პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა
გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა

83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი ბერ­ტა ხა­ფა­ვა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობს ბოლო დროს გული პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, გუ­შინ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

ხა­ფა­ვას უამ­რა­ვი რო­ლი­დან, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და საყ­ვა­რე­ლია, ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა", ანი­კოს როლი.

მსა­ხი­ო­ბი 1941 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.1966 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.

1960 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში სცე­ნის თა­ნამ­შრომ­ლად; 1966 წლი­დან იყო გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი; 1969 წელს გად­მო­ვი­და თბი­ლი­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა ქარ­თულ თე­ატ­რში. მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: კატა (ე. შვარ­ცის "წი­თელ­ქუ­და"), მაია, სი­დედ­რი (დ. კლდი­აშ­ვი­ლის "უბე­დუ­რე­ბა" და "ქა­მუ­შა­ძის გა­ჭირ­ვე­ბა"), ქე­თი­ნო (ალ. თა­ბო­რი­ძის "და­კარ­გუ­ლი დრო"), ბარ­ბა­რე (ლ. ქი­ა­ჩე­ლის "ტა­რი­ელ გო­ლუა"), ილია (ვ. ია­ქაშ­ვი­ლის "ცი­ხის ხე­ვის სა­ი­დუმ­ლო"), თხა (გ. ახვლე­დი­ა­ნის "ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლი"), კო­წია (ა. ჭი­ლაშ­ვი­ლის "აცა-ბაცა"), ტურა (გ. ნა­ხუც­რიშ­ვი­ლის "ჭინჭრა­ქა"), რიტა ოსი­ა­ნი­ნა (ა. ვა­სი­ლი­ე­ვის "გან­თი­ა­დი კი აქ წყნა­რი იყო"), მერი პო­პინ­სი (პ. ტრა­ვერ­სი "მერი პო­პინ­სი") და სხვა; გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: "ნატ­ვრის ხე" (1976), "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი" (1977), "რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე" (1978), "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" (1980), "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ი­სი" (1982), "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია" (1984), "ბე­ბია ყვე­ლა­სათ­ვის" (1986), "ფეს­ვე­ბი" (1987), "ორ­ფე­ო­სის სიკ­ვდი­ლი" (1996), "სიყ­ვა­რუ­ლი და კარ­ტო­ფი­ლი" (2003), "დარ­ჩი ჩემ­თან" (2011), "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" (2013) და სხვა.

ნა­ხეთ არ­ქი­ვი­დან:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა

გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა. ჩვენი ინფორმაციით, მსახიობს ბოლო დროს გული პრობლემები ჰქონდა, გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ხაფავას უამრავი როლიდან, მაყურებლისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საყვარელია, ფილმში "სიყვარული ყველას უნდა", ანიკოს როლი.

მსახიობი 1941 წელს თბილისში დაიბადა.1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად; 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი; 1969 წელს გადმოვიდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის "წითელქუდა"), მაია, სიდედრი (დ. კლდიაშვილის "უბედურება" და "ქამუშაძის გაჭირვება"), ქეთინო (ალ. თაბორიძის "დაკარგული დრო"), ბარბარე (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ილია (ვ. იაქაშვილის "ციხის ხევის საიდუმლო"), თხა (გ. ახვლედიანის "ბაბუა და შვილიშვილი"), კოწია (ა. ჭილაშვილის "აცა-ბაცა"), ტურა (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის "განთიადი კი აქ წყნარი იყო"), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი "მერი პოპინსი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "ნატვრის ხე" (1976), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "სიყვარული ყველას უნდა" (1980), "არაჩვეულებრივი რეისი" (1982), "ზოგი ჭირი მარგებელია" (1984), "ბებია ყველასათვის" (1986), "ფესვები" (1987), "ორფეოსის სიკვდილი" (1996), "სიყვარული და კარტოფილი" (2003), "დარჩი ჩემთან" (2011), "გრძელი ნათელი დღეები" (2013) და სხვა.

ნახეთ არქივიდან: