პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტასა" და  "ეშვის" კოლაბორაცია - როცა სამკაული ისტორიას ჰყვება
"თეგეტასა" და  "ეშვის" კოლაბორაცია - როცა სამკაული ისტორიას ჰყვება

ავ­ტო­მან­ქა­ნის რეტ­რო მო­დე­ლი, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის სა­წყი­სი - სიმ­ბო­ლო­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი და სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ით შექ­მნი­ლი სამ­კა­უ­ლი "თე­გე­ტამ" ქალ თა­ნამ­შრომ­ლებს მი­უ­ძღვნა. უნი­კა­ლუ­რი და დახ­ვე­წი­ლი ყელ­სა­ბა­მის თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი კონ­კრე­ტულ დატ­ვირ­თვას ატა­რებს, სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი მწვა­ნე ფერი კი ქა­ლებს წინსვლის­კენ მო­უ­წო­დებს.

ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტობს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის გა­რე­შე არც წლე­ვან­დე­ლი მარ­ტი­სათ­ვის მზა­დე­ბას ჩა­უვ­ლია. „თე­გე­ტამ“ ქალი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის ამ­ჯე­რად სამ­კა­უ­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ბრენ­დი „ეშვი“ შე­არ­ჩია და გუნ­დის წევ­რე­ბი­სათ­ვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი სა­ჩუ­ქა­რი შექ­მნა.

თე­ო­ნა კო­ხო­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი: "თე­გე­ტა“ ყო­ველ წელს ცდი­ლობს, მარ­ტში ქალ თა­ნამ­შრომ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თოს. წელს არ­ჩე­ვა­ნი „ეშვზე“ შე­ჩერ­და. გვინ­დო­და, შეგ­ვექ­მნა უნი­კა­ლუ­რი და დახ­ვე­წი­ლი სამ­კა­უ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავ­და სა­ერ­თო ხედ­ვას – უნი­კა­ლუ­რო­ბას, ხა­რისხსა და სტილს. „ეშვმა“ შექ­მნა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბი­თა და მო­ოქ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლი, რო­მე­ლიც ორი ბრენ­დის სინ­თე­ზია. მისი დი­ზა­ი­ნი მსუ­ბუ­ქი, ელე­გან­ტუ­რი და ამა­ვე დროს სიმ­ბო­ლუ­რია – ავ­ტო­მო­ბი­ლის ფორ­მის პენ­დან­ტი ასა­ხავს „თე­გე­ტას“, ხოლო მწვა­ნე ფე­რის ქვე­ბი წინსვლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. გარ­და ნივ­თის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, ის არის ემო­ცი­უ­რი გზავ­ნი­ლი ჩვე­ნი ქა­ლე­ბის­თვის – მათი ძა­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად".

კომ­პა­ნი­ის ძა­ლის­ხმე­ვას, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კი­თა თუ ყუ­რა­დღე­ბით ქა­ლებს მხა­რი და­უ­ჭი­როს, „თე­გე­ტას“ გუნ­დის წევ­რე­ბი, თა­ვის მხრივ, მონ­დო­მე­ბი­თა და წინსვლით პა­სუ­ხო­ბენ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში დო­მი­ნან­ტად ისევ მა­მა­კა­ცი მი­იჩ­ნე­ვა, ჰოლ­დინ­გის თა­ნამ­შრო­მელ­თა 25%-ს სწო­რედ ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, მათ შო­რის წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე.

"ეს სამ­კა­უ­ლი სიმ­ბო­ლუ­რი ჟეს­ტია იმი­სა, რომ ჩვენ გვჯე­რა ქა­ლე­ბის ძა­ლი­სა და მათი უნი­კა­ლუ­რი რო­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში. მე­ტიც, ვა­მა­ყობთ, რომ „თე­გე­ტა“ არის ის სივ­რცე, სა­დაც ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­ვი­თარ­დეს, და­იმ­კვიდ­როს თავი და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს", - ამ­ბობს თე­ო­ნა კო­ხო­ძე.

კონ­ცეფ­ცი­ა­ზე „თე­გე­ტა­სა“ და „ეშ­ვის“ გუნ­დებ­მა ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვეს. ორი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ იდე­ის გა­რე­შე შექ­მნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი უნი­კა­ლუ­რო­ბას კარ­გავს. ეს სა­ჩუ­ქა­რიც სწო­რედ ასე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო - ნა­ფიქ­რი და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით დატ­ვირ­თუ­ლი. გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ჩუქ­რის ილუსტრა­ცი­ე­ბიც, რო­მელ­ზეც "თე­გე­ტას" ილუსტრა­ტორ­მა თა­მუ­ნა კონ­ტრი­ძემ იმუ­შა­ვა.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, შეგ­ვექ­მნა სამ­კა­უ­ლი, რო­მე­ლიც ორი ბრენ­დის ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და ეს­თე­ტი­კას გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და. ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში თი­თო­ე­ულ დე­ტალს დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო, რათა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ჩვე­ნი კო­ლა­ბო­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით შედ­გა“, - "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი.

იდე­ურ თან­ხვედ­რა­ზე სა­უბ­რობს „ეშ­ვის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც. ბრენ­დი, რომ­ლის­თვი­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, ექ­სპე­რი­მენ­ტი და სი­თა­მა­მე მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლია, „თე­გე­ტას“ შე­თა­ვა­ზე­ბას ინ­ტე­რე­სით დას­თან­ხმდა.

ნა­თია ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, „ეშ­ვის“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი: „თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იდეა, ერთი მხრივ, რო­მან­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სი­სა და ენერ­გე­ტი­კის, დახ­ვე­წი­ლი ფორ­მის სამ­კა­უ­ლი­სა და, მე­ო­რე მხრივ, ავ­ტო­მო­ბი­ლის - რო­გორც დრო­ის გა­მოწ­ვე­ვი­სა და კომ­ფორ­ტის უმ­თავ­რე­სი გა­რან­ტის - თავ­მოყ­რა­სა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­წო­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. მა­ლა­ქი­ტი­თა და ვინ­ტა­ჟუ­რი მე­ტა­ლით შევ­ქმე­ნით სამ­კა­უ­ლი - ავ­ტო­მო­ბი­ლის რეტ­რო მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ახ­ლი­სა და ძვე­ლის, რო­მან­ტი­კუ­ლი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ერ­თი­ა­ნო­ბაა. ვფიქ­რობთ, ამ კო­ლა­ბო­რა­ცი­ამ სა­თა­ვე და­უ­დო ახალ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და, ერთი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად კონ­ტრას­ტულ სფე­რო­თა შო­რის ინ­ტე­რეს­თა თან­ხვედ­რას“.

სა­ჩუ­ქა­რი მხო­ლოდ სიმ­ბო­ლოა ყუ­რა­დღე­ბი­სა და მად­ლი­ე­რე­ბის. მთა­ვა­რი მხარ­და­ჭე­რა კი „თე­გე­ტას“ კორ­პო­რა­ცი­ულ კულ­ტუ­რა­შია. კომ­პა­ნი­ამ ქალ­თა რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა დიდი ხა­ნია ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­და და მას დღემ­დე თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიჰ­ყვე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თეგეტასა" და  "ეშვის" კოლაბორაცია - როცა სამკაული ისტორიას ჰყვება

"თეგეტასა" და  "ეშვის" კოლაბორაცია - როცა სამკაული ისტორიას ჰყვება

ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული "თეგეტამ" ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალური და დახვეწილი ყელსაბამის თითოეული დეტალი კონკრეტულ დატვირთვას ატარებს, სპეციალურად შერჩეული მწვანე ფერი კი ქალებს წინსვლისკენ მოუწოდებს.

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და განსაკუთრებული ჩანაფიქრის გარეშე არც წლევანდელი მარტისათვის მზადებას ჩაუვლია. „თეგეტამ“ ქალი თანამშრომლებისათვის ამჯერად სამკაულების ქართული ბრენდი „ეშვი“ შეარჩია და გუნდის წევრებისათვის ექსკლუზიური საჩუქარი შექმნა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: "თეგეტა“ ყოველ წელს ცდილობს, მარტში ქალ თანამშრომლებს განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქარი გაუკეთოს. წელს არჩევანი „ეშვზე“ შეჩერდა. გვინდოდა, შეგვექმნა უნიკალური და დახვეწილი სამკაული, რომელიც გამოხატავდა საერთო ხედვას – უნიკალურობას, ხარისხსა და სტილს. „ეშვმა“ შექმნა მაღალი ხარისხის, ნატურალური ქვებითა და მოოქრული ელემენტებით დამზადებული სამკაული, რომელიც ორი ბრენდის სინთეზია. მისი დიზაინი მსუბუქი, ელეგანტური და ამავე დროს სიმბოლურია – ავტომობილის ფორმის პენდანტი ასახავს „თეგეტას“, ხოლო მწვანე ფერის ქვები წინსვლისა და განვითარების სიმბოლოა. გარდა ნივთის პრაქტიკული გამოყენებისა, ის არის ემოციური გზავნილი ჩვენი ქალებისთვის – მათი ძალისა და წარმატების აღსანიშნავად".

კომპანიის ძალისხმევას, სხვადასხვა პოლიტიკითა თუ ყურადღებით ქალებს მხარი დაუჭიროს, „თეგეტას“ გუნდის წევრები, თავის მხრივ, მონდომებითა და წინსვლით პასუხობენ. იმის მიუხედავად, რომ საავტომობილო სფეროში დომინანტად ისევ მამაკაცი მიიჩნევა, ჰოლდინგის თანამშრომელთა 25%-ს სწორედ ქალები წარმოადგენენ, მათ შორის წამყვან პოზიციებზე.

"ეს სამკაული სიმბოლური ჟესტია იმისა, რომ ჩვენ გვჯერა ქალების ძალისა და მათი უნიკალური როლის საავტომობილო ინდუსტრიაში. მეტიც, ვამაყობთ, რომ „თეგეტა“ არის ის სივრცე, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს, დაიმკვიდროს თავი და წარმატებას მიაღწიოს", - ამბობს თეონა კოხოძე.

კონცეფციაზე „თეგეტასა“ და „ეშვის“ გუნდებმა ერთობლივად იმუშავეს. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ იდეის გარეშე შექმნილი ნებისმიერი ნივთი უნიკალურობას კარგავს. ეს საჩუქარიც სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო - ნაფიქრი და დადებითი ენერგიით დატვირთული. გამორჩეულია საჩუქრის ილუსტრაციებიც, რომელზეც "თეგეტას" ილუსტრატორმა თამუნა კონტრიძემ იმუშავა.

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სამკაული, რომელიც ორი ბრენდის ფილოსოფიასა და ესთეტიკას გააერთიანებდა. ერთობლივი მუშაობის პროცესში თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება დაეთმო, რათა საბოლოო პროდუქტი გამორჩეული და განსაკუთრებული გამოსულიყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი კოლაბორაცია წარმატებით შედგა“, - "თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი.

იდეურ თანხვედრაზე საუბრობს „ეშვის“ დამფუძნებელიც. ბრენდი, რომლისთვისაც ინდივიდუალიზმი, ექსპერიმენტი და სითამამე მთავარი მამოძრავებელია, „თეგეტას“ შეთავაზებას ინტერესით დასთანხმდა.

ნათია ჩხარტიშვილი, „ეშვის“ კრეატიული დირექტორი: „თანამშრომლობის იდეა, ერთი მხრივ, რომანტიკული შინაარსისა და ენერგეტიკის, დახვეწილი ფორმის სამკაულისა და, მეორე მხრივ, ავტომობილის - როგორც დროის გამოწვევისა და კომფორტის უმთავრესი გარანტის - თავმოყრასა და მომხმარებლისთვის საინტერესოდ მიწოდებას გულისხმობდა. მალაქიტითა და ვინტაჟური მეტალით შევქმენით სამკაული - ავტომობილის რეტრო მოდელი, რომელიც ახლისა და ძველის, რომანტიკულისა და პრაქტიკულის საინტერესო ერთიანობაა. ვფიქრობთ, ამ კოლაბორაციამ სათავე დაუდო ახალ თანამშრომლობას და, ერთი შეხედვით, სრულიად კონტრასტულ სფეროთა შორის ინტერესთა თანხვედრას“.

საჩუქარი მხოლოდ სიმბოლოა ყურადღებისა და მადლიერების. მთავარი მხარდაჭერა კი „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურაშია. კომპანიამ ქალთა როლის გაძლიერება დიდი ხანია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და მას დღემდე თანმიმდევრულად მიჰყვება.

NS