საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს - დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ" - თათია კობალაძის მიმართვა
სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს - დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ" - თათია კობალაძის მიმართვა

"ევ­რო­ვი­ზია 2025“-ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ევ­რო­ვი­ზი­ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, 15 მა­ისს იმ­ღე­რებს. წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­ი­მარ­თა ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს შო­რის. სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა ჰქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი თა­თია კო­ბა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბია სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის და კომ­პო­ზი­ტორ­მა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის და ამ კონ­კუ­რის­თვის და­წე­რა სიმ­ღე­რა.

"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­დგე­ნის­თვის იბ­რძო­და ასე­ვე შტა­ტებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინი ბრეგ­ვა­ძეც. ვინ წარ­დგე­ბა წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ინ­ფორ­მა­ცი­ას პირ­ვე­ლი არხი 15 მარ­ტამ­დე გა­ავ­რცე­ლებს.

  • თუმ­ცა, გუ­შინ, თა­თია კო­ბა­ლა­ძემ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ლა­ი­ვი ჩარ­თო, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცი­ა­სა და კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ სიმ­ღე­რა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, წელს, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს.

ინ­ფორ­მა­ცია ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი 13, 15 და 17 მა­ისს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში, St. Jakobshalle-ში გა­ი­მარ­თე­ბა

თა­თია კო­ბა­ლა­ძე:

- ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვას­წრებ და გე­ტყვით, რომ წელს, "ევ­რო­ვი­ზი­ას" სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­რად­გენს მა­რი­ამ შენ­გე­ლია, ქეთი გა­ბი­სი­ა­ნის სიმ­ღე­რით „ანი ბანი“. მა­რი­ამს უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ რო­გორც ქარ­თველს და ასე იქ­ნე­ბო­და ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ჩემი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი იყო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო, მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მშვი­დად ელო­დე­ბა პა­სუხს კი­თხვა­ზე, ვინ შე­ა­ფა­სა სიმ­ღე­რა და ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ მისი სიმ­ღე­რა არ უნდა გა­სუ­ლი­ყო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". ამ კონ­კურ­სში იმარ­ჯვებს სიმ­ღე­რა და არა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

თა­თია კო­ბა­ლა­ძე

მა­ი­კო ელო­დე­ბა პა­სუხს, ვინ იჯდა კო­მი­სი­ა­ში ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ მისი სიმ­ღე­რა არ უნდა გა­სუ­ლი­ყო. დიდი ხა­ნია ვიცი, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა არ ვამ­ბობ­დი, რომ ეს სიმ­ღე­რა იყო მა­რი­ა­მის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც უნდა გა­ე­ტა­ნათ. ასე­ვე და­დი­ო­და ჭო­რე­ბი, რომ მა­რი­ა­მი არის გა­და­წყვე­ტი­ლი და აზრი არ აქვს. რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნია სიმ­ღე­რა „ანი ბანი“ „ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის“ ეს არ ვი­ცით და ვნა­ხავთ. მე ვფიქ­რობ, რომ არ უნდა გა­ვა­სა­ჯა­როო სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც გავ­გზავ­ნე, რად­გან შემ­დეგ წელს, მზად იყოს ეს სიმ­ღე­რა. მუ­სი­კის ავ­ტო­რია მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, ტექ­სტის ავ­ტო­რი ბიბი კვა­ჭა­ძე.

სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ თუ ობი­ექ­ტუ­რი, მე­სი­ჯი რო­მე­ლიც ჩემს სიმ­ღე­რა­ში იდო, ეს იყო მო­გე­ბის გა­რან­ტი. თუ კი ვინ­მეს უნ­დო­და, რომ შან­სი ჰქო­ნო­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის უნდა წა­სუ­ლი­ყო ეს სიმ­ღე­რა. რა თქმა უნდა გული დამ­წყდა, მაგ­რამ ეს არ არის ჩემ­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ამის გამო, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დნას არ ვა­პი­რებ, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა აქვე ვამ­ბობ, რომ ის მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც ჩვენ გვქონ­და იყო გა­მარ­ჯვე­ბის გა­რან­ტია.

მა­რი­ამ შენ­გე­ლია

ახლა ის დროა, და­ვე­ლო­დოთ ევ­რო­ვი­ზი­ას, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ მა­რი­ამს და და­ვე­ლო­დოთ პო­პ­კორ­ნით ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და როცა გაქვს მე­სი­ჯი, რომ­ლის გა­ტა­ნაც მინ­დო­და, რა­ტო­მაც არა, თუ ვინ­მეს მივ­ცემ­დი სტი­მულს, რომ სიმ­სივ­ნე არ არის გა­ნა­ჩე­ნი და ჩემს ქვე­ყა­ნას წარ­მა­ტე­ბას მო­ვუ­ტან­დი, რა­ტო­მა არა. ბოლო წა­მამ­დე ვიბ­რძო­დი, რომ ყო­ფი­ლი­ყო სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ...

