აქციებზე დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა ოთარ ჭიჭინაძე შვილს მიმართავს.
ემოციურ კადრებს “ტვ პირველი“ ავრცელებს.
“ანდრო მაგრად იყავი... რა გითხრა. ვიცი, რომ შენ ყველაფერს სწორად გააკეთებ, რაც უნდა გააკეთო. აი ასე იყავი და როგორც შენ გწამს პირველ რიგში,“ - მიმართავს მსახიობს მამა.
შეგახსენებთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.
“ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის - გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის, მენატრებით”, - წერს ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან.
იხილეთ ასევე: