მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს" - ტრამპი
"პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს" - ტრამპი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს ომის შე­წყვე­ტა სურს, - The Hill-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ დო­ნალდ ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას: „რა სურს პუ­ტინს“.

"ვფიქ­რობ, მას სურს შე­წყვი­ტოს ომი. მე ამას ვხე­დავ. დიდ­ხანს და სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­სა­უბ­რეთ. სტივ უიტ­კო­ფი [აშშ-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში] მას­თან იყო ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვფიქ­რობ, რომ მას სურს შე­წყვი­ტოს ბრძო­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუ­სეთს ძლი­ე­რი საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა აქვს.

"მათ აქვთ დიდი, ძლი­ე­რი მან­ქა­ნა. თქვენ ეს გეს­მით. მათ და­ა­მარ­ცხეს ჰიტ­ლე­რი და და­ა­მარ­ცხეს ნა­პო­ლე­ო­ნი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისი­ნი დიდი ხა­ნია იბ­რძვი­ან. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ მას სურს შე­წყვი­ტოს ბრძო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

კი­თხვა­ზე, რა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის აქვს პუ­ტინს და ფიქ­რობს თუ არა, რომ მას უკ­რა­ი­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია სურს, ტრამპმა უპა­სუ­ხა, რომ პუ­ტინს მა­ნაც იგი­ვე კი­თხვა და­უს­ვა.

"მე ვფიქ­რობ, რომ მას სურს შე­ჩე­რე­ბა. ეს იყო ჩემი შე­კი­თხვა მის­თვის. რად­გან თუ ის გა­აგ­რძე­ლებს, ეს ჩვენ­თვის დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა და ჩემ­თვი­საც დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, რომ მას სურს დას­რუ­ლე­ბა და მათ სურთ მისი სწრა­ფად დას­რუ­ლე­ბა. ორი­ვე მათ­განს“, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ომის დას­რუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­საც სურს.

ავტორი:

"პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს" - ტრამპი

"პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“.

"ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთს ძლიერი საბრძოლო მანქანა აქვს.

"მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა. თქვენ ეს გესმით. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. მოგეხსენებათ, ისინი დიდი ხანია იბრძვიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, რა ტერიტორიული ამბიციების აქვს პუტინს და ფიქრობს თუ არა, რომ მას უკრაინის მთელი ტერიტორია სურს, ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინს მანაც იგივე კითხვა დაუსვა.

"მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეჩერება. ეს იყო ჩემი შეკითხვა მისთვის. რადგან თუ ის გააგრძელებს, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება და ჩემთვისაც დიდი პრობლემა იქნება. ვფიქრობ, რომ მას სურს დასრულება და მათ სურთ მისი სწრაფად დასრულება. ორივე მათგანს“, - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს.