟდი, ყველა მუშა მაგიჟებდა" - ქეთა თოფურიამ მოსკოვში სასახლე აიშენა: რას ჰყვება მომღერალი

რუსული მედიის ინფორმაციით, ქეთა თოფურია მალე ახალ, დიდ ბინაში გადავა, რომელსაც ქმართან, ბიზნესმენ ლევ ძენგოვთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში იშენებდა. სულ მალე წყვილი ახალ საცხოვრებელში გადასვლას აღნიშნავს. ბინა მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს.

  • თოფურიას თქმით, მშენებლობა დიდ ნერვებს და ფინანსებს მოითხოვდა. განსაკუთრებით კი მომღერალს ის აბრაზებდა, როცა მშენებლობაზე პრობლემები ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ასე რომ, მალე თოფურია ადგილობრივ მედიას სახლში ექსკურსიას დაჰპირდა.

"ერთი სახლიდან მეორეში გადავდივარ. უკვე დიდი ხანია ვაშენებთ. ძალიან ბევრი კვადრატია, ზუსტად აღარც მახსოვს რამდენი. ამ პროცესში დროებით ქირით ვცხოვრობდით. თითქმის ოთხი წელი დაგვჭირდა მშენებლობისთვის - სულ რაღაც ხდებოდა, სულ ახალი პრობლემები ჩნდებოდა… კინაღამ გავგიჟდი. ყველა მუშა მაგიჟებდა.

ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ყველაფერს თავიდან ვაკეთებდით. მაგალითად მხოლოდ ფასადი - ოთხჯერ გადავაკეთეთ. ჩემი ქმარი ნამდვილი პედანტია. ყველაფერს იდეალური უნდა ჰქონდეს, ოჰ, ღმერთო, სადმე რომ მცირე შეუსაბამობა იყოს,“ – განაცხადა 38 წლის ქეთამ ადგილობრივ შოუში.

  • მომღერალს ფინანსური პრობლემები არ აქვს, მან თავისი კარიერის განმავლობაში უზრუნველყო საკუთარი მომავალი - წერს რუსული მედია. ასევე, ქეთას საკმაოდ ხელგაშლილი მეუღლე ჰყავს, რომელიც ცოლს ძვირფასი საჩუქრებით ხშირად ანებივრებს.

ქეთა ხშირად ეწევა ქველმოქმედებას – ის ეხმარება მძიმედ დაავადებულ ბავშვებს და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს მათ მკურნალობას. პერიოდულად საქველმოქმედო პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა უკმაყოფილება გამოთქვა ცნობილი კოლეგების მიმართ და სთხოვა მისგან მაგალითი აეღოთ.

"იცით, რა მაკვირვებს ყველაზე მეტად?! სპეციალურად დავინტერესდი და შევამოწმე, რამდენი ადამიანი, ვისაც ჩემი გვერდი აქვთ გამოწერილი – განსაკუთრებით ისინი, ვისაც მილიონობით გამომწერი ჰყავს – წარმოუდგენელია ურეაქციოდ ჩაუაროს ჩემს ვიდეოებს და არ გააზიაროს. არც ერთი მათგანი არ იყო მზად, რომ უბრალოდ „რეპოსტი“ გაეკეთებინა ბავშვის დასახმარებლად. იცით, რატომ? როცა ასეთ პოსტს ვაზიარებ, ჩემი გამომწერები ორი ათასით მცირდება. ადამიანები ემიჯნებიან მსგავს თემას, რადგან, სამწუხაროდ, სხვისი ტკივილის აღქმა არ შეუძლიათ. თითქოს მას თავს არიდებენ. არ ესმით, რომ ჩვენ ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ და ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ,“ – გულწრფელად განაცხადა თოფურიამ.

წაიკითხეთ ასევე: