მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი...“ - როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა
“უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი...“ - როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მზია ამაღ­ლო­ბელს უტარ­დე­ბო­და კვე­ბის აღ­დგე­ნი­თი კურ­სი შე­სა­ბა­მი­სი გა­იდ­ლა­ი­ნის მი­ხედ­ვით, ვა­პი­რებ­დით ამ კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბას, მაგ­რამ ითხოვს პე­ნი­ტენ­ცი­ურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ჩვენ გავ­ცემთ არ­სე­ბუ­ლი გა­ი­და­ლი­ნის შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ას, რაც გაგ­რძელ­დე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში“, - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

“ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბიც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას უტარ­დე­ბო­და კვე­ბის აღ­დგე­ნი­თი კურ­სი გა­იდ­ლა­ი­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­პი­რებ­დით ამ კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბას მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტი ითხოვს პე­ნი­ტენ­ცი­ურ­ში დაბ­რუნ­დეს, ჩვენ გავ­ცემთ რე­კო­მენ­და­ცი­ას არ­სე­ბუ­ლი გა­ი­და­ლი­ნის შე­სა­ბა­მი­სად, რაც გაგ­რძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, საია-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზია ამაღ­ლო­ბელს დღეს “ვი­ვა­მე­დი­დან“ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ. მზია ამაღ­ლო­ბელ­მა შიმ­ში­ლო­ბა 18 თე­ბერ­ვალს შე­წყვი­ტა. მზია ამაღ­ლო­ბელ­მა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის­თვის სი­ლის გაწ­ვნის ფაქ­ტზე, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 38-ე დღეს მი­ი­ღო. ის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან შიმ­ში­ლობ­და.

ავტორი:

“უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი...“ - როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

“უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი...“ - როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მზია ამაღლობელს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით, ვაპირებდით ამ კურსის გაგრძელებას, მაგრამ ითხოვს პენიტენციურში დაბრუნებას, ჩვენ გავცემთ არსებული გაიდალინის შესაბამის რეკომენდაციას, რაც გაგრძელდება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, “ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია, მას უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი გაიდლაინის შესაბამისად, ვაპირებდით ამ კურსის გაგრძელებას მაგრამ პაციენტი ითხოვს პენიტენციურში დაბრუნდეს, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას არსებული გაიდალინის შესაბამისად, რაც გაგრძელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საია-ს ინფორმაციით, მზია ამაღლობელს დღეს “ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.