პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა პრეზიდენტ პუტინს" - ცნობილია, სად შედგება პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა: სატელეფონო საუბრის დეტალები
"მადლობა პრეზიდენტ პუტინს" - ცნობილია, სად შედგება პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა: სატელეფონო საუბრის დეტალები

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, მას ჰქონ­და "ხან­გრძლი­ვი და უაღ­რე­სად პრო­დუქ­ტი­უ­ლი" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან.


ტრამ­პის თქმით, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს". ინ­ფორ­მა­ცია აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის სო­ცი­ა­ლურ მე­დია პლატ­ფორ­მა­ზე Truth Social-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


"ჩვენ გვსურს შე­ვა­ჩე­როთ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი, რო­მე­ლიც ამ ომს ახ­ლავს", - წერს ტრამ­პი.


  • პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­უ­ბა­რი შედ­გა და გაგ­რძელ­და "თით­ქმის სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი".

ტრამ­პის თქმით, ორმა ლი­დერ­მა გა­ნი­ხი­ლა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი, ენერ­გე­ტი­კის სფე­რო, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, “დო­ლა­რის ძალა და მრა­ვა­ლი სხვა თემა“.


პეს­კოვ­მა სა­კი­თხებს შო­რის და­მა­ტე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ ლი­დე­რებს შო­რის სა­უ­ბა­რი იყო პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლა­ზე, ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­სა და რუ­სეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.


“მაგ­რამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ორი­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ჩვენ გვსურს შე­ჩერ­დეს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი უკ­რა­ი­ნას­თან რუ­სე­თის ომში”, - წერს ტრამ­პი და ამ­ტკი­ცებს, რომ ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ გუნ­დე­ბი "და­ი­წყე­ბენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს" ომის და­სას­რუ­ლებ­ლად.


პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ტრამ­პის სა­უ­ბარ­ზე, უკ­რა­ი­ნას­თან შე­საძ­ლო მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ - პუ­ტინ­მა სა­პა­სუ­ხოდ, აღ­ნიშ­ნა "კონ­ფლიქ­ტის ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და და­ე­თან­ხმა ტრამპს, რომ სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბა.“


კრემ­ლმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტინ­მა ისა­უბ­რა მზად­ყოფ­ნა­ზე მი­ი­ღოს ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი რუ­სეთ­ში, მათ შო­რის ისი­ნიც, ვი­საც უკ­რა­ი­ნას­თან ექ­ნე­ბა შე­ხე­ბა. თუმ­ცა, პეს­კოვ­მა შე­საძ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გარ­და­უ­ვა­ლად და­წყე­ბა­ზე, პირ­და­პი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.


"ჩვენ ასე­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ჩვენ­მა გუნ­დებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და და­ვი­წყებთ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და­რეკ­ვით, რათა ვაც­ნო­ბოთ მას სა­უბ­რის შე­სა­ხებ, რა­საც ახლა გა­ვა­კე­თებ“, - დას­ძენს ტრამ­პი.

მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ამე­რი­კულ მხა­რეს გა­უ­ძღვე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო, CIA-ს დი­რექ­ტო­რი ჯონ რეტკლი­ფი, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ვე­ლი მა­იკლ უოლ­ცი და სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტივ ვიტ­კო­ფი.

  • პეს­კო­ვის თქმით, პუ­ტინ­მა ტრამ­პი მოს­კოვ­ში მი­იწ­ვია და პრე­ზი­დენ­ტე­ბი შე­თან­ხმდნენ პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, მათ შო­რის პი­რა­დი შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას, ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტინ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

“მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­ზი­დენტ პუ­ტინს იმის გამო, რომ ამ სა­უ­ბარს დრო და­უთ­მო და კი­დევ იმის­თვის, რომ გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა მარკ ფო­გე­ლი - შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე პი­რა­დად მი­ვი­ღე თეთრ სახ­ლში. მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა წარ­მა­ტე­ბულ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს... იმე­დი მაქვს მალე!“ - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.


მე­დი­ის ცნო­ბით, პუ­ტინ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, მა­ლე­ვე ტრამ­პი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს - ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ესა­უბ­რა. BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რი და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და.


ფოტო არ­ქი­ვი­დან


თა­ვად ზე­ლენ­სკიმ თა­ვის Telegram არხზე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­უ­ბა­რი შედ­გა. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­გა­დად მი­მო­ი­ხი­ლა.


“ახ­ლა­ხან ვე­სა­უბ­რე დო­ნალდ ტრამპს. ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სა­უ­ბა­რი იყო ჩვე­ნი სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ, ვი­მუ­შა­ოთ გუნ­დურ დო­ნე­ზე. ჩვენ ტექ­ნო­ლო­გი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე: კერ­ძოდ, დრო­ნე­ბის და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ. მად­ლო­ბე­ლი ვარ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის“, - წერს ზე­ლენ­სკი.


  • მისი თქმით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა მას ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბი უამ­ბო.

“უკ­რა­ი­ნას სხვა­ზე მე­ტად სურს მშვი­დო­ბა. ჩვენ გან­ვსა­ზღვრავთ ჩვენს სა­ერ­თო ნა­ბი­ჯებს ამე­რი­კას­თან, რათა შე­ა­ჩე­როს რუ­სუ­ლი აგ­რე­სია და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს სა­ი­მე­დო, ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა“, - წერს ზე­ლენ­სკი.


თა­ვის მხრივ, დო­ნალდ ტრამპმა თქვა, რომ ზე­ლენ­სკის­თან სა­უ­ბარ­მა "ძა­ლი­ან კარ­გად" ჩა­ი­ა­რა.


“მას, ისე­ვე რო­გორც პრე­ზი­დენტ პუ­ტინს, სურს მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა. ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბევ­რი სა­კი­თხი", - წერს ტრამ­პი.


არც ზე­ლენ­სკიმ და არც ტრამპმა არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი.


  • მთა­ვა­რი ფოტო აღე­ბუ­ლია: Lizzie Gill-ის ილუსტრა­ცია; ფო­ტოგ­რა­ფე­ბი Kevin Lamarque/რო­ი­ტე­რი და Wojciech Olkusnik/EPA, Shutterstock.

წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მადლობა პრეზიდენტ პუტინს" - ცნობილია, სად შედგება პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა: სატელეფონო საუბრის დეტალები

"მადლობა პრეზიდენტ პუტინს" - ცნობილია, სად შედგება პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა: სატელეფონო საუბრის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჰქონდა "ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.


ტრამპის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ "დაუყოვნებლივ დაიწყოს". ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე Truth Social-ზე გამოაქვეყნა.


"ჩვენ გვსურს შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი, რომელიც ამ ომს ახლავს", - წერს ტრამპი.


  • პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მალევე დაადასტურა, რომ საუბარი შედგა და გაგრძელდა "თითქმის საათნახევარი".

ტრამპის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკის სფერო, ხელოვნური ინტელექტი, “დოლარის ძალა და მრავალი სხვა თემა“.


პესკოვმა საკითხებს შორის დამატებით აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი იყო პატიმრების გაცვლაზე, ირანის ბირთვულ პროგრამასა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობაზე.


“მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ორივე შევთანხმდით, რომ ჩვენ გვსურს შეჩერდეს მილიონობით ადამიანის სიკვდილი უკრაინასთან რუსეთის ომში”, - წერს ტრამპი და ამტკიცებს, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ გუნდები "დაიწყებენ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს" ომის დასასრულებლად.


პესკოვის განცხადებით, ტრამპის საუბარზე, უკრაინასთან შესაძლო მშვიდობის შესახებ - პუტინმა საპასუხოდ, აღნიშნა "კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობა და დაეთანხმა ტრამპს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, შესაძლებელია ვითარების გრძელვადიანი დარეგულირება.“


კრემლმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა ისაუბრა მზადყოფნაზე მიიღოს ამერიკელი ოფიციალური პირები რუსეთში, მათ შორის ისინიც, ვისაც უკრაინასთან ექნება შეხება. თუმცა, პესკოვმა შესაძლო მოლაპარაკებების გარდაუვალად დაწყებაზე, პირდაპირი კომენტარი არ გააკეთა.


"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დარეკვით, რათა ვაცნობოთ მას საუბრის შესახებ, რასაც ახლა გავაკეთებ“, - დასძენს ტრამპი.

მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარეს გაუძღვებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

  • პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია და პრეზიდენტები შეთანხმდნენ პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე, მათ შორის პირადი შეხვედრის ორგანიზებაზე. მოგვიანებით, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.

“მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ ამ საუბარს დრო დაუთმო და კიდევ იმისთვის, რომ გუშინ გათავისუფლდა მარკ ფოგელი - შესანიშნავი ადამიანი, რომელიც მე პირადად მივიღე თეთრ სახლში. მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა წარმატებულ შედეგამდე მიგვიყვანს... იმედი მაქვს მალე!“ - განაცხადა ტრამპმა.


მედიის ცნობით, პუტინთან საუბრის შემდეგ, მალევე ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.


ფოტო არქივიდან


თავად ზელენსკიმ თავის Telegram არხზე დაადასტურა, რომ საუბარი შედგა. თუმცა, აღნიშნული ზოგადად მიმოიხილა.


“ახლახან ვესაუბრე დონალდ ტრამპს. ხანგრძლივი საუბარი შეეხო მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებს. საუბარი იყო ჩვენი სურვილის შესახებ, ვიმუშაოთ გუნდურ დონეზე. ჩვენ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე: კერძოდ, დრონების და სხვა თანამედროვე წარმოების შესახებ. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის დაინტერესებისთვის“, - წერს ზელენსკი.


  • მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალები უამბო.

“უკრაინას სხვაზე მეტად სურს მშვიდობა. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს საერთო ნაბიჯებს ამერიკასთან, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და გარანტირებული იყოს საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.


თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისთან საუბარმა "ძალიან კარგად" ჩაიარა.


“მას, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის დამყარება. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული ბევრი საკითხი", - წერს ტრამპი.


არც ზელენსკიმ და არც ტრამპმა არ გაასაჯაროვეს სამშვიდობო შეთანხმების ან წინასწარი შეთანხმების პირობები.


  • მთავარი ფოტო აღებულია: Lizzie Gill-ის ილუსტრაცია; ფოტოგრაფები Kevin Lamarque/როიტერი და Wojciech Olkusnik/EPA, Shutterstock.

წყარო


იხილეთ ასევე: