პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დემი მური, სელენა გომესის გარდასახვა..." - Ozempic-ის ფაქტორი და შეწუხებული ფანები: ვინ როგორ გამოიყურებოდა SAG Awards-ზე
"დემი მური, სელენა გომესის გარდასახვა..." - Ozempic-ის ფაქტორი და შეწუხებული ფანები: ვინ როგორ გამოიყურებოდა SAG Awards-ზე

წლის სა­უ­კე­თე­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბი და კი­ნო­სუ­რა­თე­ბი 2025 წლის SAG Awards-ის გლო­ბა­ლურ სცე­ნა­ზე აღი­ნიშ­ნა. თუმ­ცა, კვი­რას სა­ღა­მოს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის სა­ოც­რად გამ­ხდარ­მა ფი­გუ­რამ აა­ფო­რი­ა­ქა.

  • ინ­დუსტრი­ა­ში წო­ნის დაკ­ლე­ბის წა­მალ Ozempic-ის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე ფიქ­სა­ცი­ის ფონ­ზე, რამ­დე­ნი­მე ვარ­სკვლავ­მა სხე­უ­ლის აშ­კა­რა ტრანსფორ­მა­ცი­ით მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი *ოს ან­ჯე­ლეს­ში, Shrine Auditorium-ში გა­მოჩ­ნდნენ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში Ozempic-ის ეპი­დე­მი­ამ ახალ სი­მაღ­ლე­ებს მი­აღ­წია, უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ან ღიად აღი­ა­რებს ამ მე­დი­კა­მენ­ტის როლს მათ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში, ან უსი­ტყვოდ, თვალ­სა­ჩი­ნოდ გამ­ხდა­რი სხე­უ­ლით იწ­ვევს სპე­კუ­ლა­ცი­ებს.

SAG Awards-ზე ოს­კა­რო­სა­ნი კეთი ბე­იტ­სი, რო­მელ­მაც გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ წა­მა­ლი მას 100 ფუნ­ტის დაკ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა, თა­ვის გამ­ხდარ ფი­გუ­რას შავ კოს­ტი­უმ­ში იწო­ნებ­და.

ამა­სო­ბა­ში, ბრუკ შილდსი, დემი მური, არი­ა­ნა გრან­დე და ჯორ­ჯი­ნა ჩაპ­მა­ნი კი­დევ უფრო გამ­ხდრე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

  • ფა­ნებ­მა შე­ნიშ­ნეს: "დემი მური ძა­ლი­ან გამ­ხდა­რია..."; "რო­გორც ჩანს, დამ­ნა­შა­ვე შე­იძ­ლე­ბა, Ozempic იყოს. უკვე გამ­ხდა­რი ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბიც კი დნე­ბი­ან. ნა­ხეთ ნი­კოლ კიდ­მა­ნი­სა და ბრუკ შილდსის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი. სა­ში­ნე­ლე­ბაა!!"

62 წლის მურ­მა თა­ვი­სი მოქ­ნი­ლი ფი­გუ­რა შავ, სხე­ულ­ზე მომ­დგარ კა­ბა­ში წარ­მო­ა­ჩი­ნა, რო­დე­საც სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის ჯილ­დო მი­ი­ღო ფილმში The Substance, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა კი­ნო­სუ­რათ­ში და­ბე­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მი­მარ­თავს.

ფილ­მის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ის მკაცრ დი­ე­ტა­სა და ვარ­ჯი­შის რე­ჟიმს მის­დევ­და, მათ შო­რის ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რულ­სა და ცეკ­ვის კარ­დი­ოს.

მურს გა­და­ღე­ბე­ბის დროს ასე­ვე ჰერ­პე­სის მარ­ტი­ვი ფორ­მა შე­ე­ყა­რა, რა­მაც, მისი თქმით, 20 ფუნ­ტის დაკ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ნიუ-იორ­კელ­მა წო­ნის დაკ­ლე­ბის ექიმ­მა, სიუ დე­კო­ტი­ის­მა DailyMail.com-ს გა­ნუ­ცხა­და: "დე­მის ლა­ვი­წის ძვლე­ბი ძა­ლი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლია. ჩანს, რომ იქ სა­ერ­თოდ არ არის ცხი­მი. კის­რის მყე­სე­ბი უჩანს."

  • პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა, დოქ­ტორ­მა დე­ნის შიმ­პფ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი ლა­ვი­წი მყა­რი "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა" იმი­სა, რომ ვარ­სკვლა­ვი Ozempic-ს ან მის მსგავს პრე­პა­რატს იყე­ნებს.

"იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თავი, რომ­ლებ­მაც დრა­მა­ტუ­ლად და­იკ­ლეს წო­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ამ წო­ნის და­საკ­ლე­ბი წამ­ლე­ბით, თით­ქოს, ძა­ლი­ან დიდი ჩანს სხე­ულ­თან შე­და­რე­ბით", - და­ა­მა­ტა ქი­რურ­გმა.

SAG Awards-ზე თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით არი­ა­ნა გრან­დე­მაც მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა.

წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის­თვის მან მხრებ­მოშ­ვე­ბუ­ლი კაბა მო­ირ­გო ნა­ო­ჭი­ა­ნი კა­პი­უ­შო­ნით, მო­ლივ­ლი­ვე ბა­დი­სებ­რი შლე­ი­ფი­თა და ნაზი ვარ­დის­ფე­რი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტე­ბით.

შილდსმა ვერ­ცხლის­ფე­რი, სხე­ულ­ზე მომ­დგა­რი კაბა აირ­ჩია, რო­მე­ლიც შე­სამ­ჩნე­ვად უფრო გამ­ხდარ სი­ლუ­ეტს უს­ვამ­და ხაზს.

  • თა­ვი­სი შე­სამ­ჩნე­ვად გამ­ხდა­რი ფი­გუ­რით სე­ლე­ნა გო­მეს­მაც გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია.

თუმ­ცა, მან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი წო­ნის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე მისი ლუ­პუ­სის მე­დი­კა­მენ­ტე­ბია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­ნიშ­ნა, რომ გო­მე­სი "ყო­ველ ჯერ­ზე სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა", როცა ჩნდე­ბა.

Golden Globes-ზე მისი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, შიმ­პფ­მა DailyMail.com-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ გო­მე­სი "ნამ­დვი­ლად გამ­ხდა­რია," მაგ­რამ ის არ არის "გა­მო­ფი­ტუ­ლი ან ჩა­მომ­ხმა­რი, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ, მე­დი­კა­მენ­ტის მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ხოლ­მე."

"მისი შემ­თხვე­ვა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და და­სად­გე­ნად. გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და, მას ეს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მისი სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბი­სა და სა­წყი­სი წო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ისე­დაც, არც ისე მძი­მე იყო", - აღ­ნიშ­ნა პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა.

წყა­რო

ავტორი:

"დემი მური, სელენა გომესის გარდასახვა..." - Ozempic-ის ფაქტორი და შეწუხებული ფანები: ვინ როგორ გამოიყურებოდა SAG Awards-ზე

"დემი მური, სელენა გომესის გარდასახვა..." - Ozempic-ის ფაქტორი და შეწუხებული ფანები: ვინ როგორ გამოიყურებოდა SAG Awards-ზე

წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუები და კინოსურათები 2025 წლის SAG Awards-ის გლობალურ სცენაზე აღინიშნა. თუმცა, კვირას საღამოს სოციალური მედია წითელ ხალიჩაზე რამდენიმე მსახიობი ქალის საოცრად გამხდარმა ფიგურამ ააფორიაქა.

  • ინდუსტრიაში წონის დაკლების წამალ Ozempic-ის მიმართ მიმდინარე ფიქსაციის ფონზე, რამდენიმე ვარსკვლავმა სხეულის აშკარა ტრანსფორმაციით მიიპყრო ყურადღება, როდესაც ისინი *ოს ანჯელესში, Shrine Auditorium-ში გამოჩნდნენ.

ბოლო პერიოდში Ozempic-ის ეპიდემიამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია, უამრავი ცნობილი ადამიანი ან ღიად აღიარებს ამ მედიკამენტის როლს მათ ტრანსფორმაციაში, ან უსიტყვოდ, თვალსაჩინოდ გამხდარი სხეულით იწვევს სპეკულაციებს.

SAG Awards-ზე ოსკაროსანი კეთი ბეიტსი, რომელმაც გაამჟღავნა, რომ წამალი მას 100 ფუნტის დაკლებაში დაეხმარა, თავის გამხდარ ფიგურას შავ კოსტიუმში იწონებდა.

ამასობაში, ბრუკ შილდსი, დემი მური, არიანა გრანდე და ჯორჯინა ჩაპმანი კიდევ უფრო გამხდრები გამოჩნდნენ.

  • ფანებმა შენიშნეს: "დემი მური ძალიან გამხდარია..."; "როგორც ჩანს, დამნაშავე შეიძლება, Ozempic იყოს. უკვე გამხდარი ცნობადი სახეებიც კი დნებიან. ნახეთ ნიკოლ კიდმანისა და ბრუკ შილდსის ბოლოდროინდელი ფოტოები. საშინელებაა!!"

62 წლის მურმა თავისი მოქნილი ფიგურა შავ, სხეულზე მომდგარ კაბაში წარმოაჩინა, როდესაც საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო ფილმში The Substance, საშინელებათა კინოსურათში დაბერებული მსახიობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდობის დასაბრუნებლად რადიკალურ ზომებს მიმართავს.

ფილმისთვის მოსამზადებლად, ის მკაცრ დიეტასა და ვარჯიშის რეჟიმს მისდევდა, მათ შორის ველოსიპედით სიარულსა და ცეკვის კარდიოს.

მურს გადაღებების დროს ასევე ჰერპესის მარტივი ფორმა შეეყარა, რამაც, მისი თქმით, 20 ფუნტის დაკლება გამოიწვია.

ნიუ-იორკელმა წონის დაკლების ექიმმა, სიუ დეკოტიისმა DailyMail.com-ს განუცხადა: "დემის ლავიწის ძვლები ძალიან გამოკვეთილია. ჩანს, რომ იქ საერთოდ არ არის ცხიმი. კისრის მყესები უჩანს."

  • პლასტიკურმა ქირურგმა, დოქტორმა დენის შიმპფმა კი აღნიშნა, რომ გამოკვეთილი ლავიწი მყარი "მტკიცებულებაა" იმისა, რომ ვარსკვლავი Ozempic-ს ან მის მსგავს პრეპარატს იყენებს.

"იმ ადამიანების თავი, რომლებმაც დრამატულად დაიკლეს წონაში, განსაკუთრებით კი ამ წონის დასაკლები წამლებით, თითქოს, ძალიან დიდი ჩანს სხეულთან შედარებით", - დაამატა ქირურგმა.

SAG Awards-ზე თავისი გარეგნობით არიანა გრანდემაც მიიპყრო ყურადღება.

წითელი ხალიჩისთვის მან მხრებმოშვებული კაბა მოირგო ნაოჭიანი კაპიუშონით, მოლივლივე ბადისებრი შლეიფითა და ნაზი ვარდისფერი ყვავილოვანი აქცენტებით.

შილდსმა ვერცხლისფერი, სხეულზე მომდგარი კაბა აირჩია, რომელიც შესამჩნევად უფრო გამხდარ სილუეტს უსვამდა ხაზს.

  • თავისი შესამჩნევად გამხდარი ფიგურით სელენა გომესმაც გაკვირვება გამოიწვია.

თუმცა, მან განაცხადა, რომ მისი წონის ცვალებადობაზე მისი ლუპუსის მედიკამენტებია პასუხისმგებელი.

სოციალური მედიის ერთმა მომხმარებელმა შენიშნა, რომ გომესი "ყოველ ჯერზე სხვანაირად გამოიყურება", როცა ჩნდება.

Golden Globes-ზე მისი გამოჩენის შემდეგ, შიმპფმა DailyMail.com-ს განუცხადა, რომ გომესი "ნამდვილად გამხდარია," მაგრამ ის არ არის "გამოფიტული ან ჩამომხმარი, რაც ჩვეულებრივ, მედიკამენტის მთავარი მაჩვენებელია ხოლმე."

"მისი შემთხვევა ყველაზე რთული იქნებოდა დასადგენად. გამიკვირდებოდა, მას ეს რომ გაეკეთებინა, მისი სხვა სამედიცინო პრობლემებისა და საწყისი წონის გათვალისწინებით, რომელიც ისედაც, არც ისე მძიმე იყო", - აღნიშნა პლასტიკურმა ქირურგმა.

წყარო