საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახსრების ტკივილი და დილის შებოჭილობა გაწუხებთ? - რევმატოლოგი ია დემურაშვილი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახსრების ტკივილი და დილის შებოჭილობა გაწუხებთ? - რევმატოლოგი ია დემურაშვილი

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც სახ­სრებს აზი­ა­ნებს, იწ­ვევს ტკი­ვილს, შე­შუ­პე­ბას, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა­სა და დი­ლის შე­ბო­ჭი­ლო­ბას. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც სხე­უ­ლი შეც­დო­მით სა­კუ­თარ ჯან­მრთელ ქსო­ვი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სახ­სრებს უტევს, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათ და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია არ არ­სე­ბობს, დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მარ­თვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს მის გარ­თუ­ლე­ბებს.

რა სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­მარ­თოთ ექიმს დრო­უ­ლად? ვინ არის რის­კჯ­გუფ­ში და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა? – ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ რევ­მა­ტო­ლო­გი ია დე­მუ­რაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. ის გან­მარ­ტავს, თუ რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის­თვის და რა ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნე­ბენ მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში დღეს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“.

რა არის რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ორ­გა­ნიზ­მზე?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი არის ქრო­ნი­კუ­ლი და ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სად მტევ­ნის წვრი­ლი სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. თუმ­ცა ის მხო­ლოდ მტევ­ნის წვრილ სახ­სარს არ აზი­ა­ნებს. რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სი­რებს, მან შე­იძ­ლე­ბა მსხვი­ლი სახ­სრე­ბიც და­ა­ზი­ა­ნოს და ჰქონ­დეს მრავ­ლო­ბი­თი სის­ტე­მუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ზე.

ვინ არი­ან და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კჯ­გუფ­ში?

ზო­გა­დად რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. რის­კჯ­გუფ­ში კი ძი­რი­თა­დად მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მამ­რო­ბით სქეს­თან თა­ნა­ფარ­დო­ბა 2:1-ზეა. რის­კჯ­გუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან მწე­ვე­ლი და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბიც. და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორ­საც.

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი ცნო­ბი­ლია რო­გორც ხან­დაზ­მუ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა. რა ასა­კი­დან იზ­რდე­ბა მისი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი?

დიახ, ასეა. და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად 55 წლის შემ­დეგ ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გვაქვს ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

რა არის რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი?

ძი­რი­თად გა­მომ­წვევ ფაქ­ტო­რე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სტრე­სი, ჭარ­ბი წონა და გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი.

რო­მე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დროს უნდა მი­მარ­თოს ადა­მი­ან­მა სპე­ცი­ა­ლისტს?

ეს გახ­ლავთ ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტკი­ვი­ლის რიტ­მიც. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ცი­ენტს აქვს მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბით, წვრი­ლი სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით, რო­მე­ლიც მიჰ­ყვე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ იხ­სნე­ბა მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ასე­ვე, უსივ­დე­ბა მტევ­ნის წვრი­ლი და ტერ­ფის წვრი­ლი სახ­სრე­ბი, მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს.

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი ხში­რად ერე­ვათ ოს­ტე­ო­ართრი­ტში, რო­მე­ლიც მე­ქა­ნი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და არ ახა­სი­ა­თებს დი­ლის შე­ბო­ჭი­ლო­ბა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის პრე­ვენ­ცია?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის პრე­ვენ­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ და­ა­ვა­დე­ბას თუ დრო­უ­ლად და ადეკ­ვა­ტუ­რად არ მოხ­და მკურ­ნა­ლო­ბა?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ნე­ბის­მე­ი­რი ორ­გა­ნო. უპი­რა­ტე­სად ზი­ან­დე­ბა მტევ­ნის წვრი­ლი ძვლის სახ­სრე­ბი, მაგ­რამ შორს წა­სულ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­დის მსხვილ სახ­სრებ­ზეც, მუხ­ლზე, მენჯ-ბარ­ძაყ­ზე. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კა­ნის მას­კუ­ლი­ტი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა, ფილ­ტვე­ბის ინ­ტერ­სტი­ცი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც ხში­რად სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის ფაქ­ტიც, რომ თუ დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა არ მოხ­და, და­ა­ვა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტის ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“ ამ და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ?

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ის მე­თო­დი და ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­შია მი­ღე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ ACR და EULAR-ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით. ასე­ვე, ტარ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით ვიკ­ვლევთ ან­თე­ბის მწვა­ვე ფა­ზის მარ­კე­რებს, რო­გო­რი­ცაა ისე­თი, EDC და CRP. სწო­რად და­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი დიდ შე­დეგს გვაძ­ლევს და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, რად­გან მა­გა­ლი­თად ანტი-CCP (ციკ­ლუ­რი ციტ­რუ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი პეპ­ტი­დი), რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და მა­ღალ სპე­ცი­ფი­კურ ტეს­ტად ით­ვლე­ბა, თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს ერო­ზი­ულ ართრიტს, რო­მე­ლიც ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბას უს­წრებ­დეს წინ, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლი­თაც კი.

დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს ვი­ყე­ნებთ მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ას. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ არის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი, 3 ტეს­ლა სიმ­ძლავ­რის MRI, რო­მე­ლიც სულ ორი წე­ლია რაც და­ი­ნერ­გა და საკ­მა­ოდ ღი­რე­ბუ­ლია იმ კუ­თხით, რომ ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა და­ა­ვა­დე­ბის სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა? თუ მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ სიმპტო­მე­ბის მარ­თვას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც სრუ­ლად არ იკურ­ნე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტმა მი­ი­ღოს რე­მი­სია და არ ჰქონ­დეს ჩი­ვი­ლი. პირ­ველ ეტაპ­ზე გვაქვს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი რე­მი­სია, შემ­დეგ კი - უწამ­ლო რე­მი­სია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახსრების ტკივილი და დილის შებოჭილობა გაწუხებთ? - რევმატოლოგი ია დემურაშვილი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახსრების ტკივილი და დილის შებოჭილობა გაწუხებთ? - რევმატოლოგი ია დემურაშვილი

რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სახსრებს აზიანებს, იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მოძრაობის შეზღუდვასა და დილის შებოჭილობას. ეს მდგომარეობა იმუნური სისტემის დარღვევას უკავშირდება, როდესაც სხეული შეცდომით საკუთარ ჯანმრთელ ქსოვილებს, განსაკუთრებით კი სახსრებს უტევს, რაც დროთა განმავლობაში მათ დაზიანებასა და ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია არ არსებობს, დროული დიაგნოსტიკა და მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს მის გართულებებს.

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს დროულად? ვინ არის რისკჯგუფში და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა? – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ რევმატოლოგი ია დემურაშვილი გვესაუბრება. ის განმარტავს, თუ როგორია თანამედროვე მიდგომები ამ დაავადების მართვისთვის და რა ტექნოლოგიებს იყენებენ მის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში დღეს „ნიუ ჰოსპიტალში“.

რა არის რევმატოიდული ართრიტი და როგორ აისახება ორგანიზმზე?

რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული და ავტოიმუნური სისტემური დაავადება, რომელიც უპირატესად მტევნის წვრილი სახსრების დაზიანებით ხასიათდება. თუმცა ის მხოლოდ მტევნის წვრილ სახსარს არ აზიანებს. როდესაც დაავადება პროგრესირებს, მან შეიძლება მსხვილი სახსრებიც დააზიანოს და ჰქონდეს მრავლობითი სისტემური გამოვლინებები სხვადასხვა ორგანოზე.

ვინ არიან დაავადების განვითარების რისკჯგუფში?

ზოგადად რევმატოიდული ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. რისკჯგუფში კი ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამრობით სქესთან თანაფარდობა 2:1-ზეა. რისკჯგუფს მიეკუთვნებიან მწეველი და ჭარბწონიანი ადამიანებიც. დაავადების განვითარებისას მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც.

რევმატოიდული ართრიტი ცნობილია როგორც ხანდაზმულების დაავადება. რა ასაკიდან იზრდება მისი განვითარების რისკი?

დიახ, ასეა. დაავადება ძირითადად 55 წლის შემდეგ ვლინდება. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გვაქვს ადრეული გამოვლინების შემთხვევებიც.

რა არის რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები?

ძირითად გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს სტრესი, ჭარბი წონა და გენეტიკური ფაქტორი.

რომელი სიმპტომების გამოვლენის დროს უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს?

ეს გახლავთ ტკივილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ტკივილის რიტმიც. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს მუდმივი ხასიათის ტკივილი, შეშუპებით, წვრილი სახსრების დაზიანებით, რომელიც მიჰყვება დღის განმავლობაში, არ იხსნება მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ასევე, უსივდება მტევნის წვრილი და ტერფის წვრილი სახსრები, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

რევმატოიდული ართრიტი ხშირად ერევათ ოსტეოართრიტში, რომელიც მექანიკური დაავადებაა და არ ახასიათებს დილის შებოჭილობა.

შესაძლებელია თუ არა რევმატოიდული ართრიტის პრევენცია?

რევმატოიდული ართრიტის პრევენცია შეუძლებელია. გართულებების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას თუ დროულად და ადეკვატურად არ მოხდა მკურნალობა?

რევმატოიდული ართრიტი სისტემური დაავადებაა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ნებისმეირი ორგანო. უპირატესად ზიანდება მტევნის წვრილი ძვლის სახსრები, მაგრამ შორს წასულ შემთხვევაში გადადის მსხვილ სახსრებზეც, მუხლზე, მენჯ-ბარძაყზე. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის მასკულიტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, ფილტვების ინტერსტიციული დაზიანების განვითარება, რაც ხშირად სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ თუ დროული მკურნალობა არ მოხდა, დაავადებამ შეიძლება პაციენტის ინვალიდიზაცია გამოიწვიოს.

რა ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება „ნიუ ჰოსპიტალში“ ამ დაავადების სამკურნალოდ?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია გამოიყენება, რომელიც ევროპის წამყვან კლინიკებშია მიღებული. პირველ რიგში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ACR და EULAR-ის კრიტერიუმებით. ასევე, ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ლაბორატორიული კვლევებით ვიკვლევთ ანთების მწვავე ფაზის მარკერებს, როგორიცაა ისეთი, EDC და CRP. სწორად დანიშნული კვლევები დიდ შედეგს გვაძლევს დაავადების მკურნალობის პროცესში, რადგან მაგალითად ანტი-CCP (ციკლური ციტრულინირებული პეპტიდი), რომელიც ძალიან მგრძნობიარე და მაღალ სპეციფიკურ ტესტად ითვლება, თავისთავად გულისხმობს ეროზიულ ართრიტს, რომელიც ადრეულ სტადიაზე შეიძლება დაავადებას უსწრებდეს წინ, დაახლოებით 10 წლითაც კი.

დიაგნოსტირების დროს ვიყენებთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიას. „ნიუ ჰოსპიტალსში“ არის ყველაზე სრულყოფილი, 3 ტესლა სიმძლავრის MRI, რომელიც სულ ორი წელია რაც დაინერგა და საკმაოდ ღირებულია იმ კუთხით, რომ ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს.

შესაძლებელია თუ არა დაავადების სრულად განკურნება? თუ მკურნალობა მხოლოდ სიმპტომების მართვას ემსახურება?

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სრულად არ იკურნება. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტმა მიიღოს რემისია და არ ჰქონდეს ჩივილი. პირველ ეტაპზე გვაქვს მედიკამენტოზური რემისია, შემდეგ კი - უწამლო რემისია.

R