გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.
"დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურიაში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდები, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. ტემპერატურა -7°C -მდე დაეცემა.
28 თებერვალი, -7° 7;
1-ელი მარტი, -1° 6°;
2 მარტი, -1° 8°
03 მარტი - 1° 9°
28 თებერვალი -7° 10°;
1-ლი მარტი 0° 9°;
2 მარტი 1° 10°;
3 მარტი 1° 9°
28 თებერვალი -7° 10°;
1-ელი მარტი 0° 9°;
2 მარტი -1° 10°;
3 მარტი 1° 9°
მაღალმთიან აჭარაშიც მოსალოდნელია ყინვა.
28 თებერვალი -7° 3°;
1-ლი მარტი -8° 1°;
2 მარტი -7° 1°;
3 მარტი -5° 4°
28 თებერვალს ღამით ტემპერატურა -15°C დაეცემა, დღე კი 3 - 5°C მოიმატებს.
1-ელ მარტი - 8° 3°;
2 მარტი -13° 4°;
3 მარტი დილა -5° 4°;
28 თებერვალი - 8° 7°;
1-ელი მარტი -2° 5°;
2 მარტი -7° 9°;
3 მარტი 0° 6°;
ბათუმსა და ქობულეთში ჰერის ტემპერატურა იმატებს - ღამით 2-4 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, დღე 8-9 გრადუსამდე ავა.
იმერეთშიც მოსალოდნელია უნალექო, ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი. 28 თებერვალს ღამით ტემპერატურა -7°C დაეცემა. თუმცა შემდგომ დღეებში ტემპერატურა მოიმატებს.
იხილეთ ასევე: