პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი გაცვლა - "ჰამასმა" ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, რამდენიმე ათეული პალესტინელი პატიმარი კი ღაზაში უვნებლად დაბრუნდნენ (ფოტო)
მორიგი გაცვლა - "ჰამასმა" ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, რამდენიმე ათეული პალესტინელი პატიმარი კი ღაზაში უვნებლად დაბრუნდნენ (ფოტო)

ჰა­მა­სმა” ის­რა­ელს ოთხი მძევ­ლის ცხე­და­რი გა­დას­ცა, ამ­ჟა­მად დნმ ტეს­ტი­რე­ბით, მათი მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“ოთხი ცხე­და­რი ცოტა ხნის წინ გა­და­ვე­ცით და ვე­ლო­დე­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - ავ­რცე­ლებს BBC-ი “ჰა­მა­სის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის ცი­ტა­ტას.

  • ცხედ­რე­ბის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ოფის­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

israeli_mdzevlebi
ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბი, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბი “ჰა­მა­სმა“ ის­რა­ელს გა­დას­ცა

  • ამას­თან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სა­ნაც­ვლოდ, ის­რა­ელ­მა პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. ის­რა­ე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 625 პა­ტი­მარს და და­კა­ვე­ბულს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

palestinelebi
პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბი ღა­ზა­ში დაბ­რუნ­დნენ

ათო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტი­მა­რი ღა­ზა­ში უკვე დაბ­რუნ­და. მე­დია ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ ისი­ნი ღა­ზა­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბით დაბ­რუნ­დნენ. პა­ტიმ­რე­ბი პირ­და­პირ ხან-იუ­ნი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მათ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ელო­დე­ბო­და.

palestine
პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბი ღა­ზა­ში დაბ­რუნ­დნენ

ნა­წილს და­შა­ვე­ბუ­ლი იყო და ხელ­ჯო­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­ბუ­სი­დან გა­მოს­ვლი­სას მი­წა­ზე და­ე­ცა და მას კოც­ნი­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პა­ტიმ­რებს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ათა­სო­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი დახ­ვდა და მათ შე­ძა­ხი­ლე­ბით ამ­ხნე­ვებ­დნენ. ხმა­მაღ­ლა ულო­ცავ­დნენ ღა­ზა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, შე­თან­ხმე­ბუ­ლი 600-ზე მეტი პა­ტიმ­რის­გან, რამ­დე­ნი დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში.

ცნო­ბის­თვის, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 1-ელ მარტს სრულ­დე­ბა, “ჰა­მა­სმა“ ის­რა­ელს 25 ცო­ცხა­ლი მძე­ვა­ლი და რვა მძევ­ლის ცხე­და­რი გა­დას­ცა. სა­ნაც­ვლოდ, "ჰა­მა­სმა", სა­ერ­თო ჯამ­ში, 1 900-მდე პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტი­მა­რი უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

  • რამ­დე­ნი მძე­ვა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ღა­ზა­დან?

ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­მელ­საც ვადა შა­ბათს ეწუ­რე­ბა, გუ­ლის­ხმობს 33 ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლის გაც­ვლას და­ახ­ლო­ე­ბით 1900 პა­ლეს­ტი­ნელ პა­ტი­მარ­ზე.

ამ დრო­ის­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია 25 ის­რა­ე­ლე­ლი ცო­ცხა­ლი მძე­ვა­ლი და რვა გარ­დაც­ვლი­ლი - სულ 33 ადა­მი­ა­ნი.

ოთხი და­ღუ­პუ­ლი მძე­ვა­ლი, რო­მე­ლიც დღეს ღა­მით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ბო­ლოა, ვინც შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში “ჰა­მა­სმა“ ის­რა­ელს გა­დას­ცა.

შე­თან­ხმე­ბის გარ­და, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია კი­დევ ხუთი ტა­ი­ლან­დე­ლი მძე­ვა­ლი.

  • რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც სტა­ტი­ა­შია მო­თხრო­ბი­ლი, აღ­ნიშ­ნავს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის და­სას­რულს. ის შა­ბათს იწუ­რე­ბა.

ექ­ვსკვი­რი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ის­რა­ელს და­ახ­ლო­ე­ბით 1900 პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტი­მა­რი უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ გა­სარ­კვე­ვია, შე­თან­ხმდე­ბი­ან თუ არა მხა­რე­ე­ბი მე­ო­რე ფა­ზა­ზე გა­დას­ვლა­ზე.

თუ ორი­ვე მხა­რე თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა, მე­ო­რე ფაზა მო­ი­ცავს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მუდ­მი­ვი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­თვის.

ღა­ზა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ცო­ცხა­ლი მძევ­ლე­ბი გა­იც­ვლე­ბი­ან პა­ლეს­ტი­ნელ ტყვე­ებ­ში და ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბი მთლი­ა­ნად და­ტო­ვე­ბენ ტე­რი­ტო­რი­ას.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

მორიგი გაცვლა - "ჰამასმა" ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, რამდენიმე ათეული პალესტინელი პატიმარი კი ღაზაში უვნებლად დაბრუნდნენ (ფოტო)

მორიგი გაცვლა - "ჰამასმა" ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, რამდენიმე ათეული პალესტინელი პატიმარი კი ღაზაში უვნებლად დაბრუნდნენ (ფოტო)

ჰამასმა” ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, ამჟამად დნმ ტესტირებით, მათი მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

“ოთხი ცხედარი ცოტა ხნის წინ გადავეცით და ველოდებით პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას“, - ავრცელებს BBC-ი “ჰამასის“ ოფიციალური პირის ციტატას.

  • ცხედრების გადაცემის ფაქტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც დაადასტურა.

israeli_mdzevlebi
ისრაელელი მძევლები, რომელთა ცხედრები “ჰამასმა“ ისრაელს გადასცა

  • ამასთან ცნობილი ხდება, რომ სანაცვლოდ, ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, 625 პატიმარს და დაკავებულს გაათავისუფლებს.

palestinelebi
პალესტინელი პატიმრები ღაზაში დაბრუნდნენ

ათობით გათავისუფლებული პალესტინელი პატიმარი ღაზაში უკვე დაბრუნდა. მედია ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ისინი ღაზაში ავტობუსებით დაბრუნდნენ. პატიმრები პირდაპირ ხან-იუნისის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო პერსონალი მომზადებული ელოდებოდა.

palestine
პალესტინელი პატიმრები ღაზაში დაბრუნდნენ

ნაწილს დაშავებული იყო და ხელჯოხით გადაადგილდებოდა. ზოგიერთი ავტობუსიდან გამოსვლისას მიწაზე დაეცა და მას კოცნიდა.

გათავისუფლებულ პატიმრებს დასავლეთ სანაპიროზე ათასობით პალესტინელი დახვდა და მათ შეძახილებით ამხნევებდნენ. ხმამაღლა ულოცავდნენ ღაზაში დაბრუნებას.

ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმებული 600-ზე მეტი პატიმრისგან, რამდენი დაბრუნდა სამშობლოში.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს სრულდება, “ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და რვა მძევლის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, "ჰამასმა", საერთო ჯამში, 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.

  • რამდენი მძევალი გაათავისუფლეს ღაზადან?

ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი, რომელსაც ვადა შაბათს ეწურება, გულისხმობს 33 ისრაელელი მძევლის გაცვლას დაახლოებით 1900 პალესტინელ პატიმარზე.

ამ დროისთვის გათავისუფლებულია 25 ისრაელელი ცოცხალი მძევალი და რვა გარდაცვლილი - სულ 33 ადამიანი.

ოთხი დაღუპული მძევალი, რომელიც დღეს ღამით გაათავისუფლეს, ბოლოა, ვინც შეთანხმების ფარგლებში “ჰამასმა“ ისრაელს გადასცა.

შეთანხმების გარდა, გათავისუფლებულია კიდევ ხუთი ტაილანდელი მძევალი.

  • რა მოხდება შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ?

აღსანიშნავია, რომ მოვლენები, რომელიც სტატიაშია მოთხრობილი, აღნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის დასასრულს. ის შაბათს იწურება.

ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ისრაელს დაახლოებით 1900 პალესტინელი პატიმარი უნდა გაეთავისუფლებინა. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეთანხმდებიან თუ არა მხარეები მეორე ფაზაზე გადასვლაზე.

თუ ორივე მხარე თანახმა იქნება, მეორე ფაზა მოიცავს მოლაპარაკებებს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისთვის.

ღაზაში დარჩენილი ცოცხალი მძევლები გაიცვლებიან პალესტინელ ტყვეებში და ისრაელის ჯარები მთლიანად დატოვებენ ტერიტორიას.

წყარო

იხილეთ ასევე: