მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ფაქტია, რაღაც პროცესი მიდის...“ - როგორ ეხმაურება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00 საათიანი “მოამბის“ წამყვანად მისი ყოფილი პროდიუსერის, მაია ჭუჭულაშვილის გამოჩენას
“ფაქტია, რაღაც პროცესი მიდის...“ - როგორ ეხმაურება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00 საათიანი “მოამბის“ წამყვანად მისი ყოფილი პროდიუსერის, მაია ჭუჭულაშვილის გამოჩენას

“ფაქ­ტია, რომ რა­ღაც პრო­ცე­სი მი­დის, რის გა­მოც მაია ჭუ­ჭუ­ლაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თუ მას და­ა­ვა­ლეს, წა­ეყ­ვა­ნა “მო­ამ­ბე“. ყვე­ლა ის პრო­ცე­სი, რაც ახლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს არის იმის თან­მდე­ვი, რა­ზეც მე თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­სა­უბ­რე“, - ამის შე­სა­ხებ წამ­ყვან­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“ გა­ნა­ცხა­და.

  • ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ზე­ზად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე “არას­წო­რი პრო­ცე­სე­ბი“ და­ა­სა­ხე­ლა.

“იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ან­წუ­ხე­ლი­ძე და “შინ­დი­სის გმი­რე­ბი“ გვყავს, ჩემი საქ­ცი­ე­ლი არ მინ­და შე­ფას­დეს, რო­გორც გმი­რო­ბა. ჩემი პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე ამ ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ფე­რე­ბო­დეს სი­ტყვა - “გამ­ბე­და­ო­ბა“.

დღეს არ ვყო­ფილ­ვარ სამ­სა­ხურ­ში, ამი­ტომ არ ვიცი, რა პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა და რა გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ დღეს ჩემს პრო­დი­უ­სერს მო­უ­წია 18:00 სა­ა­თი­ა­ნი “მო­ამ­ბის“ წაყ­ვა­ნა. ფაქ­ტია, რომ რა­ღაც პრო­ცე­სი მი­დის, რის გა­მოც მაია ჭუ­ჭუ­ლაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თუ მას და­ა­ვა­ლეს, წა­ეყ­ვა­ნა “მო­ამ­ბე“. ყვე­ლა ის პრო­ცე­სი, რაც ახლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს არის იმის თან­მდე­ვი, რა­ზეც თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­სა­უბ­რე. ის გავ­ლე­ნა, არას­წო­რი პრო­ცე­სე­ბი, რო­მელ­მაც შე­დე­გად აქამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა. ეს შე­დე­გე­ბი არის ის გავ­ლე­ნა, რა­საც ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე ატა­რებს. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ის რომ ჩვენ აქამ­დე მი­ვე­დით, არის ამ გავ­ლე­ნის ბრა­ლი და იმ არას­წო­რი პრო­ცე­სე­ბის, რომ­ლე­ბიც მა­უ­წყე­ბელ­ში გან­ვი­თარ­და. რომ არა ეს გავ­ლე­ნა და პრო­ცე­სე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დღეს მა­უ­წყე­ბე­ლი სულ სხვა ვი­თა­რე­ბა­ში იქ­ნე­ბო­და და უკეთ უპა­სუ­ხებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს. უფრო მე­ტად იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეთერ­ში ჰყო­ლო­და უფრო მეტი მო­ქა­ლა­ქე და ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ვიდ­რე ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­მა.

  • რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა აღ­ნიშ­ნა, მისი “მო­ამ­ბის“ წამ­ყვა­ნო­ბი­დან “ჩახ­სნის“ შე­სა­ხებ წე­რი­ლი HR-ის გან მი­ი­ღო, სა­დაც ეწე­რა, რომ მას პო­ზი­ცია უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა “არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან და სა­მა­უ­წყებ­ლო საბ­ჭოს სა­მე­ურ­ვეო სხდო­მა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“.

