საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვდარი სულები" - ნოველა, რომლითაც ნიკოლაი გოგოლმა რუსეთის სინამდვილე გადმოსცა
"მკვდარი სულები" - ნოველა, რომლითაც ნიკოლაი გოგოლმა რუსეთის სინამდვილე გადმოსცა

უკ­რა­ი­ნე­ლი-რუსი მწერ­ლის, ნი­კო­ლაი გო­გო­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნო­ვე­ლა - „მკვდა­რი სუ­ლე­ბი“, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წე­რა, მო­ნარ­ქის­ტუ­ლი რუ­სე­თის ერ­თგვა­რი სარ­კეა. რე­ა­ლუ­რად, იდე­ე­ბი, რა­ზეც ეს იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო დგას, არც დღეს შეც­ვლი­ლა, ამი­ტომ ნა­წარ­მო­ე­ბი მის თა­ნა­მედ­რო­ვე მან­კი­ე­რე­ბებ­საც ასა­ხავს.

„მკვდა­რი სუ­ლე­ბი“ გო­გო­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და ან­ტი­მო­ნარ­ქი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ის 1842 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და აღი­ა­რე­ბაც მა­ლე­ვე მო­უ­ტა­ნაა ვტორს. მწე­რალ­მა მის გაგ­რძე­ლე­ბა­ზეც იმუ­შა­ვა, მაგ­რამ შემ­დეგ თვითნ­ვე დაწ­ვა იგი. სა­ინ­ტრე­სოა, რომ „მკვდა­რი სუ­ლე­ბის“ იდეა ნი­კო­ლაი გო­გოლს პუშ­კინ­მა შთა­ა­გო­ნა.

რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს სა­ტი­რუ­ლი, პი­კა­რეს­კუ­ლი ჟან­რის ნო­ვე­ლა?

სა­ტი­რის, ფსი­ქო­ლო­გიზ­მი­სა და ფან­ტას­მა­გო­რი­უ­ლი სა­ხე­ე­ბის ოს­ტა­ტუ­რი შერ­წყმით რუსი კლა­სი­კო­სი მწე­რა­ლი თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს სი­ნამ­დვი­ლეს გად­მოს­ცემს. ნი­კო­ლაი გო­გო­ლი, რო­მელ­საც ხში­რად უწო­დე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი რე­ა­ლიზ­მის მა­მას, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მწე­რა­ლი იყო, რო­მელ­მაც რუ­სე­თის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი გა­აკ­რი­ტი­კა.

„მკვდა­რი სუ­ლე­ბი“ მოგ­ვი­თხრობს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის პა­ველ ივა­ნო­ვიჩ ჩი­ჩი­კო­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სარ­გებ­ლობს სის­ტე­მის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბით და სა­შუ­ა­ლო კლა­სის მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­გან ყი­დუ­ლობს უფ­ლე­ბებს მკვდარ ყმებ­ზე, რათა დი­დძა­ლი ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვოს.

ნო­ვე­ლა­ში გა­შიშ­ვლე­ბუ­ლია მო­ნარ­ქის­ტუ­ლი რუ­სე­თის ბნე­ლი მხა­რე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კრი­ტი­კო­სე­ბი და მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ გო­გო­ლის გავ­ლე­ნას არა მხო­ლოდ რუ­სულ, არა­მედ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ზე­გავ­ლე­ნა იგ­რძნო­ბა ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი­ზე, მი­ხე­ილ სალ­ტი­კოვ-შჩედ­რინ­ზე, ფრანც კაფ­კა­ზე, რი­უ­ნოს­კე აკუ­ტა­გა­ვა­ზე, მი­ხა­ილ ბულ­გა­კოვ­ზე, ვლა­დი­მირ ნა­ბო­კოვ­ზე, ფლა­ნე­რი ო’კო­ნორ­სა და სხვა დიდ მწერ­ლებ­ზე.

გო­გო­ლის „მკვდა­რი სუ­ლე­ბი“ არა­ერთ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი და­ვით კას­რა­ძეს ეკუთ­ვნის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნი მალე „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მკვდარი სულები" - ნოველა, რომლითაც ნიკოლაი გოგოლმა რუსეთის სინამდვილე გადმოსცა

"მკვდარი სულები" - ნოველა, რომლითაც ნიკოლაი გოგოლმა რუსეთის სინამდვილე გადმოსცა

უკრაინელი-რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის უმნიშვნელოვანესი ნოველა - „მკვდარი სულები“, რომელიც მე-19 საუკუნეში დაიწერა, მონარქისტული რუსეთის ერთგვარი სარკეა. რეალურად, იდეები, რაზეც ეს იმპერიალისტური სახელმწიფო დგას, არც დღეს შეცვლილა, ამიტომ ნაწარმოები მის თანამედროვე მანკიერებებსაც ასახავს.

„მკვდარი სულები“ გოგოლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ანტიმონარქიული ნაწარმოებია. ის 1842 წელს გამოქვეყნდა და აღიარებაც მალევე მოუტანაა ვტორს. მწერალმა მის გაგრძელებაზეც იმუშავა, მაგრამ შემდეგ თვითნვე დაწვა იგი. საინტრესოა, რომ „მკვდარი სულების“ იდეა ნიკოლაი გოგოლს პუშკინმა შთააგონა.

რით არის გამორჩეული ეს სატირული, პიკარესკული ჟანრის ნოველა?

სატირის, ფსიქოლოგიზმისა და ფანტასმაგორიული სახეების ოსტატური შერწყმით რუსი კლასიკოსი მწერალი თავისი სამშობლოს სინამდვილეს გადმოსცემს. ნიკოლაი გოგოლი, რომელსაც ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას, ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, რომელმაც რუსეთის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა.

„მკვდარი სულები“ მოგვითხრობს რუსეთის იმპერიაში მცხოვრები სახელმწიფო მოხელის პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვის შესახებ, რომელიც სარგებლობს სისტემის არაეფექტიანობით და საშუალო კლასის მემამულეებისგან ყიდულობს უფლებებს მკვდარ ყმებზე, რათა დიდძალი ქონება დააგროვოს.

ნოველაში გაშიშვლებულია მონარქისტული რუსეთის ბნელი მხარე. საინტერესოა, რომ კრიტიკოსები და მწერლები აღნიშნავენ გოგოლის გავლენას არა მხოლოდ რუსულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაზე. მისი შემოქმედების ზეგავლენა იგრძნობა ფიოდორ დოსტოევსკიზე, მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინზე, ფრანც კაფკაზე, რიუნოსკე აკუტაგავაზე, მიხაილ ბულგაკოვზე, ვლადიმირ ნაბოკოვზე, ფლანერი ო’კონორსა და სხვა დიდ მწერლებზე.

გოგოლის „მკვდარი სულები“ არაერთ ენაზეა ნათარგმნი. ქართული თარგმანი დავით კასრაძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ წიგნი მალე „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის ფარგლებში გამოიცემა.