სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის შედეგია - ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ" - გიორგი გახარია
"საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის შედეგია - ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ" - გიორგი გახარია

სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა "ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კის პირ­და­პი­რი შე­დე­გია, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს , - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ტია "გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურს ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გი­ორ­გი გა­ხა­რია აცხა­დებს, ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის მო­რი­გი ფა­სის გა­დახ­და უწევთ, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტა.

"ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის მო­რი­გი ფა­სის გა­დახ­და უწევთ. "ოც­ნე­ბამ“ არ იკ­მა­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ცემა. რე­ჟი­მი მათ მო­მა­ვალს და არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ­თმევს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა "ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კის პირ­და­პი­რი შე­დე­გია, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს.

მად­ლო­ბე­ლი ვართ ჩვე­ნი გერ­მა­ნე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მკვლევ­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის. იმე­დია, ყო­ვე­ლი­ვე ეს დრო­ე­ბი­თია. მი­უ­ხე­და­ვად რე­ჟი­მის მცდე­ლო­ბე­ბი­სა, შე­ზღუ­დოს ახალ­გაზ­რდე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია”,- წერს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 26 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩმა, პე­ტერ ფი­შერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­მი­ნის­ტრომ გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ჩე­რა, მათ შო­რის სტუ­დენ­ტთა მო­ბი­ლო­ბა, კვლე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მებ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო“, - წერს პე­ტერ ფი­შე­რი.

ავტორი:

"საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის შედეგია - ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ" - გიორგი გახარია

"საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის შედეგია - ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ" - გიორგი გახარია

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს , - ასე ეხმაურება პარტია "გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტროს გადაწყვეტილებას, გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების შეჩერებასთან დაკავშირებით.

როგორც სოციალურს ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი გახარია აცხადებს, ქართველ ახალგაზრდებს "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ, რომელიც გერმანიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერებით გამოიხატა.

"ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ. "ოცნებამ“ არ იკმარა თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ცემა. რეჟიმი მათ მომავალს და არსებულ შესაძლებლობებს ართმევს. სამწუხაროდ, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს.

მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. იმედია, ყოველივე ეს დროებითია. მიუხედავად რეჟიმის მცდელობებისა, შეზღუდოს ახალგაზრდები, საქართველოს მომავალი ევროპაშია”,- წერს გიორგი გახარია.

ინფორმაციისთვის, 26 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების შეჩერებასთან დაკავშირებით.

"გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, - წერს პეტერ ფიშერი.