„პალიტრა L-ის“ საჩუქარი პატარა მკითხველებს - 17 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში საბავშვო წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც გამომცემლობის ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში. წიგნებს ფასდაკლებით შეიძენთ ქოლცენტრის დახმარებითაც.
თუ სასურველი გამოცემები ჯერ არ შეგირჩევიათ, „პალიტრა L-ი“ გთავაზობთ, არჩევანი შეაჩეროთ ისეთ შემეცნებით, სახალისო და საინტერესო საბავშვო წიგნებზე, როგორიცაა: „მოძრავი ნახატები - რა მოხდება ვეფხვს რომ შევუღიტინო?“; მოძრავი ნახატები - რა მოხდება პოლარულ დათვს რომ მოვეფერო?“.
ასევე, „პალიტრა L-ის“ ფასდაკლება ვრცელდება მოძრავი ნახატებითა და ჩანართებით გამოცემულ შემდეგ წიგნებზეც: კოსმოსი; ვიკინგები; ძველი საბერძნეთი; ძველი რომი; ტყეში; ადამიანის სხეული; ძველი ეგვიპტე; მანქანები; ჯადოსნური შობა; დინოზავრები; მთები; ოკეანე; სამყარო და სხვა.
წიგნებში წარმოდგენილი შთამბეჭდავი მოძრავი ილუსტრაციებითა და ჩანართებით ბავშვი გაეცნობა სამყაროს თავისებურებებს, შეიცნობს ფლორასა და ფაუნას, აღმოაჩენს ოკეანის საიდუმლოებებს, ანტიკურ ქვეყნებს, შობის საიდუმლოს და სხვა.
„პალიტრა L-ის“ შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, ბავშვის ყოველდღიურობა აღმოჩენებით სავსე გახადოთ. არ გამოტოვოთ ფასდაკლება და ისარგებლეთ მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.
R