სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც შუქია, არც წყალი, არც გზა... გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრებამდე თოვლში ვართ" - რა ხდება გურიაში და როგორ ცდილობენ მოქალაქეები თვითორგანიზებით სტიქიის ზონაში მყოფთა დახმარებას?
"არც შუქია, არც წყალი, არც გზა...  გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრებამდე თოვლში ვართ"  - რა ხდება გურიაში და როგორ ცდილობენ მოქალაქეები თვითორგანიზებით სტიქიის ზონაში მყოფთა დახმარებას?

გუ­რი­ა­ში უხვი ნა­ლე­ქის გამო, ცალ­კე­უ­ლი სოფ­ლე­ბი გარე სამ­ყა­რო­საა მო­წყვე­ტი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სოფ­ლებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი გა­უ­წ­მენ­და­ვია, ადა­მი­ა­ნებს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვთ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ:

“იცით, ყვე­ლა­ზე ცუდი რა არის, მე-6 დღეა ასე ვართ და ახლა მო­ბი­ლიზ­და ყვე­ლა­ფე­რი. ტე­ლე­ფო­ნის ბოლო ელე­მენ­ტებს ვი­ყე­ნებ ამ პოს­ტის­თვის. არც შუ­ქია, არც წყა­ლი, არც გზა. ღმერ­თს მად­ლო­ბა, ჩემს ოჯახს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰქონ­და საკ­ვე­ბი და სა­არ­სე­ბო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, თუმ­ცა სხვას??? ელე­მენ­ტა­რუ­ლი, გა­რეთ ვერ გა­დის ხალ­ხი, ფან­ჯრე­ბამ­დე თოვლში ვართ. მსხვერ­პლი სა­ნამ არ მოჰ­ყვა ამ­ბავს, სა­ქარ­თვე­ლომ მა­ნამ­დე არა­ფე­რი იცო­და . სრუ­ლი­ად მო­წყვე­ტი­ლი ვართ გარე სამ­ყა­როს, ოჯახ­ში ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლია, უკვე მე­რამ­დე­ნე დღეა, (ახლა ჩემი ტე­ლე­ფო­ნიც გა­ი­თი­შე­ბა) მე­ზობ­ლის გე­ნე­რა­ტო­რით ვტე­ნი­დი მო­ბი­ლურს, (ორ დღე­ში ერთხელ) თუმ­ცა მა­საც ამო­ე­წუ­რა რე­სურ­სი. სან­თლე­ბიც კი აღარ გვაქვს, სიბ­ნე­ლე­ში და უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. შუქ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, წყა­ლიც არ გვაქვს, სას­მე­ლი წყლის­თვის თოვლს ად­ნობს ხალ­ხი, რომ და­ლი­ონ. ვი­საც გათ­ბო­ბა დენ­ზე ჰქონ­და იყი­ნე­ბა მე­რამ­დე­ნე დღეა. ჩემი ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზე კი­დევ ნორ­მა­ლუ­რად გა­და­ვურ­ჩით, სულ და­ლე­წა თოვლმა ყვე­ლა­ფე­რი, სხვებ­ზე ვფიქ­რობ და მე­დარ­დე­ბა, რამ­დე­ნი მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცია, რამ­დენს უჭირს ალ­ბათ”, - წერს თი­ნა­თინ აბა­ში­ძე ჯგუფ­ში "მო­ხა­ლი­სე­ე­ბი გუ­რი­ის­თვის".

სწო­რედ ამ სა­ხელ­წო­დე­ბით შექ­მნეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა "ფე­ის­ბუქჯ­გუ­ფი" გუ­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში დიდ­თოვ­ლო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დასახ­მა­რებ­ლად. ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან, მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად ჩა­ერ­თონ გუ­რი­ა­ში უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ასე­ვე, გარე სამ­ყა­როს მო­წყვე­ტილ ოჯა­ხებს, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბით დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნონ.

“ჯგუ­ფი შე­იქ­მნა გუ­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე დიდ­თოვ­ლო­ბის და სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ამ­ჟა­მად რე­გი­ო­ნის ბევ­რი სო­ფე­ლი მო­წყვე­ტი­ლია გარე სამ­ყა­როს, სა­ჭი­როა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა. ჯგუ­ფის მი­ზა­ნია: მო­ხა­ლი­სე­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია დახ­მა­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მი­წო­დე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, დამ­ხმა­რე რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, თუ გსურთ დახ­მა­რე­ბა, გა­ა­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ (ტრან­სპორ­ტი, დრო, რე­სურ­სე­ბი). ერ­თად უნდა შევ­ძლოთ დახ­მა­რე­ბა”.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"არც შუქია, არც წყალი, არც გზა... გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრებამდე თოვლში ვართ" - რა ხდება გურიაში და როგორ ცდილობენ მოქალაქეები თვითორგანიზებით სტიქიის ზონაში მყოფთა დახმარებას?

"არც შუქია, არც წყალი, არც გზა...  გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრებამდე თოვლში ვართ"  - რა ხდება გურიაში და როგორ ცდილობენ მოქალაქეები თვითორგანიზებით სტიქიის ზონაში მყოფთა დახმარებას?

გურიაში უხვი ნალექის გამო, ცალკეული სოფლები გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფლებთან მისასვლელი გზები გაუწმენდავია, ადამიანებს საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ:

“იცით, ყველაზე ცუდი რა არის, მე-6 დღეა ასე ვართ და ახლა მობილიზდა ყველაფერი. ტელეფონის ბოლო ელემენტებს ვიყენებ ამ პოსტისთვის. არც შუქია, არც წყალი, არც გზა. ღმერთს მადლობა, ჩემს ოჯახს მობილიზებული ჰქონდა საკვები და საარსებო საჭიროებები, თუმცა სხვას??? ელემენტარული, გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრებამდე თოვლში ვართ. მსხვერპლი სანამ არ მოჰყვა ამბავს, საქართველომ მანამდე არაფერი იცოდა . სრულიად მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს, ოჯახში ყველა დანარჩენი ტელეფონი გათიშულია, უკვე მერამდენე დღეა, (ახლა ჩემი ტელეფონიც გაითიშება) მეზობლის გენერატორით ვტენიდი მობილურს, (ორ დღეში ერთხელ) თუმცა მასაც ამოეწურა რესურსი. სანთლებიც კი აღარ გვაქვს, სიბნელეში და უიმედო მდგომარეობაში ვართ. შუქზე აღარაფერს ვამბობ, წყალიც არ გვაქვს, სასმელი წყლისთვის თოვლს ადნობს ხალხი, რომ დალიონ. ვისაც გათბობა დენზე ჰქონდა იყინება მერამდენე დღეა. ჩემი ოჯახის მაგალითზე კიდევ ნორმალურად გადავურჩით, სულ დალეწა თოვლმა ყველაფერი, სხვებზე ვფიქრობ და მედარდება, რამდენი მარტოხელა მოხუცია, რამდენს უჭირს ალბათ”, - წერს თინათინ აბაშიძე ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის".

სწორედ ამ სახელწოდებით შექმნეს მოქალაქეებმა "ფეისბუქჯგუფი" გურიის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად. ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მოხალისეობრივად ჩაერთონ გურიაში უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოხუცებისა და ბავშვების გადასარჩენად. ასევე, გარე სამყაროს მოწყვეტილ ოჯახებს, თვითორგანიზებით დახმარება აღმოუჩინონ.

“ჯგუფი შეიქმნა გურიაში მიმდინარე დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამჟამად რეგიონის ბევრი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, საჭიროა სასწრაფო დახმარება. ჯგუფის მიზანია: მოხალისეების კოორდინაცია დახმარების შეგროვება და მიწოდება, ინფორმაციის გაზიარება დაზარალებული ადგილების შესახებ, დამხმარე რესურსების მობილიზება, თუ გსურთ დახმარება, გააზიარეთ ინფორმაცია თქვენი შესაძლებლობების შესახებ (ტრანსპორტი, დრო, რესურსები). ერთად უნდა შევძლოთ დახმარება”.

იხილეთ ასევე: