ლიტერატურას უნარი აქვს, გადაგვიყვანოს განსხვავებულ რეალობაში, გაგვაცნოს ახალი პერსონაჟები და მოგვცეს ინსპირაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის წიგნები, რომლებიც ძლიერი, დამოუკიდებელი და გამბედავი ქალების ისტორიებს გვიყვებიან. ასეთი ისტორიები არა მხოლოდ შთამაგონებელია, არამედ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და თამაშობენ ქალები მსოფლიო ისტორიაში, კულტურასა და საზოგადოებაში.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ წიგნს, სადაც ქალი ავტორები ქალებს განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენენ. მათი გამოცდილება, ბრძოლა და მიღწევები უდიდეს გავლენას ახდენს მკითხველზე. ეს წიგნები გვახსენებენ, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ ლიდერები, მებრძოლები, მოაზროვნეები და შემოქმედები, რომლებიც ცვლიან სამყაროს.
„მანიფესტი“, ბერნარდინ ევარისტო
ბერნარდინ ევარისტო ბუკერის პრემიის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში პირველი შავკანიანი მწერალია, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი პრემია მიენიჭა. ეს გზა — დამამცირებელი, რასისტული გარემოს მსხვერპლი დან მსოფლიოში აღიარებულ მწერლამდე — მან გაიარა შეუპოვრად, თამამად და უკომპრომისოდ და სწორედ ასეთ მწერლად შევიდა ისტორიაშიც. წიგნის ქვესათაური „რომ არასდროს დავნებდეთ“ ზუსტად ასახავს ევა რისტოს ცხოვრების ბუნებას. რასიზმით გაჟღენთილ გარემოში გატარებული ბავშვობიდან დაწყებული, ცნობისმოყვარე, მოუსვენარმა და ყველასგან განსხვავებულმა გოგონამ დამოუკიდებლად გაიკვალა ყველა გზა, შეხვდა უამრავ ადამიანს, მიიღო აურაცხელი იმედგაცრუება, ბევრჯერ განიცადა შიში, ბრაზი, შეურაცხყოფა, მაგრამ არასდროს შეჰპარვია უიმედობა, ყოველთვის სჯეროდა, რომ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მილიონობით თავისნაირის წინაშე და ჯიუტად აგრძელებდა გზას. მრავალფეროვანი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილებით გამდიდრებული მწერალი ჰყვება თავის ცხოვრებაზე, ამ პრიზმაში აქცევს ხელოვნების, რასის, შემოქმედებითობის, ფემინიზმის, სექსუალობის საკითხებსაც და, რაც მთავარია, ამას აკეთებს უშიშრად, შეულამაზებ ლად და ზოგჯერ შოკის მომგვრელი გულახდილობით.
„ქალი“, ანი ერნო
რა აშორებს და აკავშირებს დედებსა და ქალიშვილებს? რა არის მათ შორის ყველაზე ფაქიზი და, იმავდროულად, უმტკიცესი კავშირის საფუძველი? რა იცვლება მათ ურთიერთობაში გზადაგზა, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე? რას აღმოვაჩენთ, როცა უკან გავიხედავთ და ვეცდებით, თავიდან დავი ნახოთ და ვიგრძნოთ უკვე ნანახი და განცდილი ამბები? ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა _ ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.
„მხევლის წიგნი“, მარგარეტ ეტვუდი
„ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობლით. რა თქმა უნდა, ის სრულიად განსხვავებული იქნება“, უთხრა საკუთარ თავს, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა. და მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. ხე- ლისუფლების სათავეში მყოფი ძალები კი ამას იყენებენ იარაღად და იწყებენ ცენზურას, დევნას, ქალებისთვის ქონებისა და ყველანაირი უფლების ჩამორთმევას. ეს ყველაფერი ხდება „მხევლის წიგნში“ და მკითხველი თვალს ადევნებს, როგორ იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი მხევლად უუფლებო არსებად, რომელსაც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობებისაც კი ეშინია. მას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სახელი, ეკრძალება სიყვარული, საუბარი, მუშაობა, წერა-კითხვა, თავისუფლად სიარული... მხოლოდ რეპრო- დუქციული უნარის მქონე ცოცხალი არსებაა და ესღაა მისი დანიშნულება. და ეს არის ყველა ქალის ხვედრი გალაადში, ქვეყანაში, რომლადაც გადაიქცა დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მისმა მოქალაქეებმა დაკარგეს სიფხიზლე, მოქალაქეობრივი ინტერესი და ამ პასიურობით ძალმომრეობის ნორმად დამკვიდრება დაუშვეს. არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მომავლის თავიდან არიდება? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში არ არის. პასუხი მკითხველშია.
მარო წერეთლის დღიური
ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს ალექსანდრე წერეთელი — სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი, პედაგოგი... “ქართული საზოგადოებრივი კლუბის” წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის” საღამოებს აწყობდნენ, “ქვეყნის მტრობად” ჩაუთვალეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს, მეუღლეს... მარო წერეთელმა სრულად გაიზიარა მეუღლის განსაცდელი. ოცი წლის განმავლობაში მისდევდა მის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში უხვად მიმობნეულ ბანაკებში. სახლდებოდა მეზობლად, შეძლებისდაგვარად აწვდენდა ხმას, შორიდან ამხნევებდა, ეფერებოდა... ასე დადიოდნენ, ერთი ბანაკიდან მეორეში, მეორoდან მესამეში... ასე, გაუთავებლად... 20 წელი!.. ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელი ბოროტებით ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდის ამბავი... დაბრუნდნენ, გადარჩნენ, გაუძლეს...
„პირველი სისხლი წყურვილი“, ამელი ნოტომი
ამელი ნოტომი თანამედროვე ბელგიელი მწერალია, რომელიც ცნობილია ფსიქოლოგიური სიმძაფრით, იუმორით და განსაკუთრებული 서თხრობილი სტილით. მისი 2021 წელს გამოცემული რომანი, „პირველი სისხლი, წყურვილი“ (Premier Sang), არა მხოლოდ პირადი ისტორიის შესწავლაა, არამედ იმ ქალების და კაცების ხსოვნის პატივისცემაც, რომლებმაც ძალადობას და სისასტიკეს გაუმკლავდნენ. ეს ნაწარმოები ნოტომმა თავის მამას, პატრიკ ნოტომს მიუძღვნა, რომელიც ცნობილი დიპლომატი და ჰუმანიტარი იყო. წიგნი მის პერსპექტივას იყენებს და გვიყვება პატრიკის ბავშვობის, პიროვნული განვითარების და ცხოვრების შესახებ, რომელიც სირთულეებით იყო სავსე. თუმცა, ნოტომი ამას უჩვეულო, სარკასტულ და ზოგჯერ მგრძნობიარე თხრობით წარმოსახავს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი კაცია, რომანში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალების როლს – მათ გავლენას, სიყვარულს და გამბედაობას, რომლებიც განსაზღვრავენ პატრიკის ცხოვრებას. მისი დედა, ბებია და სხვა ძლიერი ქალები წარმოჩენილნი არიან როგორც ის ადამიანები, რომლებმაც მას ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში ხელი შეუწყვეს.წინ საინტერესო მოგზაურობა გელით, წაიკითხეთ ეს წიგნები და მიხვდებით, როგორი გამბედაობითა და წარმატებებით სავსეა ქალების ცხოვრება.
წინ საინტერესო მოგზაურობა გელით, წაიკითხეთ ეს წიგნები და მიხვდებით, როგორი გამბედაობითა და წარმატებებით სავსეა ქალების ცხოვრება.
R