“ეს არის არა­ჯან­სა­ღი პრო­ცე­სის შე­დე­გი. მათ და­ა­ვა­ლეს თუ ეს მი­ი­ღეს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე HR-ის გან მი­ვი­ღე ასე­თი წე­რი­ლი: არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან და სა­მა­უ­წყებ­ლო საბ­ჭოს სა­მე­ურ­ვეო სხდო­მა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე ვი­ხი­ლე ეს გან­ცხა­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა გა­ა­კე­თა, თუმ­ცა მათი პო­ზი­ცია მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი და მე­ნე­ჯმენ­ტმაც იცო­და მათი პო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეთე­რი­დან ჩემი ჩახ­სნის და­სა­ბუ­თე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს 18:00 სა­ა­თი­ა­ნი “მო­ამ­ბე“ ვა­სილ ივა­ნოვ - ჩი­ქო­ვა­ნის პრო­დი­უ­სერ­მა წა­იყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე ივა­ნოვ - ჩი­ქო­ვან­მა არ­ხის­გან მი­ი­ღო წე­რი­ლი, სა­დაც აღ­ნიშNული იყო, რომ ის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს მთა­ვარ გა­მოშ­ვე­ბას ვე­ღარ წა­იყ­ვან­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

“ფაქტია, რაღაც პროცესი მიდის...“ - როგორ ეხმაურება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00 საათიანი “მოამბის“ წამყვანად მისი ყოფილი პროდიუსერის, მაია ჭუჭულაშვილის გამოჩენას

“ფაქტია, რაღაც პროცესი მიდის...“ - როგორ ეხმაურება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00 საათიანი “მოამბის“ წამყვანად მისი ყოფილი პროდიუსერის, მაია ჭუჭულაშვილის გამოჩენას

“ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა “მოამბე“. ყველა ის პროცესი, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს არის იმის თანმდევი, რაზეც მე თავდაპირველად ვისაუბრე“, - ამის შესახებ წამყვანმა, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

  • ჟურნალისტმა მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე “არასწორი პროცესები“ დაასახელა.

“იმ ქვეყანაში, სადაც ანწუხელიძე და “შინდისის გმირები“ გვყავს, ჩემი საქციელი არ მინდა შეფასდეს, როგორც გმირობა. ჩემი პირველი განცხადებიდან გამომიდინარე ამ ყველაფერს შეიძლება შეეფერებოდეს სიტყვა - “გამბედაობა“.

დღეს არ ვყოფილვარ სამსახურში, ამიტომ არ ვიცი, რა პროცესები ვითარდება და რა გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს ჩემს პროდიუსერს მოუწია 18:00 საათიანი “მოამბის“ წაყვანა. ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა “მოამბე“. ყველა ის პროცესი, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს არის იმის თანმდევი, რაზეც თავდაპირველად ვისაუბრე. ის გავლენა, არასწორი პროცესები, რომელმაც შედეგად აქამდე მოგვიყვანა. ეს შედეგები არის ის გავლენა, რასაც ვასილ მაღლაფერიძე ატარებს. ჩემი შეფასებით, ის რომ ჩვენ აქამდე მივედით, არის ამ გავლენის ბრალი და იმ არასწორი პროცესების, რომლებიც მაუწყებელში განვითარდა. რომ არა ეს გავლენა და პროცესები, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მაუწყებელი სულ სხვა ვითარებაში იქნებოდა და უკეთ უპასუხებდა საზოგადოების საჭიროებებს. უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული ეთერში ჰყოლოდა უფრო მეტი მოქალაქე და ადამიანების პრობლემები, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

  • როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მისი “მოამბის“ წამყვანობიდან “ჩახსნის“ შესახებ წერილი HR-ის გან მიიღო, სადაც ეწერა, რომ მას პოზიცია უნდა დაეტოვებინა “არსებული ვითარებიდან და სამაუწყებლო საბჭოს სამეურვეო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე“.

“ეს არის არაჯანსაღი პროცესის შედეგი. მათ დაავალეს თუ ეს მიიღეს, ყოველ შემთხვევაში მე HR-ის გან მივიღე ასეთი წერილი: არსებული ვითარებიდან და სამაუწყებლო საბჭოს სამეურვეო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე. მე ვიხილე ეს განცხადება, რამდენიმე ადამიანმა გააკეთა, თუმცა მათი პოზიცია მანამდეც ვიცოდი და მენეჯმენტმაც იცოდა მათი პოზიციის შესახებ, თუმცა ეთერიდან ჩემი ჩახსნის დასაბუთებას საფუძვლად დაედო სამეურვეო საბჭოზე გაკეთებული განცხადება“,- განაცხადა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, დღეს 18:00 საათიანი “მოამბე“ ვასილ ივანოვ - ჩიქოვანის პროდიუსერმა წაიყვანა. მანამდე ივანოვ - ჩიქოვანმა არხისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშNული იყო, რომ ის საინფორმაციოს მთავარ გამოშვებას ვეღარ წაიყვანდა.

იხილეთ ასევე: