რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის გამზირზე გზა გადაკეტილია.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მივიდნენ.
მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”
ასევე მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს დროშები, რადგან მარშის ლოზუნგი იყო - „დროშებით ხელში თემურ ქათამაძისთვის”.
„დიდება გმირებს!“ „გამარჯვება უკრაინას!” გამარჯვება საქართველოს!”- სკანდირებენ მარშის მონაწილეები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე 86-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.