კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ რთულ პერიოდში დავოჯახდი..." - ძალა, რწმენა და სოციალური მედია: როგორ დაამარცხა სიმსივნე ლიკა გაგნიძემ?
"იმ რთულ პერიოდში დავოჯახდი..." - ძალა, რწმენა და სოციალური მედია: როგორ დაამარცხა სიმსივნე ლიკა გაგნიძემ?

31 წლის ლიკა გაგ­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ვი­სი იუ­მო­რის­ტუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით გახ­და, თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გი­ნეს. ლი­კამ გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი და სენ­თან ბრძო­ლის ეტა­პე­ბი გარე სამ­ყა­როს­გან არ და­ე­მა­ლა, პი­რი­ქით - სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ამ ნა­ბი­ჯით სხვებ­საც იმედს აძ­ლევ­და, ვინც მსგავს რთულ პე­რი­ოდს გა­დი­ო­და... უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ლიკა ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს, რაც სენ­თან ბრძო­ლის დრო­საც არ შე­უ­წყვე­ტია: ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­კუ­თარ სა­ლონს, რო­მელ­შიც ვი­ზა­ჟის­ტა­დაც მუ­შა­ობს. მისი ამ­ბა­ვი იმ ადა­მი­ა­ნურ ძა­ლას ასა­ხავს, რომ­ლი­თაც ჩემი რეს­პონ­დენ­ტი სირ­თუ­ლე­ებს ღი­მი­ლით, რწმე­ნით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით ებ­რძვის. რო­გორც მი­თხრა, სამ­ყა­რო სულ სხვაგ­ვა­რად და­ი­ნა­ხა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გულ­წრფე­ლად გაგ­ვი­ზი­ა­რა, რაც არა მხო­ლოდ სიმ­სივ­ნეს­თან მებ­რძოლ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ად­გე­ბათ, არა­მედ - ყვე­ლას, ვი­საც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა გვი­წევს...

- ლიკა, შენი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო, როცა სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ გა­ი­გე?

- რა თქმა უნდა, ამ დი­აგ­ნო­ზის მოს­მე­ნა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა - ალ­ბათ, არ­ცერ­თი ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს მი­სა­ღე­ბი არ იქ­ნე­ბო­და... თავ­და­პირ­ვე­ლად, ცუ­დად მი­ვი­ღე, ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი თით­ქმის არა­ფე­რია. მით უმე­ტეს, მე­დი­ცი­ნა ისე გან­ვი­თარ­და, რომ სას­წა­უ­ლებს ახ­დე­ნენ. სას­წა­უ­ლის და­ვი­ჯე­რე და მო­ცე­მუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რად გან­ვე­წყვე.

- შენ­ში მიმ­დი­ნა­რე ში­ნა­გა­ნი დი­ა­ლო­გი რო­გო­რი იყო, სა­კუ­თარ თავს რა კი­თხვებს უს­ვამ­დი?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ აზ­რთან შე­გუ­ე­ბა მი­ჭირ­და, რომ ამ სე­ნით ავად ვი­ყა­ვი. ონ­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი მი­წევ­და. როცა ვხე­დავ­დი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სიმ­სივ­ნე ჰქონ­დათ, თით­ქოს "მა­თი­ა­ნად" თავს ვერ ვგრძნობ­დი. ვამ­ბობ­დი, - აქ რა მინ­და-მეთ­ქი?! იმ გა­რე­მო­ე­ბებ­საც ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი, რომ გა­მოკ­ვლე­ვებს ვი­ტა­რებ­დი, რათა ჩემი და­ა­ვა­დე­ბის სირ­თუ­ლის დონე გა­მე­გო. გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პა­სუ­ხის გა­გე­ბამ­დე, ხში­რად იმა­ზეც ვფიქ­რობ­დი, რომ შე­საძ­ლო სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ აზრს უნდა შევ­გუ­ე­ბო­დი. მოკ­ლედ, კარ­გი და ცუდი შე­დე­გის შან­სე­ბი 50/50-ზე და­ვა­ყე­ნე. ამ აზრს 5-6 თვე ვე­გუ­ე­ბო­დი - გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ამ­დენ ხანს გა­ი­წე­ლა... პა­სუ­ხის მო­ლო­დი­ნი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო... ტან­ჯვის მო­ლო­დი­ნი რომ არ მქო­ნო­და, მერ­ჩივ­ნა, ცუდ­ზე ბევ­რი მე­ფიქ­რა - სა­კუ­თარ თავს ყვე­ლაფ­რის­თვის ვამ­ზა­დებ­დი...

- თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვი­ტე, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ეტა­პებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ებ­დი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, არა­ფე­რი შე­ვიმ­ჩნიე. ამ ამ­ბავს 6 თვე ვმა­ლავ­დი. ყო­ველ­დღი­უ­რად პო­ზი­ტი­უ­რი ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბას ვაგ­რძე­ლებ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ როცა ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქი და ისე­თი ვი­დე­ო­ე­ბი დამ­ჭირ­და, რომ­ლებ­შიც ვნა­ხავ­დი ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩემ­სა­ვით რთულ პე­რი­ოდს გა­დი­ოდ­ნენ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ტი­პის ვი­დეო ბევ­რი არ იყო. მერე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გი­ლას წარ­მო­ვიდ­გი­ნე თავი, ვინც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, რო­გორ­შიც თა­ვად გახ­ლდით. რაკი ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი მყავს, ვი­ფიქ­რე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ხალ­ხის­თვის ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუ რო­გორ ვი­ტა­რებ­დი გა­მოკ­ვლე­ვებს, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი... როცა ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, უკვე იმ აზრს შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და ვფიქ­რობ­დი, კარ­გი შე­დე­გი მალე მი­მე­ღო, რათა ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ პე­სი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იმე­დი ჩა­მე­სა­ხა.

- ანუ შენი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი ეტაპს ვი­დე­ო­ებ­ში იმი­ტომ ასა­ხავ­დი და ასა­ჯა­რო­ებ­დი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­გემხნე­ვე­ბი­ნა თუ ეს შენ­თვი­საც ერ­თგვა­რი თე­რა­პია იყო?

- რე­ა­ლუ­რად, იმის მე­ში­ნო­და, რომ ვი­ღა­ცას არ შევ­ცო­დე­ბო­დი და არ ეთ­ქვა, - სა­წყა­ლიო... არ მინ­დო­და, ოდეს­მე მსგავ­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­მეს­მი­ნა. ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა ისე და­ვი­წყე, რომ ყვე­ლა გრძნობ­და - მათ მო­ტი­ვა­ცი­ას ვაძ­ლევ­დი, ვინც სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და გზას ვაჩ­ვე­ნებ­დი, ამ და­ა­ვა­დე­ბას მარ­ტი­ვად რო­გორ გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ... ასე­ვე, უამ­რავ კო­მენ­ტარს მი­წერ­დნენ, რომ­ლე­ბი­და­ნაც ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რჩე­ვა მი­ვი­ღე, პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­საც ვი­ღებ­დი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლას მაძ­ლევ­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გაძ­ლი­ე­რებ­და - ექი­მე­ბის სი­ტყვე­ბი, ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბი თუ...?

- რა თქმა უნდა, მე­გობ­რე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­უღ­ლის მხარ­ში დგო­მის გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. გვერ­დით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მედ­გა, ვინც ძა­ლას მაძ­ლევ­და. ასე­ვე, უფ­ლის რწმე­ნა მქონ­და - მწამ­და, რომ ღმერ­თს რო­გორც სურ­და, ისე იქ­ნე­ბო­და და მას ბო­ლომ­დე მი­ვენ­დე...

- ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე რო­გო­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა?

- ზუს­ტად იმ რთულ პე­რი­ოდ­ში და­ვო­ჯახ­დი. მივ­ხვდით, აღარ უნდა დაგ­ვე­ცა­და, მომ­დევ­ნო დღე­ზე აღარ უნდა გვე­ფიქ­რა და ის პრო­ცე­სი და­ვაჩ­ქა­რეთ, რა­საც 13 წელი ვწე­ლავ­დით. რა თქმა უნდა, 13-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩხუ­ბე­ბი, მცი­რეხ­ნი­ა­ნი გან­შო­რე­ბე­ბი, შე­რი­გე­ბე­ბი, რაც ალ­ბათ, ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბას თან ახ­ლავს, მაგ­რამ ბოლო 6 წელი აღარც გვი­ჩხუ­ბია, აღარც - დავ­შო­რე­ბულ­ვართ, პი­რი­ქით - სულ იმას ვგეგ­მავ­დით, რო­გო­რი ქორ­წი­ლი გა­დაგ­ვე­ხა­და, რო­გორ ვი­ცხოვ­რებ­დით და შე­სა­ფე­რის სი­ტუ­ა­ცი­ას ვე­ლო­დით... აი, შე­სა­ფე­რი­სი მო­მენ­ტიც ამ რთულ­მა ეტაპ­მა "მო­იყ­ვა­ნა" - გა­და­დე­ბის დრო აშ­კა­რად აღარ იყო...

- ამ რთულ­მა პე­რი­ოდ­მა თუ შეც­ვა­ლა შენი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, ოჯახ­ზე?..

- გა­ვი­ზარ­დე (იღი­მის)... ამ ეტაპ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, სამ­ყა­რო სხვაგ­ვა­რად და­მა­ნა­ხა. სი­ცო­ცხლე, გვერ­დით მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სე და გა­ვი­აზ­რე, რომ ყო­ვე­ლი დი­ლის­თვის, როცა თვალს ვა­ხელთ, მად­ლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ. წი­ნათ, ამას არ ვა­ფა­სებ­დი: მე­გო­ნა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო, რომ ადა­მი­ანს ხვა­ლინ­დე­ლი დღე ჰქონ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამის გა­რან­ტია არა­ვის აქვს. ამი­ტომ, სიმ­სივ­ნეს­თან ბრძო­ლი­სას, ვცდი­ლობ­დი, 1 დღით მე­ცხოვ­რა და იმ დრო­ში ყვე­ლა კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა", რა­საც შევ­ძლებ­დი, ის პე­რი­ო­დი უაზ­როდ არ გა­მე­ლია... მა­შინ უფრო მე­ტად აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი: სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­მი­წყვე­ტია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე უარი არ მით­ქვამს... მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს მა­ნამ­დეც ვა­ფა­სებ­დი - ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი გახ­ლდით. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი დღემ­დე მყავს, მე და ჩემს აწ უკვე მე­უღ­ლეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბაც ამ­დენ წელს მოგ­ვყვე­ბა და თით­ქოს უფრო მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა...

- და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის პე­რი­ოდ­ში, მახ­სოვს, გაგ­ვი­ზი­ა­რე, რომ პა­რი­კე­ბი შე­ი­ძი­ნე, უთ­მო­დაც დაგ­ვე­ნა­ხე... ამ ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ჭირ­და?

- კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ჩემი დი­აგ­ნო­ზი გა­გი­ზი­ა­რეთ ის იყო, რომ ვი­ცო­დი, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის დროს თმა გამ­ცვივ­დე­ბო­და. სხვა გა­რეგ­ნულ ცვლი­ლე­ბებ­საც ვე­ლო­დი (მა­გა­ლი­თად - სხე­უ­ლის შე­შუ­პე­ბას) და მე­გო­ნა, სა­ერ­თოდ, გარ­და­ვი­სა­ხე­ბო­დი. მე­ში­ნო­და, როცა გა­რეთ გა­ვი­დო­დი, ხალ­ხს არ ეთ­ქვა, - ამ გო­გოს რა სჭირს? რო­გორ და­უშ­ნოვ­დაო... გა­დავ­წყვი­ტე, ხალ­ხს გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით დავ­ნახ­ვე­ბო­დი, რად­გან სა­კუ­თა­რი თავი ასე­თი მი­ვი­ღე. რა­ღაც­ნა­ი­რად, მინ­დო­და, კომ­პლექ­სიც და­მეძ­ლია: ჯერ ვი­დეო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, რო­მელ­შიც თავ­ზე თმას ვი­პარ­სავ­დი - ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ნახა, შემ­დეგ კი ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი. ჩემი ახა­ლი სტი­ლი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ (იღი­მის)...

- რო­დის გა­ი­გე, რომ სიმ­სივ­ნე სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მარ­ცხე და ამის გა­გე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად რა გა­ა­კე­თე?

- კვლე­ვა რომ ჩა­ვი­ტა­რე, პა­სუ­ხი 3 დღის შემ­დეგ მი­ვი­ღე, თუმ­ცა 6 დღე­ში ვე­ლო­დი. როცა შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და, ჩემს სა­ლონ­ში, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის ვი­დე­ოს ვი­ღებ­დი. ვი­ფიქ­რე, პა­სუ­ხის გა­გე­ბი­სას ჩემი ემო­ცია ვი­დე­ო­ში­ვე აღ­მე­ბეჭ­და - რა­ღაც­ნა­ი­რად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ კარ­გი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბო­და. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ცო­ტა­თი გა­ურ­კვე­ვე­ლი რე­აქ­ცია მაქვს, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში კარ­გად ვერ გა­ვერ­კვიე და პა­სუ­ხიც ნორ­მა­ლუ­რად ვერ გა­ვი­გე. არ მსურ­და, ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შე­მეყ­ვა­ნა. ამი­ტომ ექი­მის კო­მენ­ტარს და­ვე­ლო­დე. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი... სა­სურ­ვე­ლი პა­სუ­ხი რომ გა­ვი­გე, მე­ში­ნო­და იმის თქმის, რომ სიმ­სივ­ნე და­ვა­მარ­ცხე. თით­ქმის 1 წელი ამ სენ­თან ბრძო­ლა მო­მიხ­და, ვი­ცო­დი, რომ უნდა და­მე­მარ­ცხე­ბი­ნა, მაგ­რამ 1 დღე­ში ამის თქმა, რომ და­ვა­მარ­ცხე, რთუ­ლი იყო... გარ­კვე­უ­ლი შიში მა­ინც მაქვს, მაგ­რამ დღი­თი­დღე ყვე­ლა­ფერს ვი­ჯე­რებ და ახლა შე­და­რე­ბით უფრო მი­ად­ვილ­დე­ბა თქმა, რომ სენი და­ვა­მარ­ცხე... ცხა­დია, რის­კი მა­ინც არ­სე­ბობს, რად­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა: ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, სიმ­სივ­ნე მა­ნამ­დე ჯან­მრთელ ადა­მი­ან­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ე­მარ­თოს. ბო­ლომ­დე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი მა­ინც ვერ ვი­ტყვი, რომ აღარ და­მე­მარ­თე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ახლა უკვე შე­მიძ­ლია, ვთქვა - ამ ეტაპ­ზე, სა­შიშ­რო­ე­ბა აღარ არის.

- არის რამე, რისი კე­თე­ბაც გან­ვლილ რთულ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გინ­დო­და, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბის გამო, ვერ ახერ­ხებ­დი?

- ქი­მი­ო­თე­რა­პი­ი­დან 4-5 დღე რთუ­ლია, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის გამო (სი­სუს­ტე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, გუ­ლის­რე­ვა...). რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, საქ­მი­ა­ნო­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებ­დი, მაგ­რამ მქონ­და შემ­თხვე­ვა, როცა დრო სწო­რად ვერ გან­ვსა­ზღვრე და მა­კი­ა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ლონ­ში ჩა­წე­რილ მომ­ხმა­რე­ბელს - პა­ტარ­ძალს უარი ვერ ვუ­თხა­რი, რის გა­მოც, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის მერე, სა­ლონ­ში, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მა­კი­ა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად მი­სულს გული წა­მი­ვი­და, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი (იღი­მის)... ერ­თა­დერ­თი, იმ დროს შე­მე­შა­ლა ხელი, თო­რემ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დგომ დღე­ებ­შიც მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებ­დი. შინ რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მე­ფიქ­რა, ცუ­დად ვარ-მეთ­ქი, უა­რე­სად გავ­ხდე­ბო­დი და იმ პე­რი­ოდს რთუ­ლად გა­და­ვი­ტან­დი.