ის ხალ­ხი ვინც მწერ­და, ლო­გინ­ში უნდა იწვე და ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დეო, კარ­გით ხალხნო, ლო­გინ­ში ვიწ­ვე­ბი და მო­მა­ვალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს - დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ" - თათია კობალაძის მიმართვა

სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს - დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ" - თათია კობალაძის მიმართვა

"ევროვიზია 2025“-ზე საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს იმღერებს. წელს განსაკუთრებული კონკურენცია გაიმართა ცნობილ ქართველ მომღერლებს შორის. საკონკურსო სიმღერა ჰქონდა გაგზავნილი თათია კობალაძეს, რომელიც ბოლო თვეებია სიმსივნეს ებრძვის და კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სპეციალურად მისთვის და ამ კონკურისთვის დაწერა სიმღერა.

"ევროვიზიაზე“ საქართველოს წარდგენისთვის იბრძოდა ასევე შტატებში მცხოვრები ქართველი შემსრულებელი ნინი ბრეგვაძეც. ვინ წარდგება წელს საქართველოს სახელით ინფორმაციას პირველი არხი 15 მარტამდე გაავრცელებს.

  • თუმცა, გუშინ, თათია კობალაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ლაივი ჩართო, სადაც კონკურენციასა და კონკურსის გამარჯვებულ სიმღერაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს, "ევროვიზიაზე" საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარადგენს.

ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ გავრცელებულა, თუმცა როგორც შემსრულებელი ამბობს, ყველაფერი გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართება

თათია კობალაძე:

- ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, რომ წელს, "ევროვიზიას" საქართველოდან წარადგენს მარიამ შენგელია, ქეთი გაბისიანის სიმღერით „ანი ბანი“. მარიამს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ როგორც ქართველს და ასე იქნებოდა ვინც არ უნდა ყოფილიყო.

ჩემი სიმღერის ავტორი იყო უნიჭიერესი გოგო, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც მშვიდად ელოდება პასუხს კითხვაზე, ვინ შეაფასა სიმღერა და ვინ გადაწყვიტა, რომ მისი სიმღერა არ უნდა გასულიყო "ევროვიზიაზე". ამ კონკურსში იმარჯვებს სიმღერა და არა შემსრულებელი.

თათია კობალაძე

მაიკო ელოდება პასუხს, ვინ იჯდა კომისიაში ვინ გადაწყვიტა, რომ მისი სიმღერა არ უნდა გასულიყო. დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობდი, რომ ეს სიმღერა იყო მარიამის სიმღერა, რომელიც უნდა გაეტანათ. ასევე დადიოდა ჭორები, რომ მარიამი არის გადაწყვეტილი და აზრი არ აქვს. რამდენად მომგებიანია სიმღერა „ანი ბანი“ „ევროვიზიისთვის“ ეს არ ვიცით და ვნახავთ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გავასაჯაროო სიმღერა, რომელიც გავგზავნე, რადგან შემდეგ წელს, მზად იყოს ეს სიმღერა. მუსიკის ავტორია მაიკო კაჭკაჭიშვილი, ტექსტის ავტორი ბიბი კვაჭაძე.

სუბიექტური ვარ თუ ობიექტური, მესიჯი რომელიც ჩემს სიმღერაში იდო, ეს იყო მოგების გარანტი. თუ კი ვინმეს უნდოდა, რომ შანსი ჰქონოდა საქართველოს გამარჯვების უნდა წასულიყო ეს სიმღერა. რა თქმა უნდა გული დამწყდა, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის პირველი შემთხვევა. ამის გამო, დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ, ჩემთვის მისაღებია ყველანაირი გადაწყვეტილება, თუმცა აქვე ვამბობ, რომ ის მესიჯი, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო გამარჯვების გარანტია.

მარიამ შენგელია

ახლა ის დროა, დაველოდოთ ევროვიზიას, წარმატებები ვუსურვოთ მარიამს და დაველოდოთ პოპკორნით ნახევარფინალს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და როცა გაქვს მესიჯი, რომლის გატანაც მინდოდა, რატომაც არა, თუ ვინმეს მივცემდი სტიმულს, რომ სიმსივნე არ არის განაჩენი და ჩემს ქვეყანას წარმატებას მოვუტანდი, რატომა არა. ბოლო წამამდე ვიბრძოდი, რომ ყოფილიყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ...

ის ხალხი ვინც მწერდა, ლოგინში უნდა იწვე და ჯანმრთელობას მიხედეო, კარგით ხალხნო, ლოგინში ვიწვები და მომავალ წელს აუცილებლად წავალ „ევროვიზიაზე“.

წაიკითხეთ ასევე: