პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვიცი, რა მუხლი შეიძლება წამიყენონ, დანაშაული არ იკვეთება - ივანიშვილი ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორეს ამატებს; ეს პირადი ანგარიშსწორებაა“ - გიორგი ბაჩიაშვილი
“არ ვიცი, რა მუხლი შეიძლება წამიყენონ, დანაშაული არ იკვეთება - ივანიშვილი ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორეს ამატებს; ეს პირადი ანგარიშსწორებაა“ - გიორგი ბაჩიაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნის პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც უწყე­ბა­ში შეს­ვლამ­დე ბა­ჩი­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, მას ბრალს “მტკვა­რი ჰე­სის“ საქ­მე­ზე წა­უ­ყე­ნე­ბენ. ის მი­იჩ­ნევს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი საქ­მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ნა­წი­ლია.

“მიმ­დი­ნა­რე საქ­მის ჩემი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გუ­შინ და­მი­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მაც­ნო­ბა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში “მტკვა­რი ჰე­სის“ საქ­მე­ზე ბრა­ლის წარ­დგე­ნა­ზე გა­მოვ­ცხა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. ეს არის მე­ო­რე ფაბ­რი­კა­ცია, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში თა­ვის ჩვე­ნე­ბი­სას და­მი­ა­ნონ­სა, რომ და­მა­ტე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა იქ­ნე­ბო­და, ეს ჩემ­თვის არც სი­ახ­ლე და არც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა არ იყო. ივა­ნიშ­ვილს თა­ვის თავი კი­დევ ერთხელ უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შეჰ­ყავს, რად­გან ერთ უსა­ფუძ­ვლო საქ­მეს მე­ო­რე უსა­ფუძ­ვლო საქ­მეს ამა­ტებს, რაც ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს­თვის კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ეს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბაა პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მქო­ნე პი­რის მხრი­დან, რომ გა­მომ­ძა­ლოს დიდი თან­ხა და დამ­სა­ჯოს იმის­თვის, რომ მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე არ გავ­ხდი იმ ან­ტი­და­სავ­ლურ საქ­მე­ებ­ში, რა­საც ის სჩა­დის.

“მტკვა­რი ჰე­სის“ საქ­მე­ში ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რი­ლი შე­ვი­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ის ამ­ბობს იმას, რომ “მტკვა­რი ჰე­სის“ ბი­უ­ჯე­ტი გა­ი­ზარ­და და ალ­ბათ, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ფული მო­ი­პა­რაო, არც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, არც რამე დო­კუ­მენ­ტი საქ­მე­ში არ იდო. თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდს “მტკვარ­ჰეს­თან“ ერ­თად მარ­თავ­და რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს, ეს ფონ­დი და­სავ­ლუ­რი პრაქ­ტი­კით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო და ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ფონდში მი­ი­ღე­ბო­და, საბ­ჭოს მიერ მი­ი­ღე­ბო­და, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი “მტკვა­რი ჰესს“ მი­ე­წო­დე­ბო­და და ის აღას­რუ­ლებ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. “მტკვა­რი ჰეს­ში“ და­სავ­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც ტენ­დერულ დო­კუ­მენ­ტებს აწარ­მო­ებ­დნენ. იდე­ა­შიც კი, მე, რო­გორც დი­რექ­ტორს, რამე უკა­ნო­ნო­ბის ჩა­დე­ნა რომ მდო­მე­ბო­და, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რისი უფ­ლე­ბა მქონ­და და არა, “მტკვა­რი ჰეს­ში“ არც ერთი უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ღე­ბუ­ლა.

ამ ეტაპ­ზე არ ვიცი, რა მუხ­ლი შე­იძ­ლე­ბა წა­მი­ყე­ნონ, რად­გან არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ იკ­ვე­თე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის “შე­სა­კე­რად“ რა და­ჭირ­დე­ბა, არ ვიცი“,- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“არ ვიცი, რა მუხლი შეიძლება წამიყენონ, დანაშაული არ იკვეთება - ივანიშვილი ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორეს ამატებს; ეს პირადი ანგარიშსწორებაა“ - გიორგი ბაჩიაშვილი

“არ ვიცი, რა მუხლი შეიძლება წამიყენონ, დანაშაული არ იკვეთება - ივანიშვილი ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორეს ამატებს; ეს პირადი ანგარიშსწორებაა“ - გიორგი ბაჩიაშვილი

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში შესვლამდე ბაჩიაშვილმა განმარტა, მას ბრალს “მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენებენ. ის მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ახალი საქმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული მუქარის ნაწილია.

“მიმდინარე საქმის ჩემი გამომძიებელი გუშინ დამიკავშირდა, რომელმაც მაცნობა, რომ პროკურატურაში “მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალის წარდგენაზე გამოვცხადებულიყავი. ეს არის მეორე ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში თავის ჩვენებისას დამიანონსა, რომ დამატებით სისხლის სამართლის დევნა იქნებოდა, ეს ჩემთვის არც სიახლე და არც მოულოდნელობა არ იყო. ივანიშვილს თავის თავი კიდევ ერთხელ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეჰყავს, რადგან ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორე უსაფუძვლო საქმეს ამატებს, რაც ევროსასამართლოსთვის კიდევ დამატებითი მტკიცებულება იქნება, რომ ეს პირადი ანგარიშსწორებაა პოლიტიკური ანგარიშსწორების მქონე პირის მხრიდან, რომ გამომძალოს დიდი თანხა და დამსაჯოს იმისთვის, რომ მისი თანამონაწილე არ გავხდი იმ ანტიდასავლურ საქმეებში, რასაც ის სჩადის.

“მტკვარი ჰესის“ საქმეში ივანიშვილის წერილი შევიდა პროკურატურაში, ის ამბობს იმას, რომ “მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ, ბაჩიაშვილმა ფული მოიპარაო, არც მტკიცებულება, არც რამე დოკუმენტი საქმეში არ იდო. თანაინვესტირების ფონდს “მტკვარჰესთან“ ერთად მართავდა რამდენიმე პროექტს, ეს ფონდი დასავლური პრაქტიკით დაფუძნებული იყო და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ფონდში მიიღებოდა, საბჭოს მიერ მიიღებოდა, ეს გადაწყვეტილებები “მტკვარი ჰესს“ მიეწოდებოდა და ის აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს. “მტკვარი ჰესში“ დასავლური საინჟინრო კომპანიები იყვნენ ჩართული, რომლებიც ტენდერულ დოკუმენტებს აწარმოებდნენ. იდეაშიც კი, მე, როგორც დირექტორს, რამე უკანონობის ჩადენა რომ მდომებოდა, უფლებამოსილება არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რისი უფლება მქონდა და არა, “მტკვარი ჰესში“ არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიღებულა.

ამ ეტაპზე არ ვიცი, რა მუხლი შეიძლება წამიყენონ, რადგან არანაირი დანაშაული არ იკვეთება, პროკურატურას საქმის “შესაკერად“ რა დაჭირდება, არ ვიცი“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.