საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი!“ - გიგი უგულავა
“არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი!“ - გიგი უგულავა

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელს, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო და­ა­კის­რებს, ის არ გა­და­იხ­დის. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სწო­რედ უგუ­ლა­ვას მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

“ამ და­ვის იუ­რი­დი­უ­ლი თუ არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლის გან­ხილ­ვას არ ვა­პი­რებ, რად­გან ეს აბ­სურ­დია. ცალ­სა­ხაა ერთი რამე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფი­ზი­კურ ტე­რორ­თან ერ­თად ფი­ნან­სუ­რი ტე­რო­რი აქვს და­წყე­ბუ­ლი. ეს საქ­მე­ე­ბი ფი­ნან­სუ­რი ტე­რო­რია ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დროს ადა­მი­ა­ნებს, თითო სო­ფელს, 5 მი­ლი­ონს პირ­დე­ბო­და, 5000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით ასა­ჩუქ­რებს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს. და­ახ­ლო­ე­ბით, 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ამო­ღე­ბა უნ­დათ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბი­დან. მე არ ვა­პი­რებ არა­ნა­ი­რი ჯა­რი­მის გა­დახ­დას, წერ­ტი­ლი, ვე­რა­ვის მო­ვუ­წო­დებ ასე იმოქ­მე­დონ, ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ის ქვით­რე­ბი, რო­მელ­საც წე­რენ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, შე­უძ­ლი­ათ თა­ვის­თვის რე­ლიკ­ვი­ად შე­ი­ნა­ხონ",- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ სხდო­მის და­წყე­ბამ­დე.

  • სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე კი ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი აბე­სა­ძემ მო­სა­მარ­თლე ზვი­ად ცეკ­ვა­ვას აცი­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. აბე­სა­ძის თქმით, მო­სა­მარ­თლე ეს­ტო­ნეთ­მა და­ა­სან­ქცი­რა, შე­სა­ბა­მი­სად, მას ეს საქ­მე არ უნდა გა­ნე­ხი­ლა.

მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა უგუ­ლა­ვა­მაც და უთხრა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფარ­სია და ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წა­რაა გა­და­წყვე­ტი­ლი.

“წი­ნას­წარ ვი­ცით თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ წარ­მოდ­გე­ნა­ზე დიდ დროს ნუ დავ­ხარ­ჯავთ, ცირკსაც ვერ ვუ­წო­დებ, ცირ­კში ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თო­ბი­ან, აქ გა­სარ­თო­ბი არა­ფე­რია", - მი­მარ­თა უგუ­ლა­ვამ მო­სა­მარ­თლეს.

მო­სა­მარ­თლემ აბე­სა­ძის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­სა­ბუ­თებ­ლო­ბის არ­გუ­მენ­ტით არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და საქ­მე არ აი­ცი­ლა.

გიგი უგუ­ლა­ვას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან. კერ­ძოდ კი იმას, რომ ის 17 იან­ვარს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როცა ამის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

“არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი!“ - გიგი უგულავა

“არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი!“ - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ადმინისტრაციულ სახდელს, რომელსაც სასამართლო დააკისრებს, ის არ გადაიხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობენ.

“ამ დავის იურიდიული თუ არსებითი ნაწილის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ეს აბსურდია. ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს, თითო სოფელს, 5 მილიონს პირდებოდა, 5000-ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან. მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი, ვერავის მოვუწოდებ ასე იმოქმედონ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ",- განაცხადა უგულავამ სხდომის დაწყებამდე.

  • სასამართლო პროცესზე კი ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა დააყენა. აბესაძის თქმით, მოსამართლე ესტონეთმა დაასანქცირა, შესაბამისად, მას ეს საქმე არ უნდა განეხილა.

მოსამართლეს მიმართა უგულავამაც და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ფარსია და ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი.

“წინასწარ ვიცით თქვენი გადაწყვეტილება. ამ წარმოდგენაზე დიდ დროს ნუ დავხარჯავთ, ცირკსაც ვერ ვუწოდებ, ცირკში ადამიანები ერთობიან, აქ გასართობი არაფერია", - მიმართა უგულავამ მოსამართლეს.

მოსამართლემ აბესაძის შუამდგომლობა დასაბუთებლობის არგუმენტით არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"