- ლიკა, რას ეტყვი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სიმ­სივ­ნეს­თან ბრძო­ლა­შია ჩაბ­მუ­ლი და ჯერ კი­დევ არ იცის, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბათ?

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლას ვე­ტყვი: გან­წყო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია არა მხო­ლოდ სიმ­სივ­ნეს­თან ბრძო­ლი­სას, არა­მედ - ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში: ჩვე­ნი გან­წყო­ბა ჩვე­ნი ბი­ლე­თია კარ­გი მო­მავ­ლის­კენ (იღი­მის). კარ­გი გან­წყო­ბა ყვე­ლა რთუ­ლი ეტა­პის დაძ­ლე­ვა­ში ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა...

  • ავ­ტო­რი: ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"იმ რთულ პერიოდში დავოჯახდი..." - ძალა, რწმენა და სოციალური მედია: როგორ დაამარცხა სიმსივნე ლიკა გაგნიძემ?

"იმ რთულ პერიოდში დავოჯახდი..." - ძალა, რწმენა და სოციალური მედია: როგორ დაამარცხა სიმსივნე ლიკა გაგნიძემ?

31 წლის ლიკა გაგნიძე სოციალურ ქსელებში პოპულარული თავისი იუმორისტული ვიდეოებით გახდა, თუმცა მისი ცხოვრება შეიცვალა, როცა მოულოდნელად, სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ლიკამ გადაწყვიტა, თავისი ტკივილი და სენთან ბრძოლის ეტაპები გარე სამყაროსგან არ დაემალა, პირიქით - საზოგადოებისთვის გაეზიარებინა. ამ ნაბიჯით სხვებსაც იმედს აძლევდა, ვინც მსგავს რთულ პერიოდს გადიოდა... უკვე გამოჯანმრთელებული ლიკა ჩვეულ საქმიანობას აგრძელებს, რაც სენთან ბრძოლის დროსაც არ შეუწყვეტია: ხელმძღვანელობს საკუთარ სალონს, რომელშიც ვიზაჟისტადაც მუშაობს. მისი ამბავი იმ ადამიანურ ძალას ასახავს, რომლითაც ჩემი რესპონდენტი სირთულეებს ღიმილით, რწმენით და საზოგადოების მხარდაჭერით ებრძვის. როგორც მითხრა, სამყარო სულ სხვაგვარად დაინახა და საკუთარი გამოცდილება გულწრფელად გაგვიზიარა, რაც არა მხოლოდ სიმსივნესთან მებრძოლ ადამიანებს გამოადგებათ, არამედ - ყველას, ვისაც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება გვიწევს...

- ლიკა, შენი პირველი რეაქცია როგორი იყო, როცა სიმსივნის დიაგნოზის შესახებ გაიგე?

- რა თქმა უნდა, ამ დიაგნოზის მოსმენა მარტივი არ ყოფილა - ალბათ, არცერთი ნორმალური ადამიანისთვის ეს მისაღები არ იქნებოდა... თავდაპირველად, ცუდად მივიღე, ბევრი ვინერვიულე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მით უმეტეს, მედიცინა ისე განვითარდა, რომ სასწაულებს ახდენენ. სასწაულის დავიჯერე და მოცემული სიტუაციის მიმართ პოზიტიურად განვეწყვე.

- შენში მიმდინარე შინაგანი დიალოგი როგორი იყო, საკუთარ თავს რა კითხვებს უსვამდი?

- უპირველეს ყოვლისა, ამ აზრთან შეგუება მიჭირდა, რომ ამ სენით ავად ვიყავი. ონკოლოგიურ განყოფილებებში სიარული მიწევდა. როცა ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც სიმსივნე ჰქონდათ, თითქოს "მათიანად" თავს ვერ ვგრძნობდი. ვამბობდი, - აქ რა მინდა-მეთქი?! იმ გარემოებებსაც ვერ ვეგუებოდი, რომ გამოკვლევებს ვიტარებდი, რათა ჩემი დაავადების სირთულის დონე გამეგო. გამოკვლევების პასუხის გაგებამდე, ხშირად იმაზეც ვფიქრობდი, რომ შესაძლო სიკვდილის შესახებ აზრს უნდა შევგუებოდი. მოკლედ, კარგი და ცუდი შედეგის შანსები 50/50-ზე დავაყენე. ამ აზრს 5-6 თვე ვეგუებოდი - გამოკვლევები ამდენ ხანს გაიწელა... პასუხის მოლოდინი ძალიან რთული იყო... ტანჯვის მოლოდინი რომ არ მქონოდა, მერჩივნა, ცუდზე ბევრი მეფიქრა - საკუთარ თავს ყველაფრისთვის ვამზადებდი...

- თავიდანვე გადაწყვიტე, რომ მკურნალობის ეტაპებს სოციალურ ქსელში გაასაჯაროებდი?

- თავდაპირველად, არაფერი შევიმჩნიე. ამ ამბავს 6 თვე ვმალავდი. ყოველდღიურად პოზიტიური ვიდეოების გადაღებას ვაგრძელებდი, მაგრამ შემდეგ როცა ფაქტის წინაშე დავდექი და ისეთი ვიდეოები დამჭირდა, რომლებშიც ვნახავდი ადამიანებს, ვინც ჩემსავით რთულ პერიოდს გადიოდნენ, აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის ვიდეო ბევრი არ იყო. მერე იმ ადამიანების ადგილას წარმოვიდგინე თავი, ვინც მსგავს სიტუაციაში იყვნენ, როგორშიც თავად გახლდით. რაკი ბევრი მაყურებელი მყავს, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ხალხისთვის ჩემი ყოველდღიურობა მეჩვენებინა, თუ როგორ ვიტარებდი გამოკვლევებს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები... როცა ამის გასაჯაროება გადავწყვიტე, უკვე იმ აზრს შეგუებული ვიყავი, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო და ვფიქრობდი, კარგი შედეგი მალე მიმეღო, რათა ამ დაავადების მიმართ პესიმისტურად განწყობილი ადამიანებისთვის იმედი ჩამესახა.

- ანუ შენი ცხოვრების რთული ეტაპს ვიდეოებში იმიტომ ასახავდი და ასაჯაროებდი, რომ ადამიანები გაგემხნევებინა თუ ეს შენთვისაც ერთგვარი თერაპია იყო?

- რეალურად, იმის მეშინოდა, რომ ვიღაცას არ შევცოდებოდი და არ ეთქვა, - საწყალიო... არ მინდოდა, ოდესმე მსგავსი შეფასებები მომესმინა. ვიდეოების ჩაწერა ისე დავიწყე, რომ ყველა გრძნობდა - მათ მოტივაციას ვაძლევდი, ვინც სიმსივნეს ებრძოდა და გზას ვაჩვენებდი, ამ დაავადებას მარტივად როგორ გამკლავებოდნენ... ასევე, უამრავ კომენტარს მიწერდნენ, რომლებიდანაც ბევრი ინფორმაცია, რჩევა მივიღე, პირად შეტყობინებებსაც ვიღებდი... ეს ყველაფერი ძალას მაძლევდა.

- ყველაზე მეტად რა გაძლიერებდა - ექიმების სიტყვები, ოჯახის მხარდაჭერა, სოციალურ ქსელში კომენტარები თუ...?

- რა თქმა უნდა, მეგობრების, ოჯახის წევრების, მეუღლის მხარში დგომის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. გვერდით უამრავი ადამიანი მედგა, ვინც ძალას მაძლევდა. ასევე, უფლის რწმენა მქონდა - მწამდა, რომ ღმერთს როგორც სურდა, ისე იქნებოდა და მას ბოლომდე მივენდე...

- ამ გამოცდილებამ მეუღლესთან ურთიერთობაზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?

- ზუსტად იმ რთულ პერიოდში დავოჯახდი. მივხვდით, აღარ უნდა დაგვეცადა, მომდევნო დღეზე აღარ უნდა გვეფიქრა და ის პროცესი დავაჩქარეთ, რასაც 13 წელი ვწელავდით. რა თქმა უნდა, 13-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში იყო ჩხუბები, მცირეხნიანი განშორებები, შერიგებები, რაც ალბათ, ყველა ურთიერთობას თან ახლავს, მაგრამ ბოლო 6 წელი აღარც გვიჩხუბია, აღარც - დავშორებულვართ, პირიქით - სულ იმას ვგეგმავდით, როგორი ქორწილი გადაგვეხადა, როგორ ვიცხოვრებდით და შესაფერის სიტუაციას ველოდით... აი, შესაფერისი მომენტიც ამ რთულმა ეტაპმა "მოიყვანა" - გადადების დრო აშკარად აღარ იყო...

- ამ რთულმა პერიოდმა თუ შეცვალა შენი შეხედულებები ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ოჯახზე?..

- გავიზარდე (იღიმის)... ამ ეტაპმა მთელი ცხოვრება, სამყარო სხვაგვარად დამანახა. სიცოცხლე, გვერდით მყოფი ადამიანები უფრო მეტად დავაფასე და გავიაზრე, რომ ყოველი დილისთვის, როცა თვალს ვახელთ, მადლიერები უნდა ვიყოთ. წინათ, ამას არ ვაფასებდი: მეგონა, ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ადამიანს ხვალინდელი დღე ჰქონდა. სინამდვილეში, ამის გარანტია არავის აქვს. ამიტომ, სიმსივნესთან ბრძოლისას, ვცდილობდი, 1 დღით მეცხოვრა და იმ დროში ყველა კარგი შთაბეჭდილება "მომეგროვებინა", რასაც შევძლებდი, ის პერიოდი უაზროდ არ გამელია... მაშინ უფრო მეტად აქტიური გავხდი: სამსახურში სიარული არ შემიწყვეტია, ვალდებულებებზე უარი არ მითქვამს... მეგობრებს, ოჯახის წევრებს მანამდეც ვაფასებდი - ურთიერთობებთან დაკავშირებით, ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი გახლდით. ალბათ, ამიტომაც ბავშვობის მეგობრები დღემდე მყავს, მე და ჩემს აწ უკვე მეუღლეს სასიყვარულო ურთიერთობაც ამდენ წელს მოგვყვება და თითქოს უფრო მეტად მრავალფეროვანი ხდება...

- დაავადებასთან ბრძოლის პერიოდში, მახსოვს, გაგვიზიარე, რომ პარიკები შეიძინე, უთმოდაც დაგვენახე... ამ ნაბიჯის გადასადგმელად დიდი ძალისხმევა დაგჭირდა?

- კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ჩემი დიაგნოზი გაგიზიარეთ ის იყო, რომ ვიცოდი, ქიმიოთერაპიის დროს თმა გამცვივდებოდა. სხვა გარეგნულ ცვლილებებსაც ველოდი (მაგალითად - სხეულის შეშუპებას) და მეგონა, საერთოდ, გარდავისახებოდი. მეშინოდა, როცა გარეთ გავიდოდი, ხალხს არ ეთქვა, - ამ გოგოს რა სჭირს? როგორ დაუშნოვდაო... გადავწყვიტე, ხალხს გადაპარსული თავით დავნახვებოდი, რადგან საკუთარი თავი ასეთი მივიღე. რაღაცნაირად, მინდოდა, კომპლექსიც დამეძლია: ჯერ ვიდეო გამოვაქვეყნე, რომელშიც თავზე თმას ვიპარსავდი - ბევრმა ადამიანმა ნახა, შემდეგ კი ქუჩაში გავედი. ჩემი ახალი სტილი ძალიან მოეწონათ (იღიმის)...

- როდის გაიგე, რომ სიმსივნე საბოლოოდ დაამარცხე და ამის გაგების შემდეგ, პირველად რა გააკეთე?

- კვლევა რომ ჩავიტარე, პასუხი 3 დღის შემდეგ მივიღე, თუმცა 6 დღეში ველოდი. როცა შეტყობინება მომივიდა, ჩემს სალონში, ერთ-ერთი კომპანიისთვის ვიდეოს ვიღებდი. ვიფიქრე, პასუხის გაგებისას ჩემი ემოცია ვიდეოშივე აღმებეჭდა - რაღაცნაირად, დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი პასუხი იქნებოდა. ვიდეოში ჩანს, რომ ცოტათი გაურკვეველი რეაქცია მაქვს, რადგან სამედიცინო ტერმინოლოგიაში კარგად ვერ გავერკვიე და პასუხიც ნორმალურად ვერ გავიგე. არ მსურდა, ხალხი შეცდომაში შემეყვანა. ამიტომ ექიმის კომენტარს დაველოდე. ძალიან ვღელავდი... სასურველი პასუხი რომ გავიგე, მეშინოდა იმის თქმის, რომ სიმსივნე დავამარცხე. თითქმის 1 წელი ამ სენთან ბრძოლა მომიხდა, ვიცოდი, რომ უნდა დამემარცხებინა, მაგრამ 1 დღეში ამის თქმა, რომ დავამარცხე, რთული იყო... გარკვეული შიში მაინც მაქვს, მაგრამ დღითიდღე ყველაფერს ვიჯერებ და ახლა შედარებით უფრო მიადვილდება თქმა, რომ სენი დავამარცხე... ცხადია, რისკი მაინც არსებობს, რადგან დაზღვეული არავინაა: ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ შეიძლება, სიმსივნე მანამდე ჯანმრთელ ადამიანსაც მოულოდნელად დაემართოს. ბოლომდე თავდაჯერებული მაინც ვერ ვიტყვი, რომ აღარ დამემართება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე შემიძლია, ვთქვა - ამ ეტაპზე, საშიშროება აღარ არის.

- არის რამე, რისი კეთებაც განვლილ რთულ პერიოდში განსაკუთრებულად გინდოდა, მაგრამ მკურნალობის გამო, ვერ ახერხებდი?

- ქიმიოთერაპიიდან 4-5 დღე რთულია, გვერდითი მოვლენების გამო (სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა...). როგორც აღვნიშნე, საქმიანობას ჩვეულებრივად ვაგრძელებდი, მაგრამ მქონდა შემთხვევა, როცა დრო სწორად ვერ განვსაზღვრე და მაკიაჟის გასაკეთებლად სალონში ჩაწერილ მომხმარებელს - პატარძალს უარი ვერ ვუთხარი, რის გამოც, ქიმიოთერაპიის მერე, სალონში, მომხმარებლისთვის მაკიაჟის გასაკეთებლად მისულს გული წამივიდა, ძალიან ცუდად გავხდი (იღიმის)... ერთადერთი, იმ დროს შემეშალა ხელი, თორემ ქიმიოთერაპიის შემდგომ დღეებშიც მუშაობას ვაგრძელებდი. შინ რომ დავრჩენილიყავი და მეფიქრა, ცუდად ვარ-მეთქი, უარესად გავხდებოდი და იმ პერიოდს რთულად გადავიტანდი.

- ლიკა, რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც სიმსივნესთან ბრძოლაშია ჩაბმული და ჯერ კიდევ არ იცის, როგორი შედეგი ექნებათ?

- საერთოდ, ყველას ვეტყვი: განწყობა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სიმსივნესთან ბრძოლისას, არამედ - ზოგადად, ცხოვრებაში: ჩვენი განწყობა ჩვენი ბილეთია კარგი მომავლისკენ (იღიმის). კარგი განწყობა ყველა რთული ეტაპის დაძლევაში ძალიან გვეხმარება...

  • ავტორი: ეთო ყორღანაშვილი