მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს
ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბა­თუმ­ში უა­მინ­დო­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი დრო­ე­ბით აჩე­რებს მუ­შა­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

“ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბი­სა და გზებ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ლი­პყი­ნუ­ლის გამო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი დრო­ე­ბით აჩე­რებს გა­და­ად­გი­ლე­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით”, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ბა­თუმ­ში თოვ­ლის სა­ფა­რი 50 სან­ტი­მეტრს აჭარ­ბებს. თო­ვი­სა და ქარ­ბუ­ქის გამო, ქა­ლაქ­ში სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ზღუ­დუ­ლია. ასე­ვე, ნა­ლექ­მა ხე­ე­ბი და­ა­ზი­ა­ნა, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლებს და­ე­ცა. რო­გორც ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ქუ­ჩე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“დიდ­თოვ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, ქა­ლაქს 70 ერ­თე­ულ­ზე მეტი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა და 700-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა”, - აცხა­დე­ბენ ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში

ავტორი:

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით”, - აცხადებენ უწყებაში.

ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. თოვისა და ქარბუქის გამო, ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. ამ ეტაპზე, ქალაქს 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში