საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ზონის დატბორვა“, “სენსორული გადატვირთვა“ და ა.შ. - სტრატეგიები, რომელსაც  ტრამპი პოლიტიკაში დომინირებისთვის იყენებს: “პირველად ეს პუტინმა გამოიყენა"
“ზონის დატბორვა“, “სენსორული გადატვირთვა“ და ა.შ. - სტრატეგიები, რომელსაც  ტრამპი პოლიტიკაში დომინირებისთვის იყენებს: “პირველად ეს პუტინმა გამოიყენა"

ერთი თვეც არ არის გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამპმა მე­ო­რე ვა­დით და­ი­წყო აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და უკვე ახორ­ცი­ე­ლებს თა­ვის და­პი­რე­ბულ პროგ­რა­მებს “სი­ნათ­ლის სის­წრა­ფით“.

20 იან­ვარს გა­მარ­თუ­ლი მისი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ, ტრამპმა შე­ი­წყა­ლა 2021 წლის 6 იან­ვრის კა­პი­ტო­ლი­უ­მის არე­უ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, შე­წყვი­ტა უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბა, და­ი­წყო არა­ლე­გა­ლუ­რი იმიგ­რა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა, შე­მო­ი­ღო ტა­რი­ფე­ბი ჩი­ნეთს წი­ნა­აღ­მდეგ და უამ­რა­ვი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

ღა­ზის “ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რი­ვი­ე­რად“ გა­დაქ­ცე­ვის გეგ­მის მიღ­მა, მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყვე­ლა­ზე მე­ტად ტრამ­პის ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გია - რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა მო­ექ­ცა. მან უკვე მო­ა­ხერ­ხა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი. გარ­და ამი­სა, ელ-რი­ად­ში აშშ-სა და რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა შედ­გა მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო.

აშშ-ისა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა სა­უ­დის არა­ბეთ­ში

დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე­ე­ბი ყვე­ლა ამ ქმე­დე­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი სხვა რა­მეს ფიქ­რო­ბენ... ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ასე­თი სწრა­ფი, ქა­ო­სუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მიზ­ნად ისა­ხავს ოპო­ნენ­ტე­ბის შე­სუს­ტე­ბას.

  • სა­უ­ბა­რია ტექ­ნი­კა­ზე სა­ხე­ლით - "ზო­ნის დატ­ბორ­ვა" (აღ­ნიშ­ნუ­ლი ტაქ­ტი­კა და გა­მოთ­ქმა, მო­დის ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თი­დან და ახლა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც პიარ ტერ­მი­ნი). ტრამპმა ეს ტაქ­ტი­კა უკვე გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის დროს. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, და ახლა მას უფრო ფარ­თო მას­შტა­ბით იყე­ნებს.

რა არის ეს სტრა­ტე­გია და რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს ტრამ­პი?

  • სპორ­ტი­დან პო­ლი­ტი­კამ­დე

ტერ­მი­ნი “ზო­ნის დატ­ბორ­ვა“ ჰქვია სტრა­ტე­გი­ას ამე­რი­კულ ფეხ­ბურთში, რომ­ლის დრო­საც შემ­ტე­ვი გუნ­დი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის დაც­ვას მო­ედ­ნის კონ­კრე­ტულ მხა­რე­ში "პრე­სავს", რათა შემ­დეგ­ში მისი სუს­ტი მხა­რე­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს.

BBC ტრამ­პის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი მრჩევ­ლის, სტივ ბე­ნო­ნის პო­ზი­ცი­ას გვი­ზი­ა­რებს.

benon
ტრამ­პის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი სტივ ბე­ნო­ნი

ბე­ნონ­მა 2018 წელს გან­მარ­ტა, რომ ტრამ­პის რე­ა­ლუ­რი მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი იყ­ვნენ არა დე­მოკ­რა­ტე­ბი, არა­მედ მე­დია. პრე­სის “მო­ტყუ­ე­ბის“ ერთ-ერთი გზაა “ზო­ნის დატ­ბორ­ვა“, ანუ - “ვე­ლის ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბით შევ­სე­ბა“. დიდი მო­ცუ­ლო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი და ყუ­რა­დღე­ბის გამ­ფან­ტვე­ლი ხმა­უ­რი თა­ვის საქ­მეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

კრი­ტი­კო­სე­ბის დაბ­ნე­ვა და სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ოპო­ნენ­ტებს ერთი ნა­რა­ტი­ვის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­უშ­ლის ხელს

  • დო­მი­ნი­რე­ბა - რო­გორ “კარ­ნა­ხობს სა­უბ­რის პი­რო­ბებს“ ტრამ­პი?

