საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი
როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი

თევ­ზი ჯან­სა­ღი კვე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, თუმ­ცა მისი შერ­ჩე­ვა მა­ღა­ზი­ა­ში ან ბა­ზარ­ზე ხში­რად რთულ ამო­ცა­ნად იქ­ცე­ვა. რო­გორ გან­ვას­ხვა­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი ცუდი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის­გან და რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ნამ­დვი­ლად ახა­ლია თუ არა თევ­ზი?

ბრენ­დის როლი მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა თევ­ზე­უ­ლი, რომ­ლის ხა­რისხსა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მყიდ­ვე­ლის ნდო­ბა პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს. კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“ ამ სფე­რო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან ის არა მხო­ლოდ გლო­ბა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბულ, უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის ნედ­ლე­ულს იყე­ნებს, არა­მედ მომ­ხმა­რე­ბელს გამჭვირ­ვა­ლე და სან­დო წარ­მო­ე­ბის პრო­ცესს სთა­ვა­ზობს. ნორ­ვე­გი­ის სა­ნა­პი­რო­ე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი თევ­ზი და ოზურ­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბა ბრენ­დის ხა­რის­ხი­სა და მუდ­მი­ვო­ბის გა­რან­ტი­აა, რაც მომ­ხმა­რე­ბელს იმედს აძ­ლევს, რომ ყო­ველ შე­ძე­ნილ პრო­დუქ­ტში მი­ი­ღე­ბენ სა­უ­კე­თე­სო გე­მოს, სი­სუფ­თა­ვე­სა და სან­დო­ო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად, „ოკე­ა­ნეს“ ტექ­ნო­ლოგს, ლე­ვან თო­მაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

რო­გორ აარ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი თევ­ზი:

პირ­ვე­ლად რაზე უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა ცო­ცხა­ლი თევ­ზის შე­ძე­ნი­სას?

ცო­ცხა­ლი თევ­ზის შე­ძე­ნი­სას, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რათა დავ­რწმუნ­დეთ, რომ თევ­ზი ჯან­სა­ღია და უსაფრ­თხოა მი­სარ­თმე­ვად:

თევ­ზის თვა­ლე­ბი უნდა იყოს ნა­თე­ლი და სუფ­თა. თუ თვა­ლე­ბი მუ­ქია, ეს ნიშ­ნავს, რომ თევ­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

კანი და ფარ­ფლე­ბი უნდა იყოს გლუ­ვი და მბზი­ნა­ვი. თუ კანს აქვს მუქი ლა­ქე­ბი, ეს შე­იძ­ლე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყოს.

რო­გორ უნდა გა­ვი­გოთ შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის ხა­რის­ხი? შე­ნახ­ვის ვა­დე­ბი რო­გო­რი აქვს?

შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრი­სას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა:

  • შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი მისი სუ­ნია. თუ სუნი ძლი­ე­რი და უარ­ყო­ფი­თია (არო­მა­ტი გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია), ეს ნიშ­ნავს, რომ თევ­ზი აღარ არის კარ­გი ხა­რის­ხის და შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხო არ იყოს;
  • შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის კანი უნდა იყოს გლუ­ვი და მბზი­ნა­ვი, თუ კანი გამ­ხმა­რია ან ფე­ნე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ეს შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობ­დეს და­ბა­ლი ხა­რის­ხის თევზს;
  • ·კარ­გი ხა­რის­ხის შე­ბო­ლი­ლი თევ­ზი უნდა იყოს მყა­რი სტრუქ­ტუ­რის, თუ შე­ფუთ­ვა­ში წვე­ნია დაგ­რო­ვი­ლი, ან სი­თხე უჩ­ვე­უ­ლოდ მე­ტია, მა­შინ ეს ტემ­პე­რა­ტუ­რის საკ­მა­ოდ ცვლი­ლე­ბას ნიშ­ნავს და უნდა მო­ვე­რი­დოთ შე­ძე­ნას;
  • სწო­რი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს თევ­ზის გე­მო­სა და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ასე­ვე და­ბა­ლი რის­კით ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან;
  • შე­ბო­ლი­ლი თევ­ზი უნდა ინა­ხე­ბო­დეს მა­ცი­ვარ­ში სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა არის (0 +8°C) 45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში (შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვა­კუ­უმ გა­რე­მო­ში);
  • შე­ფუთ­ვის გახ­სნის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვი­ნა­ხოთ მი­ნის ჭურ­ჭელ­ში, თავ­ზე და­ვა­ხუ­რავთ, რათა ჰა­ერ­თან ნაკ­ლე­ბად იყოს შე­ხე­ბა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ნა­ხოთ 2 დღის მან­ძილ­ზე;
  • შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის შე­ნახ­ვა მო­ი­ცავს გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თევ­ზის სწორ პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვას: ან გა­ყინ­ვას (-18°C ან და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე) ან გრილ ად­გი­ლას (0+8°C), სა­დაც ის სწორ შე­ფუთ­ვა­ში იქ­ნე­ბა.

რა უნდა ვი­ცო­დეთ პრე­სერ­ვე­ბის სწო­რად შე­ნახ­ვის შე­სა­ხებ, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მისი გემო და კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა?

როცა პრე­სერვს იძენთ, დარ­წმუნ­დით, რომ პრე­სერვს აქვს ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ფუთ­ვა­ში იყოს. რჩე­ვაა, რომ შე­არ­ჩი­ოთ ისე­თი პრე­სერ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰერ­მე­ტუ­ლად არის და­ხუ­რუ­ლი და შე­ფუთ­ვა არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვა ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­დუქ­ტი შე­საძ­ლოა გა­ნიც­დი­და ზე­მოქ­მე­დე­ბას ან ჰა­ე­რის შეჭ­რას, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­ა­ფუ­ჭოს პრო­დუქ­ტი.

მწარ­მო­ებ­ლის შე­მოწ­მე­ბა: დარ­წმუნ­დით, რომ პრე­სერ­ვე­ბი წარ­მო­ე­ბუ­ლია ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ მწარ­მო­ე­ბელ­თან. მო­ძებ­ნეთ ცნო­ბი­ლი და სან­დო ბრენ­დე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხი.

პრე­სერ­ვის გახ­სნის შემ­დეგ, უმ­ჯო­ბე­სია, გა­მო­ი­ყე­ნოთ იგი 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხში­რად, გახ­სნი­ლი პრო­დუქ­ტი კარ­გავს ხა­რისხს, და მათი გემო და კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თან­და­თა­ნო­ბით მცირ­დე­ბა.

პრე­სერ­ვე­ბი უნდა ინა­ხე­ბო­დეს მა­ცი­ვარ­ში ( 0 + 8°C). გახ­სნი­ლი პრე­სერ­ვის კონ­ტე­ი­ნე­რი­დან პრო­დუქ­ტი(სა­დაც შე­მორ­ჩა პრო­დუქ­ტი) უნდა გა­და­ი­ტა­ნოთ ჰერ­მე­ტულ პლასტმა­სის ან მი­ნის ჭურ­ჭელ­ში, რათა შე­სა­ნა­ხად უფრო უსაფრ­თხო იყოს და თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ კონ­ტაქ­ტი ჰა­ერ­სა და სხვა ბაქ­ტე­რი­ებ­თან.

არ­სე­ბობს თუ არა მარ­კი­რე­ბის ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მიგ­ვა­ნიშ­ნებს თევ­ზის ხა­რისხზე და წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტებ­ზე?

არ­სე­ბობს მარ­კი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე სის­ტე­მა, რომ­ლე­ბიც მიგ­ვა­ნიშ­ნებს თევ­ზის ხა­რისხსა და წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტებ­ზე. ამ ნიშ­ნე­ბის მი­ზა­ნი არის იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ თევ­ზი წარ­მო­ე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით, რაც გო­ნივ­რუ­ლი და უსაფრ­თხოა მოხ­მა­რე­ბის­თვის.

ISO (International Organization for Standardization): ISO სერ­ტი­ფი­კა­ცია, რო­მე­ლიც ეხე­ბა ხა­რის­ხის მარ­თვი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დო­ნეს, შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ თევ­ზის პრო­დუქ­ტებ­ში. ეს აჩ­ვე­ნებს, რომ თევ­ზი წარ­მო­ე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით

HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points): HACCP-ის სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­უ­თი­თებს, რომ თევ­ზის წარ­მო­ე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა მოხ­და მკაც­რი კვე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ზო­გი­ერ­თი თევ­ზის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ფუთ­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ნი­შა­ნი, „ნა­ტუ­რა­ლუ­რი“, „და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი“, „ორ­გა­ნუ­ლი“ და სხვა მსგავ­სი ტერ­მი­ნე­ბი. ეს მარ­კი­რე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს, რომ თევ­ზი გა­მოყ­ვა­ნი­ლია ან და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მისი გემო, ტექ­სტუ­რა და კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი

თევზი ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი შერჩევა მაღაზიაში ან ბაზარზე ხშირად რთულ ამოცანად იქცევა. როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი პროდუქტი ცუდი ხარისხის პროდუქტისგან და როგორ ამოვიცნოთ ნამდვილად ახალია თუ არა თევზი?

ბრენდის როლი მომხმარებლის ნდობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზეული, რომლის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე მყიდველის ნდობა პირდაპირ გავლენას ახდენს. კომპანია „ოკეანე“ ამ სფეროში გამორჩეულია, რადგან ის არა მხოლოდ გლობალურად აღიარებულ, უმაღლესი კატეგორიის ნედლეულს იყენებს, არამედ მომხმარებელს გამჭვირვალე და სანდო წარმოების პროცესს სთავაზობს. ნორვეგიის სანაპიროებიდან მოპოვებული თევზი და ოზურგეთში არსებული საკალმახე მეურნეობა ბრენდის ხარისხისა და მუდმივობის გარანტიაა, რაც მომხმარებელს იმედს აძლევს, რომ ყოველ შეძენილ პროდუქტში მიიღებენ საუკეთესო გემოს, სისუფთავესა და სანდოობას. სწორედ ამიტომ, კომპეტენტური რჩევების მისაღებად, „ოკეანეს“ ტექნოლოგს, ლევან თომაშვილს დავუკავშირდით.

როგორ აარჩიოთ ხარისხიანი თევზი:

პირველად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცოცხალი თევზის შეძენისას?

ცოცხალი თევზის შეძენისას, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თევზი ჯანსაღია და უსაფრთხოა მისართმევად:

თევზის თვალები უნდა იყოს ნათელი და სუფთა. თუ თვალები მუქია, ეს ნიშნავს, რომ თევზი შეიძლება იყოს დაავადებული.

კანი და ფარფლები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი. თუ კანს აქვს მუქი ლაქები, ეს შეიძლება მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მაჩვენებელი იყოს.

როგორ უნდა გავიგოთ შებოლილი თევზის ხარისხი? შენახვის ვადები როგორი აქვს?

შებოლილი თევზის ხარისხის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

  • შებოლილი თევზის პირველი ნიშანი მისი სუნია. თუ სუნი ძლიერი და უარყოფითია (არომატი გაუარესებულია), ეს ნიშნავს, რომ თევზი აღარ არის კარგი ხარისხის და შეიძლება უსაფრთხო არ იყოს;
  • შებოლილი თევზის კანი უნდა იყოს გლუვი და მბზინავი, თუ კანი გამხმარია ან ფენები დაზიანებულია, ეს შეიძლება გულისხმობდეს დაბალი ხარისხის თევზს;
  • ·კარგი ხარისხის შებოლილი თევზი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის, თუ შეფუთვაში წვენია დაგროვილი, ან სითხე უჩვეულოდ მეტია, მაშინ ეს ტემპერატურის საკმაოდ ცვლილებას ნიშნავს და უნდა მოვერიდოთ შეძენას;
  • სწორი შენახვის პირობები უზრუნველყოფს თევზის გემოსა და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ასევე დაბალი რისკით ინფექციებისა და დაბინძურებისგან;
  • შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში სადაც ტემპერატურა არის (0 +8°C) 45 დღის განმავლობაში (შეფუთულ მდგომარეობაში, ვაკუუმ გარემოში);
  • შეფუთვის გახსნის შემდეგ, აუცილებლად უნდა შევინახოთ მინის ჭურჭელში, თავზე დავახურავთ, რათა ჰაერთან ნაკლებად იყოს შეხებაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ 2 დღის მანძილზე;
  • შებოლილი თევზის შენახვა მოიცავს გადამუშავებული თევზის სწორ პირობებში შენახვას: ან გაყინვას (-18°C ან დაბალ ტემპერატურაზე) ან გრილ ადგილას (0+8°C), სადაც ის სწორ შეფუთვაში იქნება.

რა უნდა ვიცოდეთ პრესერვების სწორად შენახვის შესახებ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი გემო და კვებითი ღირებულება?

როცა პრესერვს იძენთ, დარწმუნდით, რომ პრესერვს აქვს ვარგისიანობის ვადა. მნიშვნელოვანია შეფუთვაში იყოს. რჩევაა, რომ შეარჩიოთ ისეთი პრესერვები, რომლებიც ჰერმეტულად არის დახურული და შეფუთვა არ არის დაზიანებული. დაზიანებული შეფუთვა ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი შესაძლოა განიცდიდა ზემოქმედებას ან ჰაერის შეჭრას, რამაც შესაძლოა გააფუჭოს პროდუქტი.

მწარმოებლის შემოწმება: დარწმუნდით, რომ პრესერვები წარმოებულია ნდობით აღჭურვილ მწარმოებელთან. მოძებნეთ ცნობილი და სანდო ბრენდები, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხი.

პრესერვის გახსნის შემდეგ, უმჯობესია, გამოიყენოთ იგი 72 საათის განმავლობაში, ხშირად, გახსნილი პროდუქტი კარგავს ხარისხს, და მათი გემო და კვებითი ღირებულება თანდათანობით მცირდება.

პრესერვები უნდა ინახებოდეს მაცივარში ( 0 + 8°C). გახსნილი პრესერვის კონტეინერიდან პროდუქტი(სადაც შემორჩა პროდუქტი) უნდა გადაიტანოთ ჰერმეტულ პლასტმასის ან მინის ჭურჭელში, რათა შესანახად უფრო უსაფრთხო იყოს და თავიდან აიცილოთ კონტაქტი ჰაერსა და სხვა ბაქტერიებთან.

არსებობს თუ არა მარკირების ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხზე და წარმოების სტანდარტებზე?

არსებობს მარკირების რამდენიმე სისტემა, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხსა და წარმოების სტანდარტებზე. ამ ნიშნების მიზანი არის იმის დამტკიცება, რომ თევზი წარმოებულია შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დაცვით, რაც გონივრული და უსაფრთხოა მოხმარებისთვის.

ISO (International Organization for Standardization): ISO სერტიფიკაცია, რომელიც ეხება ხარისხის მართვისა და სტანდარტების დონეს, შეიძლება შეხვდეთ თევზის პროდუქტებში. ეს აჩვენებს, რომ თევზი წარმოებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით

HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points): HACCP-ის სერტიფიკატი მიუთითებს, რომ თევზის წარმოება და დამუშავება მოხდა მკაცრი კვებითი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

ზოგიერთი თევზის პროდუქტების შეფუთვაზე შეიძლება იყოს ნიშანი, „ნატურალური“, „დამარინადებული“, „ორგანული“ და სხვა მსგავსი ტერმინები. ეს მარკირებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თევზი გამოყვანილია ან დამუშავებულია განსაკუთრებული მეთოდებით, რათა შეინარჩუნოს მისი გემო, ტექსტურა და კვებითი ღირებულება.

NS