სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და ამიტომაა მასზე  გადამტერებული" - სიჭინავა
"ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და ამიტომაა მასზე  გადამტერებული" - სიჭინავა

ზუს­ტად იცის ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია პერ­სო­ნა­ლუ­რად მას არ აპა­ტი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლატს და სწო­რედ ამი­ტო­მაა მას­ზე ასე გა­დამ­ტე­რე­ბუ­ლი. ეს ის­ტე­რია მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გია, სა­დაც წელს პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­დან არც ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი არ ყო­ფი­ლა მიწ­ვე­უ­ლი, ხოლო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რესს გი­ორ­გი გა­ხა­რია და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი “მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოც­დის სა­კუ­თარ თავ­ზე”.

“დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­რი­გი სა­მარ­ცხვი­ნო აქტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მი­სა­მარ­თით, რო­დე­საც მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და ჩვენს თა­ნა­გუნ­დელ ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვილს, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, პარ­ტი­უ­ლი “ზონ­დერჯგუ­ფი” და­ახ­ვედ­რა, რომ­ლის აგ­რე­სი­ა­საც, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბით, ხელს უწყობ­და ად­გილ­ზე მყო­ფი, ივა­ნიშ­ვი­ლის და “ოც­ნე­ბის” პერ­სო­ნა­ლურ მსა­ხუ­რად გა­დაქ­ცე­უ­ლი პო­ლი­ცია.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ პარ­ტი­უ­ლი “ზონ­დერჯგუ­ფის” წევ­რებს, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან წი­ნას­წარ ჰქონ­დათ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ ავი­ა­რე­ისს უნდა დახ­ვედ­როდ­ნენ და მათ­თან ერ­თად კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში მოქ­მე­დებ­დნენ.

ზუს­ტად იცის ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია პერ­სო­ნა­ლუ­რად მას არ აპა­ტი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლატს და სწო­რედ ამი­ტო­მაა მას­ზე ასე გა­დამ­ტე­რე­ბუ­ლი.

ეს ის­ტე­რია მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გია, სა­დაც წელს პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­დან არც ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი არ ყო­ფი­ლა მიწ­ვე­უ­ლი, ხოლო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რესს გი­ორ­გი გა­ხა­რია და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

გა­ხა­რი­ას ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან, აშშ-სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბის დრო­უ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას შეც­ვლილ გა­რე­მო­ში და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის არა­ღი­ა­რე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

ივა­ნიშ­ვი­ლი მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოც­დის სა­კუ­თარ თავ­ზე: ვპირ­დე­ბით რომ და­კარ­გავს მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს - ფულს და ძა­ლა­უფ­ლე­ბას, რომ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კუ­თხე­ში მიმ­წყვდე­უ­ლი, ნი­ღაბ­ჩა­მოც­მუ­ლი ძა­ლა­დობს ახალ­გაზ­რდებ­სა და ქა­ლებ­ზე, ამ­წყვდევს სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ყვე­ლა უღირ­სი და ამო­რა­ლუ­რი მე­თო­დით ცდი­ლობს მათ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბას.

მი­უნ­ხე­ნის წარ­მა­ტე­ბულ ვი­ზიტს მოჰ­ყვე­ბა სხვა კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში იზო­ლი­რე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი ხალ­ხის­გან მოკ­ვე­თი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი, ში­შის­გან ვერ იაზ­რებს, რომ ჩვე­ნი გუნ­დის ბრძო­ლას ვე­რა­ფე­რი გა­ა­ჩე­რებს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბა არის გარ­და­უ­ვა­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

სი­ჭი­ნა­ვამ ასე­ვე, ისა­უბ­რა ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე, სა­დაც სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ­ში“ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თავს და­ესხნენ. სი­ჭი­ნა­ვას თქმით, მათ 5-6 თავ­დამ­სხმე­ლი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ.

„ჩვენ უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავს ამ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე 5-6 თავ­დამ­სხმე­ლი. ამი­ტომ, ჩვენ რა­ღაც ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს გა­მო­ძი­ე­ბის­გან არ ვე­ლო­დე­ბით, რად­გან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე. ამ თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მთა­ვა­რი დამ­კვე­თი, პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის ავ­ტო­რი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი არი­ან ჭან­ჭი­კე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს შე­ას­რუ­ლეს. ამი­ტომ, ამ გა­მო­ძი­ე­ბის­გან კი არ ვე­ლო­დე­ბით შე­დე­გებს, ჩვენ ჩვე­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ იმას, რომ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა იყოს, ამას­თან, ვა­წარ­მო­ოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო დავა, მათ შო­რის, იმ სას­ტუმ­როს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლო­ბა აღი­ა­რა კად­რე­ბის არ გად­მო­ცე­მით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის­თვის. ქარ­თუ­ლი, ოღონდ ნორ­მა­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­გე­ბაც არ ას­ცდე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნა სი­ჭი­ნა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რო­მე­ლიც მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, აე­რო­პორ­ტში წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი „ზონ­დერჯგუ­ფი“ და­ახ­ვედ­რეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მხრი­დან ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ შე­ძა­ხი­ლებს. ასე­ვე, გა­ხა­რი­ას და მის თა­ნა­გუნ­დელს კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და ამიტომაა მასზე  გადამტერებული" - სიჭინავა

"ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და ამიტომაა მასზე  გადამტერებული" - სიჭინავა

ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული. ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად, საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე”.

“დღეს, გამთენიისას, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული, პარტიული “ზონდერჯგუფი” დაახვედრა, რომლის აგრესიასაც, აბსოლუტური უმოქმედობით, ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი, ივანიშვილის და “ოცნების” პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია.

საგულისხმოა, რომ პარტიული “ზონდერჯგუფის” წევრებს, სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ.

ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული.

ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად, საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ.

გახარიას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილები უკანონო პატიმრების დროულად გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას შეცვლილ გარემოში და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არაღიარებას შეეხებოდა.

ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს - ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას.

მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები. საკუთარ ქვეყანაში იზოლირებული, საკუთარი ხალხისგან მოკვეთილი ივანიშვილი, შიშისგან ვერ იაზრებს, რომ ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავამ ასევე, ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. სიჭინავას თქმით, მათ 5-6 თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.

„ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვყავს ამ თავდასხმაში მონაწილე 5-6 თავდამსხმელი. ამიტომ, ჩვენ რაღაც ხელშესახებ შედეგებს გამოძიებისგან არ ველოდებით, რადგან ძალიან მარტივადაა საქმე. ამ თავდასხმის ორგანიზატორი, მთავარი დამკვეთი, პოლიტიკური შურისძიების ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები არიან ჭანჭიკები, რომლებმაც ეს შეასრულეს. ამიტომ, ამ გამოძიებისგან კი არ ველოდებით შედეგებს, ჩვენ ჩვენი სამართლებრივი გზებით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო ყურადღება იყოს, ამასთან, ვაწარმოოთ საერთაშორისო დავა, მათ შორის, იმ სასტუმროს წინააღმდეგ, რომელმაც ფაქტობრივად, თანამზრახველობა აღიარა კადრების არ გადმოცემით დაზარალებული მხარისთვის. ქართული, ოღონდ ნორმალური მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგებაც არ ასცდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ“, - აღნიშნა სიჭინავამ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს. მათივე ცნობით, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს. ასევე, გახარიას და მის თანაგუნდელს კვერცხები ესროლეს.