“ტრამ­პი არ ად­გენს მხო­ლოდ დღის წეს­რიგს - ის ამუ­შა­ვებს მას. ტაქ­ტი­კა - “ზო­ნის გა­დატ­ვირ­თვა“ უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ვე­რა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა [მის სა­კა­მა­თო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით] ვერ მი­ი­პყრობს ყუ­რა­დღე­ბას იმ­დენ ხანს, რომ [მას] გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გეს. სკან­და­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა პო­ლი­ტი­კო­სებს ჩა­ძი­რავ­და, მის შემ­თხვე­ვა­ში სუს­ტად შე­იმ­ჩნე­ვა“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს კრი­ზი­სუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფირ­მის Red Banyan-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ევან ნირ­მან­მა.

ნირ­მა­ნი ტრამ­პის სტრა­ტე­გი­ას “გათ­ვლილს“ უწო­დებს და დას­ძენს, რომ მისი მი­ზა­ნია ახალ ამ­ბებ­ში დო­მი­ნი­რე­ბა. აშშ-ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი თა­ვი­სი აქ­ტი­უ­რო­ბით დღის წეს­რიგს ისე მჭიდ­როდ ავ­სებს, რომ სა­ბო­ლო­ოდ ის “კარ­ნა­ხობს სა­უბ­რის პი­რო­ბებს“ - ოპო­ნენ­ტებს კი მხო­ლოდ ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, რომ მის დღის წეს­რიგ­ზე ჰქონ­დეთ რე­ა­გი­რე­ბა.

“პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფრთხი­ლობს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და­ნერგვას, მაგ­რამ ტრამ­პი ყვე­ლა­ფერს უმალ აქ­ცევს შოუდ. იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო საქ­მე თუ სპონ­ტა­ნუ­რი გან­ცხა­დე­ბა, სტრა­ტე­გია იგი­ვე რჩე­ბა: ყო­ველ­თვის გა­და­დი თავ­დას­ხმა­ზე, გა­ა­კონ­ტრო­ლე ში­ნა­არ­სი და არ მის­ცეთ კრი­ტი­კას ფე­ხის მო­კი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ნირ­მა­ნი.

  • ოპო­ზი­ცი­ის შე­სუს­ტე­ბა

მი­ჩი­გან-დი­ბორ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მა­იკლ მონტგო­მე­რი ამ­ბობს, რომ ტრამ­პის ეს სტრა­ტე­გია პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას აბ­ნევს.

”ეს ხალ­ხს და ჯგუ­ფებს აი­ძუ­ლებს გა­ი­ფან­ტონ თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებ­ში/პო­ზი­ცი­ებ­ში და არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ებ­რძო­ლონ მას. შე­დე­გად, ეს ამ­ცი­რებს იმის ალ­ბა­თო­ბას, რომ ოპო­ნენ­ტე­ბი მის [ტრამ­პის] წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ,” - ამ­ბობს მონტგო­მე­რი.

  • სტრა­ტე­გია Friday drop

მე­დია კომ­პა­ნია Criterion Global-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, კეტ­რინ კარ­ტრა­ი­ტი სტრა­ტე­გი­ის კი­დევ ერთ ნა­წილ­ზე მოგ­ვი­თხრობს.

Friday drop არის ტაქ­ტი­კა, რო­დე­საც ქვეყ­ნის­თვის გან­მსა­ზღვრე­ლი სა­კა­მა­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ცხად­დე­ბა ხოლ­მე კვი­რის ბო­ლოს და მისი გან­ხილ­ვა დიდ­ხანს ვერ გრძელ­დე­ბა, რად­გან რო­გორც წესი, შა­ბათ-კვი­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იკ­ლებს.

კარ­ტრა­იტს მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს Fox News-ის ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნის, პიტ ჰეგ­სე­ტის და­ნიშ­ვნა აშშ-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის პოსტზე. კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ჰეგ­სეთს არ ჰქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის, თუმ­ცა, რად­გან მისი და­ნიშ­ვნა პა­რას­კევს და­დას­ტურ­და, “ორ­შა­ბათს დი­ლით ფაქ­ტი უკვე გაქ­რა ახა­ლი ამ­ბე­ბის დღის წეს­რი­გი­დან“.

  • "სენ­სო­რუ­ლი გა­დატ­ვირ­თვა"

დე­მოკ­რა­ტი კონ­გრეს­მე­ნი ჯე­ი­მი რას­კი­ნი ტრამ­პის ინ­ტენ­სი­ურ ტემპს აღ­წერს, რო­გორც "სენ­სო­რუ­ლი გა­დატ­ვირ­თვა".

პრო­ფე­სო­რი, მა­იკლ მონტგო­მე­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ბო­ლო­ოდ - “სენ­სო­რუ­ლი თუ ზო­ნის გა­დატ­ვირ­თვა“ გუ­ლის­ხმობს ქა­ო­სის შექ­მნას, რო­მე­ლიც ამო­წუ­რავს ოპო­ზი­ცი­ას და ზრდის ხმა­უ­რის დო­ნეს იმ იმე­დით, რომ უფრო მეტი ამე­რი­კე­ლი გა­მო­ე­თი­შე­ბა ქა­ო­სურ მსჯე­ლო­ბებს და უკან და­ი­ხევს.

  • გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და “ზო­ნის დატ­ბორ­ვის“ სტრა­ტე­გია ადრე?

2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში, შონ ილინ­გმა Vox-ის სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სტრა­ტე­გი­ის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­ი­წყო.

“პუ­ტინ­მა გა­მო­ი­ყე­ნა მისი კონ­ტრო­ლის ქვეშ მყო­ფი მე­დია, რათა შე­ექ­მნა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ნის­ლი, რა­მაც ხელი შე­უ­წყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბას ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით - უნ­დობ­ლო­ბა საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ შე­ეძ­ლოს და არ სურ­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რა­ი­მე იდე­ის გარ­შე­მო“, - წერს გა­მო­ცე­მა.

თუმ­ცა არის ერთი გან­სხვა­ვე­ბა - ტრამ­პი იყე­ნებს სტრა­ტე­გი­ას სა­ზა­რე­ლი სიჩ­ქა­რით, ფილტრე­ბის გა­რე­შე და სრუ­ლად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლად.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“ზონის დატბორვა“, “სენსორული გადატვირთვა“ და ა.შ. - სტრატეგიები, რომელსაც  ტრამპი პოლიტიკაში დომინირებისთვის იყენებს: “პირველად ეს პუტინმა გამოიყენა"

“ზონის დატბორვა“, “სენსორული გადატვირთვა“ და ა.შ. - სტრატეგიები, რომელსაც  ტრამპი პოლიტიკაში დომინირებისთვის იყენებს: “პირველად ეს პუტინმა გამოიყენა"

ერთი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მეორე ვადით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება და უკვე ახორციელებს თავის დაპირებულ პროგრამებს “სინათლის სისწრაფით“.

20 იანვარს გამართული მისი ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპმა შეიწყალა 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის არეულობაში მონაწილე პირები, შეწყვიტა უცხოური დახმარება, დაიწყო არალეგალური იმიგრაციის განადგურება, შემოიღო ტარიფები ჩინეთს წინააღმდეგ და უამრავი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

ღაზის “ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადაქცევის გეგმის მიღმა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად ტრამპის ერთ-ერთი პოლიტიკური სტრატეგია - რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება მოექცა. მან უკვე მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი. გარდა ამისა, ელ-რიადში აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების პირველი შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში

დონალდ ტრამპის მომხრეები ყველა ამ ქმედებას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებად მიიჩნევენ, თუმცა, ანალიტიკოსები სხვა რამეს ფიქრობენ... ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი სწრაფი, ქაოსური და ხმაურიანი გადაწყვეტილების მიღება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ოპონენტების შესუსტებას.

  • საუბარია ტექნიკაზე სახელით - "ზონის დატბორვა" (აღნიშნული ტაქტიკა და გამოთქმა, მოდის ამერიკული ფეხბურთიდან და ახლა გამოიყენება როგორც პიარ ტერმინი). ტრამპმა ეს ტაქტიკა უკვე გამოიყენა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. ექსპერტების თქმით, და ახლა მას უფრო ფართო მასშტაბით იყენებს.

რა არის ეს სტრატეგია და რის მიღწევას ცდილობს ტრამპი?

  • სპორტიდან პოლიტიკამდე

ტერმინი “ზონის დატბორვა“ ჰქვია სტრატეგიას ამერიკულ ფეხბურთში, რომლის დროსაც შემტევი გუნდი მოწინააღმდეგის დაცვას მოედნის კონკრეტულ მხარეში "პრესავს", რათა შემდეგში მისი სუსტი მხარეები გამოიყენოს.

BBC ტრამპის ყოფილი მთავარი მრჩევლის, სტივ ბენონის პოზიციას გვიზიარებს.

benon
ტრამპის ყოფილი მთავარი მრჩეველი სტივ ბენონი

ბენონმა 2018 წელს განმარტა, რომ ტრამპის რეალური მთავარი ოპონენტი იყვნენ არა დემოკრატები, არამედ მედია. პრესის “მოტყუების“ ერთ-ერთი გზაა “ზონის დატბორვა“, ანუ - “ველის ყველანაირი სისულელეებით შევსება“. დიდი მოცულობის აბსოლუტური და ყურადღების გამფანტველი ხმაური თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს.

კრიტიკოსების დაბნევა და სტრატეგია, რომელიც ოპონენტებს ერთი ნარატივის გარშემო გაერთიანებაში შეუშლის ხელს

  • დომინირება - როგორ “კარნახობს საუბრის პირობებს“ ტრამპი?

“ტრამპი არ ადგენს მხოლოდ დღის წესრიგს - ის ამუშავებს მას. ტაქტიკა - “ზონის გადატვირთვა“ უზრუნველყოფს იმას, რომ ვერანაირი დაპირისპირება [მის საკამათო ქმედებებთან დაკავშირებით] ვერ მიიპყრობს ყურადღებას იმდენ ხანს, რომ [მას] გრძელვადიანი ზიანი მიადგეს. სკანდალები, რომლებიც სხვა პოლიტიკოსებს ჩაძირავდა, მის შემთხვევაში სუსტად შეიმჩნევა“, - განუცხადა BBC-ს კრიზისული კომუნიკაციების ფირმის Red Banyan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ევან ნირმანმა.

ნირმანი ტრამპის სტრატეგიას “გათვლილს“ უწოდებს და დასძენს, რომ მისი მიზანია ახალ ამბებში დომინირება. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი თავისი აქტიურობით დღის წესრიგს ისე მჭიდროდ ავსებს, რომ საბოლოოდ ის “კარნახობს საუბრის პირობებს“ - ოპონენტებს კი მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ მის დღის წესრიგზე ჰქონდეთ რეაგირება.

“პოლიტიკოსების უმეტესობა ფრთხილობს ახალი ინიციატივების დანერგვას, მაგრამ ტრამპი ყველაფერს უმალ აქცევს შოუდ. იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლო საქმე თუ სპონტანური განცხადება, სტრატეგია იგივე რჩება: ყოველთვის გადადი თავდასხმაზე, გააკონტროლე შინაარსი და არ მისცეთ კრიტიკას ფეხის მოკიდების საშუალება“, - აღნიშნავს ნირმანი.

  • ოპოზიციის შესუსტება

მიჩიგან-დიბორნის უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ მონტგომერი ამბობს, რომ ტრამპის ეს სტრატეგია პოლიტიკურ ოპოზიციას აბნევს.

”ეს ხალხს და ჯგუფებს აიძულებს გაიფანტონ თავიანთ მოსაზრებებში/პოზიციებში და არაკოორდინირებულად ებრძოლონ მას. შედეგად, ეს ამცირებს იმის ალბათობას, რომ ოპონენტები მის [ტრამპის] წინააღმდეგ გაერთიანებას შეძლებენ,” - ამბობს მონტგომერი.

  • სტრატეგია Friday drop

მედია კომპანია Criterion Global-ის თანადამფუძნებელი, კეტრინ კარტრაიტი სტრატეგიის კიდევ ერთ ნაწილზე მოგვითხრობს.

Friday drop არის ტაქტიკა, როდესაც ქვეყნისთვის განმსაზღვრელი საკამათო გადაწყვეტილებები ცხადდება ხოლმე კვირის ბოლოს და მისი განხილვა დიდხანს ვერ გრძელდება, რადგან როგორც წესი, შაბათ-კვირას საზოგადოების ყურადღება იკლებს.

კარტრაიტს მაგალითად მოჰყავს Fox News-ის ყოფილი წამყვანის, პიტ ჰეგსეტის დანიშვნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ჰეგსეთს არ ჰქონდა გამოცდილება აღნიშნული თანამდებობისთვის, თუმცა, რადგან მისი დანიშვნა პარასკევს დადასტურდა, “ორშაბათს დილით ფაქტი უკვე გაქრა ახალი ამბების დღის წესრიგიდან“.

  • "სენსორული გადატვირთვა"

დემოკრატი კონგრესმენი ჯეიმი რასკინი ტრამპის ინტენსიურ ტემპს აღწერს, როგორც "სენსორული გადატვირთვა".

პროფესორი, მაიკლ მონტგომერი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ - “სენსორული თუ ზონის გადატვირთვა“ გულისხმობს ქაოსის შექმნას, რომელიც ამოწურავს ოპოზიციას და ზრდის ხმაურის დონეს იმ იმედით, რომ უფრო მეტი ამერიკელი გამოეთიშება ქაოსურ მსჯელობებს და უკან დაიხევს.

  • გამოიყენებოდა “ზონის დატბორვის“ სტრატეგია ადრე?

2020 წლის თებერვალში, შონ ილინგმა Vox-ის სტატიაში აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიის ფართო გამოყენება პოსტსაბჭოთა რუსეთში, ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.

“პუტინმა გამოიყენა მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მედია, რათა შეექმნა დეზინფორმაციის ნისლი, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში უნდობლობას ყველაფერთან დაკავშირებით - უნდობლობა საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შეეძლოს და არ სურდეს გაერთიანება რაიმე იდეის გარშემო“, - წერს გამოცემა.

თუმცა არის ერთი განსხვავება - ტრამპი იყენებს სტრატეგიას საზარელი სიჩქარით, ფილტრების გარეშე და სრულად არაპროგნოზირებულად.

წყარო

იხილეთ ასევე: