სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უსინდისო განცხადებაა - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთს ბევრი მიმართულებით ვჯობივართ" -  ვოლსკი სიკორსკის პასუხობს
"ეს უსინდისო განცხადებაა - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთს ბევრი მიმართულებით ვჯობივართ" -  ვოლსკი სიკორსკის პასუხობს

ვფიქ­რობ, ჩვენს მი­მართ ეს უსინ­დი­სო გან­ცხა­დე­ბაა ამ ადა­მი­ა­ნის [რა­დოს­ლავ სი­კორსკი] მხრი­დან - არა­ვი­თა­რი ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში - ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა­ში პო­ლო­ნეთ­საც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვჯო­ბი­ვართ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი, გია ვოლ­სკი პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, რა­დოს­ლავ სი­კორსკის გან­ცხა­დე­ბას.

  • მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის გარ­კვე­უ­ლი წრის მონ­დო­მე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. ვოლ­სკის შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა რა­დოს­ლავ სი­კორსკის გან­ცხა­დე­ბაც.

„ვფიქ­რობ, ჩვენს მი­მართ ეს უსინ­დი­სო გან­ცხა­დე­ბაა ამ ადა­მი­ა­ნის [რა­დოს­ლავ სი­კორსკი] მხრი­დან. ის პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­კვე­ულ პრო­ცე­სებ­თან, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ რა­ღაც ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი ალი­ან­სის შექ­მნას. თვი­თონ, მისი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც დიდი ფონ­დის მარ­თვის საბ­ჭოს წევ­რია, კონ­კრე­ტუ­ლად NED-ის და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ ამო­ცა­ნა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ რო­გორ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეც­ვლის. არა­ვი­თა­რი ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლით წინ ვართ, მათ შო­რის პო­ლო­ნეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში - გინ­და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის თემა იყოს, გინ­დაც სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და გინ­და მარ­თვის გამჭვირ­ვა­ლო­ბა. პო­ლო­ნეთ­საც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვჯო­ბი­ვართ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა­ში. ეს არის მთა­ვა­რი და არა გან­წყო­ბე­ბი და აღ­ქმე­ბი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა სი­კორსკის გან­ცხა­დე­ბაც, რად­გან ერთი, რომ ფაქ­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა არის და მე­ო­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ გრძნობს რა გეგ­მა და ამო­ცა­ნა აქვს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის გარ­კვე­უ­ლი წრის მონ­დო­მე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ლი­გო­ნად გა­და­აქ­ცი­ეს. ეს არის რე­ა­ლო­ბა და ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი”, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, რა­დოს­ლავ სი­კორსკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­ე­ლი­ან ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი ტრენ­დის შებ­რუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” და­ამ­კვიდ­რა.

მან ისა­უბ­რა გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცეს­ში „უარ­ყო­ფით ტრენ­დებ­ზეც“ - ამ კონ­ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლო ახ­სე­ნა და გა­მოთ­ქვა მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი ტრენ­დი „შე­მობ­რუნ­დე­ბა“. ასე­ვე, მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ.

„სამ­წუ­ხა­როდ, გა­ფარ­თო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში ასე­ვე უარ­ყო­ფით ტრენ­დებს ვა­დევ­ნებთ თვალს. მო­ვე­ლით ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი ტრენ­დის შებ­რუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” და­ამ­კვიდ­რა - რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ეჭ­ვო სტან­დარ­ტე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მო­ვი­და. პო­ლო­ნე­თის [ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­ში] პრე­ზი­დენ­ტო­ბა მხარს და­უ­ჭერს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს”, - გა­ნა­ცხა­და სი­კორსკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს უსინდისო განცხადებაა - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთს ბევრი მიმართულებით ვჯობივართ" -  ვოლსკი სიკორსკის პასუხობს

"ეს უსინდისო განცხადებაა - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთს ბევრი მიმართულებით ვჯობივართ" -  ვოლსკი სიკორსკის პასუხობს

ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავ სიკორსკი] მხრიდან - არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას.

  • მისი თქმით, ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომებაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ვოლსკის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება რადოსლავ სიკორსკის განცხადებაც.

„ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავ სიკორსკი] მხრიდან. ის პირდაპირ დაკავშირებულია გარკვეულ პროცესებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართ რაღაც ანტაგონისტური ალიანსის შექმნას. თვითონ, მისი მეუღლე, რომელიც დიდი ფონდის მართვის საბჭოს წევრია, კონკრეტულად NED-ის და ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე არიან ორიენტირებული, რომ როგორმე საქართველოში ისეთი პრობლემები შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის. არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში. ყველა მაჩვენებლით წინ ვართ, მათ შორის პოლონეთთან მიმართებაში - გინდა კორუფციასთან ბრძოლის თემა იყოს, გინდაც სასამართლოს სამართლიანობა და გინდა მართვის გამჭვირვალობა. პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში. ეს არის მთავარი და არა განწყობები და აღქმები, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამას ემსახურება სიკორსკის განცხადებაც, რადგან ერთი, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა არის და მეორე, საზოგადოება ხომ გრძნობს რა გეგმა და ამოცანა აქვს - ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ეს არის ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომება და ამ შემთხვევაში უკვე საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების პოლიგონად გადააქციეს. ეს არის რეალობა და ამას ემსახურება, სამწუხაროდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.

მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ - ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება“. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა - რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, - განაცხადა სიკორსკიმ.