მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში
გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

იან­ვარ­ში ერთი წელი შეს­რულ­და, რაც ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის რო­ბო­ტულ ცენ­ტრში (KRC) რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია და­ი­ნერ­გა. ეს ტექ­ნო­ლო­გია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ინო­ვა­ცი­უ­რი მიღ­წე­ვაა, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი სი­ზუს­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის უკე­თეს შე­დე­გებს, სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლურ გა­რან­ტი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის სერ­ვი­სი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თია და მას უამ­რა­ვი პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს, ვიდ­რე ღია ოპე­რა­ცი­ას ან ლა­პა­რას­კო­პი­ას. პირ­ვე­ლი რო­ბო­ტუ­ლი ოპე­რა­ცია ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 2024 წლის 27 თე­ბერ­ვალს ჩა­ტარ­და და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­მა რი­ცხვმა 150-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. რო­ბო­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა ურო­ლო­გი­ა­ში, გი­ნე­კო­ლო­გი­ა­სა და მუც­ლის ღრუს ქი­რურ­გი­ა­ში.

„რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხაა მე­დი­ცი­ნა­ში, ის თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­რურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რია, დღე­ვან­დე­ლო­ბაა და თუ გვინ­და, რომ ვი­ყოთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, ეს ნორ­მა­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ქი­რურ­გია ამით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დო­ნე­ზე დად­გა. ეს მე­თო­დი იძ­ლე­ვა იმის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ლა­პა­რას­კო­პი­ით, ან ღია წე­სით ქი­რურ­გი­ის­თვის. რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია, რა დრო­საც ქი­რურ­გი 3 D გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხე­დავს წვრილ­მან დე­ტა­ლებს, არის მინი ინ­ვა­ზი­უ­რი, იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან ნა­ტი­ფი მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტზეც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. “, - გვე­უბ­ნე­ბა პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი, ონკო-ურო­ლო­გი გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, მის კლი­ნი­კა­ში რო­ბოტ ასის­ტი­რე­ბა­დი ქი­რურ­გია და­ნერ­გა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მე­დი­ცი­ნის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და.

ბა­ტო­ნო გუ­რამ, აგ­ვიხ­სე­ნით რაში მდგო­მა­რე­ობს რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის არსი და რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ამ ტექ­ნო­ლო­გი­ას ტრა­დი­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის სა­ხე­ო­ბებ­თან შე­და­რე­ბით?

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­რურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რია. ადრე იყო ღია ქი­რურ­გია, მერე შე­მო­ვი­და ლა­პა­რას­კო­პია და ახლა - რო­ბო­ტუ­ლი ლა­პა­რას­კო­პია, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ამას ჰქვია რო­ბოტ ასის­ტი­რე­ბუ­ლი ლა­პა­რას­კო­პია. ეს ლა­პა­რას­კო­პი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეტა­პია, რა დრო­საც ქი­რურ­გი სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით კი არ მარ­თავს ინ­სტრუ­მენ­ტებს, არა­მედ ადა­მი­ა­ნი-რო­ბო­ტის ხე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­პა­რას­კო­პი­ის პრობ­ლე­მა თვი­თონ ინ­სტრუ­მენ­ტებ­შია, რო­მელ­თაც არ აქვთ არა­ნა­ი­რი მოქ­ნი­ლო­ბა, ორ­გა­ნიზ­მში მათ ვე­რა­ნა­ი­რად მარ­თავ. რო­გორც ჩვენ, ქი­რურ­გებს შეგ­ვიძ­ლია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­მოძ­რა­ოთ ჩვე­ნი მაჯა და ხე­ლის მტე­ვა­ნი, ასე­ვე მოძ­რა­ობს რო­ბო­ტის ინ­სტრუ­მენ­ტი, მას აქვს სახ­სრე­ბი ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის მტე­ვანს და პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში ის ჩვე­ნი მიკ­როს­კო­პუ­ლი ხე­ლია. ეს სახ­სრე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ მოძ­რა­ო­ბე­ბი იყოს ისე­თი­ვე დახ­ვე­წი­ლი, რო­გო­რიც აქვს ადა­მი­ა­ნის ხელს. რო­ბო­ტის სახ­სრი­ა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და რო­ბო­ტის თვა­ლი (ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი მიკ­როს­კო­პუ­ლი თვა­ლი) ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ხვრე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თავ­სდე­ბა მუც­ლის ღრუ­ში, რა­საც მარ­თავს ქი­რურ­გი. ამ მე­თო­დის უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ ქი­რურ­გი სა­ო­პე­რა­ციო არეს ხე­დავს 3D რე­ჟიმ­ში უწ­ვრილ­მა­ნეს დე­ტა­ლებ­ში, რო­ბო­ტი მუ­შა­ობს ხე­ლოვ­ნუ­რი ხე­ლის მსგავ­სად და უზ­რუნ­ველ­ყოფს იდე­ა­ლურ რე­ზულ­ტატს.

გარ­და ამი­სა, მას კი­დევ ერთი დიდი პლუ­სი აქვს - ქი­რურგს აქვს 2 ხელი, რო­ბოტს კი - 4, ანუ ქი­რურ­გი გარ­და სა­კუ­თა­რი ორი ხე­ლი­სა, ერ­თდრო­უ­ლად მარ­თავს 4 ხელს, რო­მე­ლიც შეყ­ვა­ნი­ლია მუც­ლის ღრუ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­ბო­ტი ქი­რურ­გის ინ­სტრუ­მენ­ტია, მას ქი­რურ­გი მარ­თავს სა­მარ­თა­ვი კონ­სო­ლით და არის, ასე ვთქვათ, მისი ყმა - Master slave, ასე იწო­დე­ბა ინ­გლი­სუ­რად.

სის­ტე­მის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მზე რას იტყვით, რამ­დე­ნად და­ცუ­ლი და უხი­ფა­თოა პრო­ცე­სი და რო­ბო­ტის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შან­სი თუ არ­სე­ბობს?

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია თა­ვის დრო­ზე კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­თვის, დის­ტან­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის შე­იქ­მნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­ბო­ტი იმარ­თე­ბა პულ­ტი­დან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს დიდი და­შო­რე­ბი­თაც. ეს არის უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია, რო­ბო­ტი არა თუ საფრ­თხეს უქ­მნის ექიმს, ან პა­ცი­ენტს, ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მი­სას ის მო­მენ­ტა­ლუ­რად იბ­ლო­კე­ბა. რო­ბო­ტის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შან­სი არ არ­სე­ბობს, მას ძა­ლი­ან ბევ­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი აქვს, ქი­რურგს მაქ­სი­მა­ლუ­რად რომ შე­უ­წყოს ხელი ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­ში და ამავდრო­უ­ლად, გა­მო­რი­ცხოს პა­ცი­ენ­ტის­თვის ოდ­ნა­ვი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბაც კი. მაგ. და­ვუშ­ვათ ქი­რურ­გი ოპე­რა­ცი­ი­სას ცუ­დად გახ­და, ან ინ­სტრუ­მენ­ტი გა­უ­ვარ­და ხე­ლი­დან, რო­გორც კი ის კონ­სო­ლი­დან თავს გა­წევს, ანუ რო­გორც კი რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლო, არა­ნორ­მა­ლუ­რი ხდე­ბა, რო­ბო­ტი მთლი­ა­ნად იბ­ლო­კე­ბა. ეს უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია საფრ­თხეს კი არ ქმნის, ქი­რურგს შემ­თხვე­ვი­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის­გან და შეც­დო­მე­ბის­გან იცავს. გარ­და ამი­სა, რო­ბო­ტის ის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს („TOUMAI“), მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რია ტე­ლე­მე­დი­ცი­ნა­ში. ტე­ლე­ქი­რურ­გია უკვე მო­მა­ვა­ლი აღა­რაა, აწ­მყოა. რო­ბო­ტი იმ­დე­ნად სტა­ბი­ლუ­რია და სან­დო, რომ მისი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­ტი­ნუ­ლად კეთ­დე­ბა 5-დან 13 000კმ-ის სი­შო­რე­ზე. .

რა იყო თქვე­ნი მი­ზა­ნი, რო­დე­საც რო­ბო­ტულ ქი­რურ­გი­ას ნერ­გავ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­დე­ქით, რთუ­ლი იყო იმ ნი­უ­ან­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა, რაც ამ ტექ­ნო­ლო­გი­ას თან ახ­ლავს?

ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვის მი­ზა­ნი იყო, ჩვენც ვყო­ფი­ლი­ყა­ვით თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის და ქი­რურ­გი­ის დო­ნე­ზე. დღეს რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ქი­რურ­გი­აა _ ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­სა თუ თურ­ქეთ­ში ის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, არ გვქონ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­რურ­გია. აქამ­დე ათა­სო­ბით ოპე­რა­ცია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ღია წე­სით და ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლად და ეს არის ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ქი­რურ­გი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­ბო­ტით რამე ახალს კი არ ვა­კე­თებ, ვა­ტა­რებ ოპე­რა­ცი­ებს, ოღონდ, ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტით.

ლა­პა­რას­კო­პია აღარ არის თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­რურ­გია, ის წარ­სუ­ლია, რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია კი - დღე­ვან­დე­ლო­ბა და ჩვენ თუ გვინ­და, რომ ვი­ყოთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, ეს ნორ­მა­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ქი­რურ­გია ამით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დო­ნე­ზე დად­გა. სხვა­თა შო­რის, რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია ერთი კლი­ნი­კის საქ­მე არაა, სტრა­ტე­გი­უ­ლი და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად თურ­ქეთ­ში, ის­რა­ელ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში არ გარ­ბოდ­ნენ. ჩვე­ნი ფა­სე­ბი იმა­ვე თურ­ქე­თის ფა­სებ­ზე 3-4-ჯერ ნაკ­ლე­ბია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა კლი­ნი­კებ­შიც მალე გაჩ­ნდე­ბა რო­ბო­ტე­ბი იმი­ტომ, რომ ეს არის დიდი ბიძ­გი ყვე­ლა კლი­ნი­კის­თვის.

ქი­რურ­გი­უ­ლი რო­ბო­ტის მეშ­ვე­ო­ბით ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი და რა სა­ხის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და კლი­ნი­კა­ში?

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 150-ზე მეტი ოპე­რა­ცია გვაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩვენს კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა ტი­პის ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა: ურო­ლო­გი­უ­რი, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი, მუც­ლის ღრუს ქი­რურ­გია, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ურო­ლო­გია _პროს­ტა­ტის, შარ­დის ბუშ­ტის, თირკმლის, ონ­კო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ქა­ლებ­ში შარ­დო­ვა­ნი ფის­ტუ­ლე­ბის აღ­დგე­ნა, შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც შარ­დის ბუშ­ტის და­წე­ვი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, შარ­დსაწ­ვე­თის რე­ინპ­ლან­ტა­ცია, პლას­ტი­კე­ბი, თირკმლის სიმ­სივ­ნე, თირკმლის ნა­წი­ლობ­რი­ვი ლიკ­ვი­და­ცია (ანუ სიმ­სივ­ნის ლიკ­ვი­და­ცია ისე, რომ თირკმე­ლი შე­ნარ­ჩუნ­დეს, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი ოპე­რა­ცი­აა), პროს­ტა­ტის სიმ­სივ­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბი ისე, რომ მა­მა­კაცს პო­ტენ­ცია შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს და არ ჰქონ­დეს შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბი და სხვა. ჩვენ ურო­ლო­გი­ი­დან იმი­ტომ და­ვი­წყეთ, რომ ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია ურო­ლო­გებ­მა და­ი­წყეს, ვი­ნა­ი­დან ურო­ლო­გი­ა­ში არის გარ­კვე­უ­ლი ტი­პის რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში შე­უც­ვლე­ლია რო­ბო­ტე­ბი. მთე­ლი ურო­ლო­გია, ჩვე­ნი გუნ­დი გა­და­სუ­ლია რო­ბო­ტულ ქი­რურ­გი­ა­ზე. ასე­ვე მო­ვამ­ზა­დეთ მუც­ლის ღრუს ქი­რურ­გი და გი­ნე­კო­ლო­გი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს ოპე­რა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა, გა­კე­თე­ბუ­ლია კუ­ჭის სიმ­სივ­ნის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნის, საკ­ვერ­ცხი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს სიმ­სივ­ნე­ე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი. ასე რომ, მუც­ლის ღრუს ქი­რურ­გია მთლი­ა­ნად რო­ბო­ტულ ქი­რურ­გი­ა­ზე გა­დაგ­ვყავს.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რო­ბო­ტუ­ლი ოპე­რა­ცია რო­მე­ლი იყო თქვენს პრაქ­ტი­კა­ში?

ურო­ლო­გი­ა­ში ძალ­ზე რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი გვაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ. შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნის, რო­დე­საც უნდა ამო­იკ­ვე­თოს შარ­დის ბუშ­ტი, პროს­ტა­ტა და მერე ნაწ­ლა­ვის­გან გა­კეთ­დეს ხე­ლოვ­ნუ­რი შარ­დის ბუშ­ტი. პროს­ტა­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია იმ მხრივ, რომ პროს­ტა­ტის ლო­კა­ცია ღრმაა, მის გარ­შე­მოა სის­ხლძარ­ღვე­ბი, ნერ­ვე­ბი, ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი, ნაწ­ლა­ვე­ბი, მოკ­ლედ, ძალ­ზე ფა­ქი­ზი ოპე­რა­ცი­აა. პროს­ტა­ტის სიმ­სივ­ნე ძალ­ზე ხში­რი და­ა­ვა­დე­ბაა, ყო­ველ მე-7 მა­მა­კაცს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს, მაგ­რამ მისი პლუ­სი ისაა, რომ დრო­უ­ლად თუ აღ­მო­ა­ჩენ, სიმ­სივ­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს გან­კურ­ნე­ბა ისე უნდა მოხ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი არ და­ირ­ღვეს _ რო­ბო­ტი იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ისე ფა­ქი­ზად ჩა­ვა­ტა­როთ ეს ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია, რომ პა­ცი­ენტს არ და­ე­წყოს მაგ. შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, ან პო­ტენ­ცია არ და­კარ­გოს და 3 დღე­ში შინ წა­ვი­დეს. ბოლო ხა­ნებ­ში გა­ვა­კე­თეთ თირკმლის სიმ­სივ­ნის ოპე­რა­ცია _ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ჰქონ­და დიდი ზო­მის, 7 სმ-იანი სიმ­სივ­ნე, მას ყველ­გან ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თირკმე­ლი უნდა ამო­ე­ღოთ, ჩვენ სიმ­სივ­ნეც ამო­ვი­ღეთ და თირკმე­ლიც შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არის სა­ო­ცა­რი ტექ­ნო­ლო­გია სის­ხლის ნუ­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გით და ამ 150 შემ­თხვე­ვი­დან არც ერთხელ სის­ხლის გა­დას­ხმა არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაც უს­წრა­ფე­სია.

ქი­რურ­გის­თვის რომ კომ­ფორ­ტუ­ლია „TOUMAI“- ქი­რურ­გი­უ­ლი რო­ბო­ტი, ეს გა­სა­გე­ბია, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ამ მე­თო­დით ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას?

ოპე­რა­ცია მი­ნი­მა­ლურ რის­კებს შე­ი­ცავს, არის სის­ხლის ნუ­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გი 2. ხდე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რის (სის­ხლძარ­ღვე­ბი, ნერ­ვე­ბი...) შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ისე, რომ პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი არ გა­უ­ა­რეს­დეს. მარ­ტო ის ხომ არ არის, ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი ამო­ვუ­ღოთ, ჩვენ გვინ­და, რომ მას ჰქონ­დეს ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც რო­ბო­ტი იძ­ლე­ვა. 3. ტკი­ვი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა თუნ­დაც ლა­პა­რას­კო­პი­ას­თან შე­და­რე­ბით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ლა­პა­რას­კო­პი­ას მო­უქ­ნე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი აქვს, რო­ბო­ტის შემ­თხვე­ვა­ში კი მოქ­ნილ სახ­სრო­ვან ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან გვაქვს საქ­მე, ამი­ტომ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ტრავ­მი­რე­ბა ხდე­ბა, პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ტკი­ვი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რია, ან სა­ერ­თოდ არ არის. 4. უს­წრა­ფე­სი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია - ეს პე­რი­ო­დი ორ­ჯერ მოკ­ლეა იმა­ვე ლა­პა­რას­კო­პი­ას­თან შე­და­რე­ბით. ასე რომ, ამ მე­თოდს უზარ­მა­ზა­რი პლუ­სე­ბი აქვს.

ამა­სო­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი თუ გახ­და ეს ინო­ვა­ცია, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა რო­გო­რია? რო­გორც ვიცი, უცხო­ე­თი­და­ნაც გყო­ლი­ათ პა­ცი­ენ­ტე­ბი...

ის ფაქ­ტი, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 150-ზე მეტი ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თეთ, რაც ევ­რო­პის­თვი­საც კი დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ალ­ბათ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლია. ვფიქ­რობ, მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა აქამ­დეც ჰქონ­დათ და ამი­ტო­მაც და­დი­ოდ­ნენ ქარ­თვე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში. რად­გან რო­ბო­ტი სა­ქარ­თვე­ლო­შია, ახლა უკვე ჩვენ მოგ­ვმარ­თა­ვენ. ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლო­დან სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­რე­სია და დიდი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა. გვყო­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი სომ­ხე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან, უზ­ბე­კე­თი­დან, თურ­ქმე­ნე­თი­დან, რუ­სე­თის სამ­ხრეთ ნა­წი­ლი­დან. ასე­ვე, მყო­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კი­დან და ევ­რო­პი­და­ნაც კი ჩა­მო­სუ­ლან.

სა­მო­მავ­ლოდ, რა სი­ახ­ლე­ებს გვთა­ვა­ზობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი თუა კლი­ნი­კა­ში?

ჩვე­ნი კლი­ნი­კა შავი ზღვის არე­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ურო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია სხვა რო­ბო­ტუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც, მაგ. რო­ბო­ტუ­ლი ფო­კა­ლუ­რი თე­რა­პია - მისი სა­შუ­ა­ლე­ბით პროს­ტა­ტის სიმ­სივ­ნეს ისე ვა­ნად­გუ­რებთ, რომ პროს­ტა­ტას ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. გვაქვს პროს­ტა­ტის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნის, დი­აგ­ნოს­ტი­კის ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნანსზე უფრო ეფექ­ტუ­რი და ია­ფი­ცაა, უფრო მა­სობ­რი­ვად, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ინ­ტენ­სი­უ­რად ვავ­ლენთ სიმ­სივ­ნე­ებს. გვაქვს კენ­ჭის დამ­შლე­ლი შვე­ი­ცა­რუ­ლი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ კენ­ჭს შლის. ადა­მი­ა­ნი ხუთ­ჯერ რომ უნდა მი­ვი­დეს კენ­ჭის და­საშ­ლე­ლად, მაგ­რამ მა­ინც ვერ შლი­ან მისი მდე­ბა­რე­ო­ბის, ან სიმ­კვრი­ვის გამო, ჩვენ­თვის მსგავ­სი რამ უცხოა, ამ აპა­რა­ტით ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კენ­ჭის დაშ­ლა. რო­ბო­ტუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­შია, ვა­პი­რებთ მივ­დი­ოთ მას და სა­მო­მავ­ლოდ სულ უფრო მეტი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია დღეს უკვე გავ­რცელ­და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ა­ში და კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ა­შიც კი, გა­მო­დის ახალ-ახა­ლი სა­ხის რო­ბო­ტე­ბი, ეს არის და­უშ­რე­ტე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ჩვენ, რო­გორც რო­ბო­ტუ­ლი ცენ­ტრი, ვა­პი­რებთ, რომ ფეხ­და­ფეხ მივ­ყვეთ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

გურამ ქარაზანაშვილი რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიაში

იანვარში ერთი წელი შესრულდა, რაც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში (KRC) რობოტული ქირურგია დაინერგა. ეს ტექნოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური მიღწევაა, რომელიც უმაღლესი სიზუსტის ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული მეთოდი პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას უზრუნველყოფს.

რობოტული ქირურგიის სერვისი ამიერკავკასიაში ერთადერთია და მას უამრავი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე ღია ოპერაციას ან ლაპარასკოპიას. პირველი რობოტული ოპერაცია ქარაზანაშვილის კლინიკაში 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდა და ერთი წლის განმავლობაში მისმა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. რობოტული ოპერაციები ტარდება უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში.

„რობოტული ქირურგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხაა მედიცინაში, ის თანამედროვე ქირურგიის განვითარების უახლესი საფეხურია, დღევანდელობაა და თუ გვინდა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ეს ნორმალური ქირურგიის გარეშე არ იქნება. ვფიქრობ, ჩვენი ქირურგია ამით განვითარებული ქვეყნების დონეზე დადგა. ეს მეთოდი იძლევა იმის გაკეთების საშუალებას, რაც შეუძლებელი იყო ლაპარასკოპიით, ან ღია წესით ქირურგიისთვის. რობოტული ქირურგია გაუმჯობესებული ვარიანტია, უფრო კომფორტულია, რა დროსაც ქირურგი 3 D განზომილებაში ხედავს წვრილმან დეტალებს, არის მინი ინვაზიური, იძლევა ძალიან ნატიფი მოძრაობის საშუალებას, რაც შესაბამისად, პაციენტზეც ძალიან დადებითად აისახება. “, - გვეუბნება პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რობოტული ქირურგი, ონკო-უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი, რომელმაც საქართველოში პირველად, მის კლინიკაში რობოტ ასისტირებადი ქირურგია დანერგა და ადამიანებისთვის მედიცინის ულტრათანამედროვე დასავლური სტანდარტი ხელმისაწვდომი გახადა.

ბატონო გურამ, აგვიხსენით რაში მდგომარეობს რობოტული ქირურგიის არსი და რა უპირატესობა აქვს ამ ტექნოლოგიას ტრადიციული ქირურგიის სახეობებთან შედარებით?

რობოტული ქირურგია თანამედროვე ქირურგიის განვითარების უახლესი საფეხურია. ადრე იყო ღია ქირურგია, მერე შემოვიდა ლაპარასკოპია და ახლა - რობოტული ლაპარასკოპია, უფრო კონკრეტულად, ამას ჰქვია რობოტ ასისტირებული ლაპარასკოპია. ეს ლაპარასკოპიის განვითარების შემდგომი ეტაპია, რა დროსაც ქირურგი საკუთარი ხელებით კი არ მართავს ინსტრუმენტებს, არამედ ადამიანი-რობოტის ხელების საშუალებით.

ჩვეულებრივი ლაპარასკოპიის პრობლემა თვითონ ინსტრუმენტებშია, რომელთაც არ აქვთ არანაირი მოქნილობა, ორგანიზმში მათ ვერანაირად მართავ. როგორც ჩვენ, ქირურგებს შეგვიძლია სხვადასხვა მიმართულებით ვამოძრაოთ ჩვენი მაჯა და ხელის მტევანი, ასევე მოძრაობს რობოტის ინსტრუმენტი, მას აქვს სახსრები ისევე, როგორც ადამიანის მტევანს და პაციენტის ორგანიზმში ის ჩვენი მიკროსკოპული ხელია. ეს სახსრები საშუალებას გვაძლევს, რომ მოძრაობები იყოს ისეთივე დახვეწილი, როგორიც აქვს ადამიანის ხელს. რობოტის სახსრიანი ინსტრუმენტები და რობოტის თვალი (ფაქტობრივად, ჩვენი მიკროსკოპული თვალი) ლაპარასკოპიული ხვრელების საშუალებით თავსდება მუცლის ღრუში, რასაც მართავს ქირურგი. ამ მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ ქირურგი საოპერაციო არეს ხედავს 3D რეჟიმში უწვრილმანეს დეტალებში, რობოტი მუშაობს ხელოვნური ხელის მსგავსად და უზრუნველყოფს იდეალურ რეზულტატს.

გარდა ამისა, მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს - ქირურგს აქვს 2 ხელი, რობოტს კი - 4, ანუ ქირურგი გარდა საკუთარი ორი ხელისა, ერთდროულად მართავს 4 ხელს, რომელიც შეყვანილია მუცლის ღრუში. ამ შემთხვევაში რობოტი ქირურგის ინსტრუმენტია, მას ქირურგი მართავს სამართავი კონსოლით და არის, ასე ვთქვათ, მისი ყმა - Master slave, ასე იწოდება ინგლისურად.

სისტემის დაცვის მექანიზმზე რას იტყვით, რამდენად დაცული და უხიფათოა პროცესი და რობოტის მწყობრიდან გამოსვლის შანსი თუ არსებობს?

რობოტული ქირურგია თავის დროზე კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის, დისტანციური ოპერაციებისთვის შეიქმნა. ამ შემთხვევაში რობოტი იმართება პულტიდან, რომელიც შეიძლება იყოს დიდი დაშორებითაც. ეს არის უმაღლესი ტექნოლოგია, რობოტი არა თუ საფრთხეს უქმნის ექიმს, ან პაციენტს, ნებისმიერი პრობლემისას ის მომენტალურად იბლოკება. რობოტის მწყობრიდან გამოსვლის შანსი არ არსებობს, მას ძალიან ბევრი დაცვის მექანიზმი აქვს, ქირურგს მაქსიმალურად რომ შეუწყოს ხელი ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში და ამავდროულად, გამორიცხოს პაციენტისთვის ოდნავი ზიანის მიყენებაც კი. მაგ. დავუშვათ ქირურგი ოპერაციისას ცუდად გახდა, ან ინსტრუმენტი გაუვარდა ხელიდან, როგორც კი ის კონსოლიდან თავს გაწევს, ანუ როგორც კი რაიმე უჩვეულო, არანორმალური ხდება, რობოტი მთლიანად იბლოკება. ეს უმაღლესი ტექნოლოგია საფრთხეს კი არ ქმნის, ქირურგს შემთხვევითი მოძრაობებისგან და შეცდომებისგან იცავს. გარდა ამისა, რობოტის ის სახეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს („TOUMAI“), მსოფლიოში ლიდერია ტელემედიცინაში. ტელექირურგია უკვე მომავალი აღარაა, აწმყოა. რობოტი იმდენად სტაბილურია და სანდო, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია დისტანციური ოპერაციები, რომლებიც რუტინულად კეთდება 5-დან 13 000კმ-ის სიშორეზე. .

რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც რობოტულ ქირურგიას ნერგავდით საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დადექით, რთული იყო იმ ნიუანსების ათვისება, რაც ამ ტექნოლოგიას თან ახლავს?

ტექნოლოგიის დანერგვის მიზანი იყო, ჩვენც ვყოფილიყავით თანამედროვე მედიცინის და ქირურგიის დონეზე. დღეს რობოტული ქირურგია განვითარებული ქვეყნების ქირურგიაა _ ევროპაში, ამერიკასა თუ თურქეთში ის სტანდარტული პროცედურაა. საქართველოში ამ მხრივ, ფაქტობრივად, ჩამორჩენილები ვიყავით, არ გვქონდა თანამედროვე ქირურგია. აქამდე ათასობით ოპერაცია მაქვს გაკეთებული ღია წესით და ლაპარასკოპიულად და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ქირურგიული გამოცდილება. რობოტით რამე ახალს კი არ ვაკეთებ, ვატარებ ოპერაციებს, ოღონდ, ახალი ინსტრუმენტით.

ლაპარასკოპია აღარ არის თანამედროვე ქირურგია, ის წარსულია, რობოტული ქირურგია კი - დღევანდელობა და ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ეს ნორმალური ქირურგიის გარეშე არ იქნება. ვფიქრობ, ჩვენი ქირურგია ამით განვითარებული ქვეყნების დონეზე დადგა. სხვათა შორის, რობოტული ქირურგია ერთი კლინიკის საქმე არაა, სტრატეგიული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი პაციენტები თანამედროვე ქირურგიული დახმარების მისაღებად თურქეთში, ისრაელსა და გერმანიაში არ გარბოდნენ. ჩვენი ფასები იმავე თურქეთის ფასებზე 3-4-ჯერ ნაკლებია. დარწმუნებული ვარ, სხვა კლინიკებშიც მალე გაჩნდება რობოტები იმიტომ, რომ ეს არის დიდი ბიძგი ყველა კლინიკისთვის.

ქირურგიული რობოტის მეშვეობით ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი და რა სახის ოპერაცია ჩატარდა კლინიკაში?

ერთი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. ჩვენს კლინიკაში ყველა ტიპის ოპერაცია კეთდება: უროლოგიური, გინეკოლოგიური, მუცლის ღრუს ქირურგია, ნებისმიერი სახის უროლოგია _პროსტატის, შარდის ბუშტის, თირკმლის, ონკოლოგიური ოპერაციები, ქალებში შარდოვანი ფისტულების აღდგენა, შარდის შეუკავებლობა, რომელიც შარდის ბუშტის დაწევითაა განპირობებული, შარდსაწვეთის რეინპლანტაცია, პლასტიკები, თირკმლის სიმსივნე, თირკმლის ნაწილობრივი ლიკვიდაცია (ანუ სიმსივნის ლიკვიდაცია ისე, რომ თირკმელი შენარჩუნდეს, რაც ძალიან რთული ოპერაციაა), პროსტატის სიმსივნის ოპერაციები ისე, რომ მამაკაცს პოტენცია შეუნარჩუნდეს და არ ჰქონდეს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სიმსივნეები და სხვა. ჩვენ უროლოგიიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ ზოგადად, მსოფლიოში რობოტული ქირურგია უროლოგებმა დაიწყეს, ვინაიდან უროლოგიაში არის გარკვეული ტიპის რთული ოპერაციები და ასეთ სიტუაციებში შეუცვლელია რობოტები. მთელი უროლოგია, ჩვენი გუნდი გადასულია რობოტულ ქირურგიაზე. ასევე მოვამზადეთ მუცლის ღრუს ქირურგი და გინეკოლოგი, რომლებმაც დაიწყეს ოპერაციების კეთება, გაკეთებულია კუჭის სიმსივნის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, საკვერცხისა და საშვილოსნოს სიმსივნეების ოპერაციები. ასე რომ, მუცლის ღრუს ქირურგია მთლიანად რობოტულ ქირურგიაზე გადაგვყავს.

ყველაზე რთული რობოტული ოპერაცია რომელი იყო თქვენს პრაქტიკაში?

უროლოგიაში ძალზე რთული ოპერაციები გვაქვს ჩატარებული, მაგ. შარდის ბუშტის სიმსივნის, როდესაც უნდა ამოიკვეთოს შარდის ბუშტი, პროსტატა და მერე ნაწლავისგან გაკეთდეს ხელოვნური შარდის ბუშტი. პროსტატის ლიკვიდაციის ოპერაცია ძალიან რთულია იმ მხრივ, რომ პროსტატის ლოკაცია ღრმაა, მის გარშემოა სისხლძარღვები, ნერვები, ძვლოვანი სტრუქტურები, ნაწლავები, მოკლედ, ძალზე ფაქიზი ოპერაციაა. პროსტატის სიმსივნე ძალზე ხშირი დაავადებაა, ყოველ მე-7 მამაკაცს შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი პლუსი ისაა, რომ დროულად თუ აღმოაჩენ, სიმსივნის ლიკვიდაციის შემდეგ განკურნება შესაძლებელია. ეს განკურნება ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი არ დაირღვეს _ რობოტი იძლევა საშუალებას, ისე ფაქიზად ჩავატაროთ ეს ურთულესი ოპერაცია, რომ პაციენტს არ დაეწყოს მაგ. შარდის შეუკავებლობა, ან პოტენცია არ დაკარგოს და 3 დღეში შინ წავიდეს. ბოლო ხანებში გავაკეთეთ თირკმლის სიმსივნის ოპერაცია _ ახალგაზრდა მამაკაცს ჰქონდა დიდი ზომის, 7 სმ-იანი სიმსივნე, მას ყველგან ეუბნებოდნენ, რომ თირკმელი უნდა ამოეღოთ, ჩვენ სიმსივნეც ამოვიღეთ და თირკმელიც შევუნარჩუნეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის საოცარი ტექნოლოგია სისხლის ნულოვანი დანაკარგით და ამ 150 შემთხვევიდან არც ერთხელ სისხლის გადასხმა არ დაგვჭირვებია, გამოჯანმრთელებაც უსწრაფესია.

ქირურგისთვის რომ კომფორტულია „TOUMAI“- ქირურგიული რობოტი, ეს გასაგებია, პაციენტებისთვის რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდით ჩატარებულ ოპერაციას?

ოპერაცია მინიმალურ რისკებს შეიცავს, არის სისხლის ნულოვანი დანაკარგი 2. ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სტრუქტურის (სისხლძარღვები, ნერვები...) შენარჩუნება ისე, რომ პაციენტის ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს. მარტო ის ხომ არ არის, ადამიანს ყველაფერი ამოვუღოთ, ჩვენ გვინდა, რომ მას ჰქონდეს ცხოვრების ხარისხი, რის საშუალებასაც რობოტი იძლევა. 3. ტკივილის ნაკლებობა თუნდაც ლაპარასკოპიასთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ ლაპარასკოპიას მოუქნელი ინსტრუმენტები აქვს, რობოტის შემთხვევაში კი მოქნილ სახსროვან ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე, ამიტომ გაცილებით ნაკლები ტრავმირება ხდება, პოსტოპერაციული ტკივილი მინიმალურია, ან საერთოდ არ არის. 4. უსწრაფესი რეაბილიტაცია - ეს პერიოდი ორჯერ მოკლეა იმავე ლაპარასკოპიასთან შედარებით. ასე რომ, ამ მეთოდს უზარმაზარი პლუსები აქვს.

ამასობაში პოპულარული და მოთხოვნადი თუ გახდა ეს ინოვაცია, მომართვიანობა როგორია? როგორც ვიცი, უცხოეთიდანაც გყოლიათ პაციენტები...

ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ოპერაცია გავაკეთეთ, რაც ევროპისთვისაც კი დიდი მაჩვენებელია, ალბათ მიუთითებს იმაზე, რომ რობოტული ქირურგია საქართველოში უკვე პოპულარულია. ვფიქრობ, მასზე წარმოდგენა აქამდეც ჰქონდათ და ამიტომაც დადიოდნენ ქართველები უცხოეთში. რადგან რობოტი საქართველოშია, ახლა უკვე ჩვენ მოგვმართავენ. ჩვენი სამეზობლოდან სერიოზული ინტერესია და დიდი მომართვიანობა. გვყოლია პაციენტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან, რუსეთის სამხრეთ ნაწილიდან. ასევე, მყოლია პაციენტები, რომლებიც ამერიკიდან და ევროპიდანაც კი ჩამოსულან.

სამომავლოდ, რა სიახლეებს გვთავაზობთ ამ მიმართულებით, სხვა ექსკლუზიური ტექნოლოგიები თუა კლინიკაში?

ჩვენი კლინიკა შავი ზღვის არეში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, განსაკუთრებით უროლოგიის მიმართულებით. ჩვენ გაგვაჩნია სხვა რობოტული ტექნოლოგიებიც, მაგ. რობოტული ფოკალური თერაპია - მისი საშუალებით პროსტატის სიმსივნეს ისე ვანადგურებთ, რომ პროსტატას ოპერაციის გარეშე ვინარჩუნებთ. გვაქვს პროსტატის ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის ისეთი საშუალებები, რომლებიც მაგნიტურ რეზონანსზე უფრო ეფექტური და იაფიცაა, უფრო მასობრივად, რამდენიმე ადგილას ინტენსიურად ვავლენთ სიმსივნეებს. გვაქვს კენჭის დამშლელი შვეიცარული აპარატი, რომელიც ნებისმიერ კენჭს შლის. ადამიანი ხუთჯერ რომ უნდა მივიდეს კენჭის დასაშლელად, მაგრამ მაინც ვერ შლიან მისი მდებარეობის, ან სიმკვრივის გამო, ჩვენთვის მსგავსი რამ უცხოა, ამ აპარატით ოპერაციის გარეშე შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის კენჭის დაშლა. რობოტული ტექნოლოგიები მუდმივ განვითარებაშია, ვაპირებთ მივდიოთ მას და სამომავლოდ სულ უფრო მეტი მიმართულებით გამოვიყენოთ. რობოტული ქირურგია დღეს უკვე გავრცელდა ნეიროქირურგიაში და კარდიოქირურგიაშიც კი, გამოდის ახალ-ახალი სახის რობოტები, ეს არის დაუშრეტელი მიმართულება და ჩვენ, როგორც რობოტული ცენტრი, ვაპირებთ, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ ამ ტექნოლოგიების განვითარებას თანამედროვე მედიცინაში.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"