საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ითოვებს ხვალაც... კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით ქარის გაძლიერებასაც" - როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უამინდობა?
"ითოვებს ხვალაც...  კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით ქარის გაძლიერებასაც" - როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უამინდობა?

20 თე­ბერ­ვლის დი­ლას, თბი­ლი­სის რიგ უბ­ნებ­ში მცხოვ­რებ დე­და­ქა­ლა­ქე­ლებს თოვ­ლი დახ­ვდათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თოვ­და გა­რე­უბ­ნებ­ში. წუ­ხელ ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში თოვ­ლი და ყინ­ვა იყო. თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რა...

- დღეს ვფიქ­რობთ, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში თოვა ისევ გაგ­რძელ­დე­ბა, ასე­ვე ითო­ვებს ხვა­ლაც. შემ­დეგ უკვე უნდა შემ­ცირ­დეს თო­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, მაგ­რამ კი­დევ უფრო აცივ­დე­ბა და ღა­მით ყინ­ვა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. 23-24-25 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ასე­თი არამ­დგრა­დი ამინ­დი ნარ­ჩუნ­დე­ბა, 26 თე­ბერ­ვლამ­დე. ჯერ არ ჩანს, არც დათ­ბო­ბა არც ამინ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლის­ში თოვ­ლი და­დოს?

- დიახ, მაგ­რამ თბი­ლი­სის თოვ­ლი ცოტა რთუ­ლი თე­მაა. ახლა რე­გი­ო­ნებ­შიც ყველ­გან თოვს, კა­ხეთ­შიც, და­სავ­ლეთ­შიც, პროგ­ნო­ზი ისე­თი გვაქვს, რომ შე­საძ­ლოა თოვ­ლი თბი­ლის­შიც და­დოს. ამ დრო­ის­თვის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში შე­ზღუ­დუ­ლია მოძ­რა­ო­ბა. კობი-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე დიდი თოვ­ლი მო­ვი­და, ასე­ვე სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, შე­ზღუ­დუ­ლია ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა. იქაც უფრო ძლი­ე­რად მო­თოვს.

ზო­გა­დად რთუ­ლი ზამ­თა­რი არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, კა­ხეთ­ში რომ კარ­გი თოვ­ლი მო­ვი­და, სჭირ­დე­ბო­დათ და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ჩვენ ისეთ კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში ვართ თოვ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თე­ბერ­ვა­ლია, ჯერ კი­დევ ზამ­თა­რი და არ არის გა­საკ­ვი­რი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ითოვებს ხვალაც... კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით ქარის გაძლიერებასაც" - როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უამინდობა?

"ითოვებს ხვალაც...  კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით ქარის გაძლიერებასაც" - როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უამინდობა?

20 თებერვლის დილას, თბილისის რიგ უბნებში მცხოვრებ დედაქალაქელებს თოვლი დახვდათ. განსაკუთრებულად თოვდა გარეუბნებში. წუხელ ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში თოვლი და ყინვა იყო. თოვლი მოვიდა როგორ თბილისის შემოგარენში, ასევე რეგიონების ნაწილში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე მოსალოდნელ ამინდებზე დეტალურად გვესაუბრა...

- დღეს ვფიქრობთ, რომ დედაქალაქში თოვა ისევ გაგრძელდება, ასევე ითოვებს ხვალაც. შემდეგ უკვე უნდა შემცირდეს თოვის ინტენსივობა, მაგრამ კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. 23-24-25 თებერვალს ველოდებით ქარის გაძლიერებას. ამ მოკლე პერიოდში ასეთი არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება, 26 თებერვლამდე. ჯერ არ ჩანს, არც დათბობა არც ამინდის გაუმჯობესება.

- შესაძლებელია თბილისში თოვლი დადოს?

- დიახ, მაგრამ თბილისის თოვლი ცოტა რთული თემაა. ახლა რეგიონებშიც ყველგან თოვს, კახეთშიც, დასავლეთშიც, პროგნოზი ისეთი გვაქვს, რომ შესაძლოა თოვლი თბილისშიც დადოს. ამ დროისთვის სხვადასხვა რეგიონში შეზღუდულია მოძრაობა. კობი-გუდაურის მონაკვეთზე დიდი თოვლი მოვიდა, ასევე სამხრეთ საქართველოში, ახალციხე, ახალქალაქი, შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება. იქაც უფრო ძლიერად მოთოვს.

ზოგადად რთული ზამთარი არ ყოფილა, პირიქით, კახეთში რომ კარგი თოვლი მოვიდა, სჭირდებოდათ და ძალიან გაუხარდათ. ჩვენ ისეთ კლიმატურ ზონაში ვართ თოვლი აუცილებელია. თებერვალია, ჯერ კიდევ ზამთარი და არ არის გასაკვირი.

იხილეთ ასევე: