საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰარვარდის ქართველი კურსდამთავრებული, რომელიც ცდილობს სამშობლოს ამერიკიდან დაეხმაროს - "ჯო უილსონმა ძალიან კარგად მიგვიღო, წერილიც გადავეცით..."
ჰარვარდის ქართველი კურსდამთავრებული, რომელიც ცდილობს სამშობლოს ამერიკიდან დაეხმაროს - "ჯო უილსონმა ძალიან კარგად მიგვიღო, წერილიც გადავეცით..."

ამე­რი­კა­ში ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა მო­ამ­ზა­დეს ღია წე­რი­ლი ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, კონ­გრეს­მენ ჯო უილ­სო­ნის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც 5 დე­კემ­ბერს ვა­შინგტონ­ში ჩა­ი­ტა­ნეს. ამ წე­რი­ლით მათ კონ­გრეს­მენს რამ­დე­ნი­მე თხოვ­ნა გა­დას­ცეს, რო­მელ­თა შო­რის იყო:

1. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა რეპ­რე­სი­ებ­სა და რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე, ასე­ვე, ბიზ­ნეს ლი­დე­რებ­ზე, თუ ოლი­გარ­ქებ­ზე, რომ­ლე­ბიც ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ აქ­ტი­ვო­ბებს აფი­ნან­სე­ბენ.

2. კონ­გრეს­ში გა­მარ­თოს სა­ჯა­რო მოს­მე­ნა, რო­მე­ლიც ნა­თელს მოჰ­ფენს ქარ­თველ­თა მიერ რუ­სულ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მთან ბრძო­ლი­სა და ევ­რო­პუ­ლი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გზა­ზე წარ­მოქ­მნილ სირ­თუ­ლე­ებს... ჯო უილ­სონ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მა­რი­ნა კუ­ტუ­ბი­ძე, რო­მე­ლიც ჰარ­ვარ­დში სა­მარ­თლის მა­გის­ტრა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბას ნიუ-იორ­კის "დიდ სა­მარ­თალ­ში“, ახალ იუ­რი­დი­ულ ფირ­მა - Greenberg Traurig LLP-ში გა­აგ­რძე­ლებს.

მა­რი­ნა კუ­ტუ­ბი­ძე ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მო­პო­ვე­ბულ წარ­მა­ტე­ბა­ზე უყ­ვე­ბა:

- თსუ-ში ვსწავ­ლობ­დი, სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვამ­თავ­რე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და მა­გის­ტრა­ტუ­რაც. ამის შემ­დეგ იუ­რის­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა კორ­ძა­ძის სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში. ამ პე­რი­ოდ­ში და­მა­ინ­ტე­რე­სა სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თალ­მა და კორ­ძა­ძის ბი­უ­რო­დან გა­და­ვე­დი "GR ტრან­ზი­ტში“, რკი­ნიგ­ზის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ა­ში, ჯერ იუ­რის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე, მერე იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გავ­ხდი. ამ პე­რი­ოდ­ში პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვი­წყე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გაგ­ზავ­ნა აშშ-ში, რად­გან სულ მინ­დო­და იქ მა­გის­ტრა­ტუ­რის გავ­ლა. პირ­ველ წელს რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­ზავ­ნე აპ­ლი­კა­ცია, ყვე­ლამ მი­მი­ღო და ავირ­ჩიე ჰარ­ვარ­დი, რო­მელ­მაც სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა (ჯამ­ში, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი სა­დღაც 100 ათა­სი დო­ლა­რი იყო). ჩა­მო­ვე­დი ჰარ­ვარ­დში და და­ვი­წყე სწავ­ლა სა­მარ­თლის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ეს უმე­ტე­სად სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მაა და ძი­რი­თა­დად მათ­ზეა გათ­ვლი­ლი, ვი­საც მერე ამე­რი­კა­ში ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რე­ბა, ან სა­დოქ­ტო­რო­ზე ჩა­ბა­რე­ბა უნ­დათ - ძი­რი­თა­დად ამ ორი კა­ტე­გო­რი­ის­თვი­საა მა­გის­ტრა­ტუ­რა. ჰარ­ვარ­დში სწავ­ლის დროს (2023-2024) ყვე­ლა­ფერ­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­საც ვა­კე­თებ­დი იყო ის, რომ ვი­ყა­ვი ჰარ­ვარ­დის ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია Harvard Women’s Law Association- ში, ჟურ­ნალ ბიზ­ნეს სა­მარ­თლის - Harvard Business Law Review-ში უფ­რო­სი რე­დაქ­ტო­რი, ასე­ვე, მა­გის­ტრე­ბის, დოქ­ტო­რან­ტე­ბი­სა და პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე. და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა... ახ­ლა­ხან წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე ნიუ-იორ­კის ად­ვო­კატ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე და 10 თე­ბერ­ვლი­დან "დიდ სა­მარ­თალ­ში“, ახალ იუ­რი­დი­ულ ფირ­მა - Greenberg Traurig LLP-ში და­ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. აქ "დიდ სა­მარ­თალს“ ტოპ-ფირ­მებს უძა­ხი­ან, სწო­რედ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ყვე­ლა­ზე დიდ კლი­ენ­ტებს. ვი­ნა­ი­დან სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თა­ლი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, როცა აქ ჩა­მო­ვე­დი, ჩემი მი­ზა­ნიც ეს იყო, აქ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი.

- რო­გორც ვხვდე­ბი, თქვე­ნი მიზ­ნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ამე­რი­კას უკავ­შირ­დე­ბა და მანდ აპი­რებთ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას...

- კი, ჯერ­ჯე­რო­ბით ასე იქ­ნე­ბა. რა ცოდ­ნაც ჰარ­ვარ­დში და მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვი­ღე, მინ­და, რომ ეს ამ მარ­კეტ­ზე გა­მოვ­ცა­დო იმი­ტომ, რომ ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დია მსოფ­ლი­ო­ში იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რისი კე­თე­ბაც მინ­და - სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ ორმა წე­ლი­წად­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა, ასე ვთქვათ, სულ სხვა სამ­ყა­რო­ში გიხ­სნის კარს და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ჯერ ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­ღაც დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში ჩვენც გავ­ხდე­ბით ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­კე­ტის ნა­წი­ლი. აქე­დან რა­საც ვუ­ყუ­რებ, ევ­რო­პა არის მისი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, ასე­ვე, სამ­ხრეთ ამე­რი­კაც და ნიუ-იორ­კი­დან იმარ­თე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. დიდი იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლოც გახ­დე­ბა ამ დიდი ტრან­ზაქ­ცი­უ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი იმი­ტომ, რომ ეს უდი­დეს რა­მეს ნიშ­ნავს ქვეყ­ნის­თვის რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რად, ისე ცნო­ბა­დო­ბის კუ­თხით.

- კონ­გრეს­ში ჯო უილ­სონ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- 5 დე­კემ­ბერს ვა­შინგტონ­ში, კონ­გრეს­ში ტარ­დე­ბო­და მოს­მე­ნა, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­ვე­დი. ეს იყო ღია მოს­მე­ნა - "ბე­ლა­რუ­სის როლი რუ­სე­თის და­ნა­შა­უ­ლებ­ში“. გა­მომ­სვლე­ლებ­მა ისა­უბ­რეს ბე­ლა­რუს­ზე, მათ შო­რის ახ­სე­ნეს სა­ქარ­თვე­ლოც,იყო მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­სავ­ლურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა გა­ი­მარ­ჯვოს და ა.შ. ჯო უილ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მე­გო­ბა­რია, რა­საც თურ­მე ბევ­რი წი­ნა­პი­რო­ბა აქვს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ის მარ­თლაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით. ჩვენ წი­ნას­წარ ვი­კი­თხეთ, ჯო უილ­სო­ნი ჩვენ­თან შეხ­ვედ­რით თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, მა­ნაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მიგ­ვი­ღო და თქვა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­მახ­სოვ­რებ­და და მოს­მე­ნა­ზე შეგ­ვხვდე­ბო­და. ჩვენ, ამე­რი­კელ­მა სტუ­დენ­ტებ­მა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა მო­ვამ­ზა­დეთ ღია წე­რი­ლი, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რა 50-მდე ადა­მი­ან­მა. ეს წე­რი­ლი ჩა­ვი­ტა­ნეთ ვა­შინგტონ­ში და მოს­მე­ნის შემ­დეგ, ჯო უილ­სონს გა­და­ვე­ცით. ეს ის დრო იყო, როცა ამე­რი­კას ჯერ არ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის რა­ი­მე სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა. ამ წე­რი­ლით ბა­ტონ უილ­სონს გა­და­ვე­ცით რამ­დე­ნი­მე თხოვ­ნა:

1. და­წეს­დეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი შემ­დე­გი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ: რეპ­რე­სი­ებ­სა და რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ აღ­ნიშ­ნულს და ბიზ­ნეს ლი­დე­რე­ბი, თუ ოლი­გარ­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც აფი­ნან­სე­ბენ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ აქ­ტი­ვო­ბებს.

2. დამ­ტკიც­დეს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

3. კონ­გრეს­ში გა­მარ­თოს სა­ჯა­რო მოს­მე­ნა (რო­გორც ჩა­ტარ­და ბე­ლო­რუს­ზე), რო­მე­ლიც ნა­თელს მოჰ­ფენს ქარ­თველ­თა მიერ რუ­სულ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მთან ბრძო­ლი­სა და ევ­რო­პუ­ლი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გზა­ზე წარ­მოქ­მნილ სირ­თუ­ლე­ებს.

ჯო უილ­სონ­მა ძა­ლი­ან კარ­გად მიგ­ვი­ღო, წე­რი­ლიც გა­და­ვე­ცით და მშვე­ნი­ე­რი შეხ­ვედ­რა გა­მოგ­ვი­ვი­და. ამას მერე მარ­თლაც მოჰ­ყვა ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი, ვი­მე­დოვ­ნებთ, სან­ქცი­ებ­ში რა­ღაც წვლი­ლი ჩვენც შე­ვი­ტა­ნეთ.

- ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღე­ებ­ში, აშშ-ში მყოფ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­გე­ცათ...

- ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვა­შინგტონ­ში ერთი კვი­რით დარ­ჩა და რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა. ჩვენ ვი­ყა­ვით 2 შეხ­ვედ­რა­ზე და ორი­ვე 22 იან­ვარს გა­ი­მარ­თა - AEI-ს (American Enterprise Institute) შეხ­ვედ­რა “ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნა: სა­უ­ბა­რი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან”. პრე­ზი­დენ­ტმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა ამ რთულ გზა­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ სიმ­ტკი­ცის გა­მო­ჩე­ნი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თა­ნად­გო­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. პრე­ზი­დენ­ტმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯე­ბი გა­ახ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ზე . ამის შემ­დეგ ის შეხ­ვდა ქარ­თულ დი­ას­პო­რას ვა­შინგტონ­ში და ეს შეხ­ვედ­რაც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და.

- ახალ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ, კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა სოფო გუ­გა­ვამ კი­დევ ერთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ვა­ფუძ­ნეთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "She Leads Peace“ . სოფო ჩი­კა­გო-კენტ-იდან არის. ამ პრო­ექტს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს და ორი­ვე ქა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბაა მე­წარ­მე ქა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა - მინ­და სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თალ­ში ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით და­ვეხ­მა­რო იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ახლა იწყე­ბენ თა­ვის ბიზ­ნესს. ისი­ნი სა­მარ­თლებ­რივ რჩე­ვებს, რა თქმა უნდა, უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ. სო­ფოს მი­მარ­თუ­ლე­ბაა ქა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, ის უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათი ხმა მი­ვა­წო­დოთ პო­ლი­ტი­კო­სებს, გავ­ზარ­დოთ ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში. ეს ძი­რი­თა­დად მოხ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბის და­ორ­გა­ნი­ზე­ბით, ტრე­ნინ­გე­ბით და რა­მე­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ქა­ლე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად ჩა­ერ­თონ პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცია ახ­ლა­ხან, წინა თვე­ში და­ვა­ფუძ­ნეთ და ნელ-ნელა ვი­წყებთ აქ­ტი­ვო­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ჰარვარდის ქართველი კურსდამთავრებული, რომელიც ცდილობს სამშობლოს ამერიკიდან დაეხმაროს - "ჯო უილსონმა ძალიან კარგად მიგვიღო, წერილიც გადავეცით..."

ჰარვარდის ქართველი კურსდამთავრებული, რომელიც ცდილობს სამშობლოს ამერიკიდან დაეხმაროს - "ჯო უილსონმა ძალიან კარგად მიგვიღო, წერილიც გადავეცით..."

ამერიკაში ქართველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოამზადეს ღია წერილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის სახელზე, რომელიც 5 დეკემბერს ვაშინგტონში ჩაიტანეს. ამ წერილით მათ კონგრესმენს რამდენიმე თხოვნა გადასცეს, რომელთა შორის იყო:

1. მიზანმიმართული ფინანსური სანქციების დაწესება რეპრესიებსა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებზე, ასევე, ბიზნეს ლიდერებზე, თუ ოლიგარქებზე, რომლებიც ანტიდემოკრატიულ აქტივობებს აფინანსებენ.

2. კონგრესში გამართოს საჯარო მოსმენა, რომელიც ნათელს მოჰფენს ქართველთა მიერ რუსულ ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ევროპული კურსის შენარჩუნების გზაზე წარმოქმნილ სირთულეებს... ჯო უილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდა მარინა კუტუბიძე, რომელიც ჰარვარდში სამართლის მაგისტრატურის დასრულების შემდეგ საქმიანობას ნიუ-იორკის "დიდ სამართალში“, ახალ იურიდიულ ფირმა - Greenberg Traurig LLP-ში გააგრძელებს.

მარინა კუტუბიძე ambebi.ge-ს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპოვებულ წარმატებაზე უყვება:

- თსუ-ში ვსწავლობდი, სამართლის ფაკულტეტზე, საქართველოში დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც. ამის შემდეგ იურისტად დავიწყე მუშაობა კორძაძის საადვოკატო ბიუროში. ამ პერიოდში დამაინტერესა საკორპორაციო სამართალმა და კორძაძის ბიუროდან გადავედი "GR ტრანზიტში“, რკინიგზის შვილობილ კომპანიაში, ჯერ იურისტის პოზიციაზე, მერე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავხდი. ამ პერიოდში პარალელურად დავიწყე აპლიკაციების გაგზავნა აშშ-ში, რადგან სულ მინდოდა იქ მაგისტრატურის გავლა. პირველ წელს რამდენიმე უნივერსიტეტში გავაგზავნე აპლიკაცია, ყველამ მიმიღო და ავირჩიე ჰარვარდი, რომელმაც სრული დაფინანსება შემომთავაზა (ჯამში, ფინანსური დახმარების პაკეტი სადღაც 100 ათასი დოლარი იყო). ჩამოვედი ჰარვარდში და დავიწყე სწავლა სამართლის მაგისტრატურაზე. ძალიან საინტერესო იყო, ეს უმეტესად საერთაშორისო პროგრამაა და ძირითადად მათზეა გათვლილი, ვისაც მერე ამერიკაში ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრება, ან სადოქტოროზე ჩაბარება უნდათ - ძირითადად ამ ორი კატეგორიისთვისაა მაგისტრატურა. ჰარვარდში სწავლის დროს (2023-2024) ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ვაკეთებდი იყო ის, რომ ვიყავი ჰარვარდის ქალთა ორგანიზაცია Harvard Women’s Law Association- ში, ჟურნალ ბიზნეს სამართლის - Harvard Business Law Review-ში უფროსი რედაქტორი, ასევე, მაგისტრების, დოქტორანტებისა და პირველკურსელების კომიტეტის თავმჯდომარე. დავამთავრე მაგისტრატურა... ახლახან წარმატებით ჩავაბარე ნიუ-იორკის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, შემოთავაზება მივიღე და 10 თებერვლიდან "დიდ სამართალში“, ახალ იურიდიულ ფირმა - Greenberg Traurig LLP-ში დავიწყებ მუშაობას. აქ "დიდ სამართალს“ ტოპ-ფირმებს უძახიან, სწორედ ეს კომპანიები ემსახურებიან ყველაზე დიდ კლიენტებს. ვინაიდან საკორპორაციო სამართალი მაინტერესებდა, როცა აქ ჩამოვედი, ჩემი მიზანიც ეს იყო, აქ მოვხვედრილიყავი.

- როგორც ვხვდები, თქვენი მიზნები ჯერჯერობით ამერიკას უკავშირდება და მანდ აპირებთ კარიერის გაგრძელებას...

- კი, ჯერჯერობით ასე იქნება. რა ცოდნაც ჰარვარდში და მანამდე საქართველოში მივიღე, მინდა, რომ ეს ამ მარკეტზე გამოვცადო იმიტომ, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში იმ მიმართულებით, რისი კეთებაც მინდა - საკორპორაციო სამართლის მიმართულება. ამ ორმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ შემძინა, ასე ვთქვათ, სულ სხვა სამყაროში გიხსნის კარს და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ჯერ ჩვენთან, საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი. დარწმუნებული ვარ, რაღაც დროის მონაკვეთში ჩვენც გავხდებით ამ საერთაშორისო მარკეტის ნაწილი. აქედან რასაც ვუყურებ, ევროპა არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე, სამხრეთ ამერიკაც და ნიუ-იორკიდან იმართება საერთაშორისო ტრანზაქციები ამ მიმართულებით. დიდი იმედი მაქვს, საქართველოც გახდება ამ დიდი ტრანზაქციული ოჯახის ნაწილი იმიტომ, რომ ეს უდიდეს რამეს ნიშნავს ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკურად, ისე ცნობადობის კუთხით.

- კონგრესში ჯო უილსონთან შეხვედრაზე მოგვიყევით...

- 5 დეკემბერს ვაშინგტონში, კონგრესში ტარდებოდა მოსმენა, სადაც მეგობრებთან ერთად ჩავედი. ეს იყო ღია მოსმენა - "ბელარუსის როლი რუსეთის დანაშაულებში“. გამომსვლელებმა ისაუბრეს ბელარუსზე, მათ შორის ახსენეს საქართველოც,იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში დასავლურმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს და ა.შ. ჯო უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია, რასაც თურმე ბევრი წინაპირობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ის მართლაც დაინტერესებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ჩვენ წინასწარ ვიკითხეთ, ჯო უილსონი ჩვენთან შეხვედრით თუ დაინტერესდებოდა, მანაც დიდი სიამოვნებით მიგვიღო და თქვა, რომ აუცილებლად დაიმახსოვრებდა და მოსმენაზე შეგვხვდებოდა. ჩვენ, ამერიკელმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოვამზადეთ ღია წერილი, რომელსაც ხელი მოაწერა 50-მდე ადამიანმა. ეს წერილი ჩავიტანეთ ვაშინგტონში და მოსმენის შემდეგ, ჯო უილსონს გადავეცით. ეს ის დრო იყო, როცა ამერიკას ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის რაიმე სანქციების დაწესება. ამ წერილით ბატონ უილსონს გადავეცით რამდენიმე თხოვნა:

1. დაწესდეს მიზანმიმართული ფინანსური სანქციები შემდეგი პირების წინააღმდეგ: რეპრესიებსა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნულს და ბიზნეს ლიდერები, თუ ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ ანტიდემოკრატიულ აქტივობებს.

2. დამტკიცდეს ფინანსური დახმარების პაკეტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გასაძლიერებლად.

3. კონგრესში გამართოს საჯარო მოსმენა (როგორც ჩატარდა ბელორუსზე), რომელიც ნათელს მოჰფენს ქართველთა მიერ რუსულ ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ევროპული კურსის შენარჩუნების გზაზე წარმოქმნილ სირთულეებს.

ჯო უილსონმა ძალიან კარგად მიგვიღო, წერილიც გადავეცით და მშვენიერი შეხვედრა გამოგვივიდა. ამას მერე მართლაც მოჰყვა ფინანსური სანქციები, ვიმედოვნებთ, სანქციებში რაღაც წვლილი ჩვენც შევიტანეთ.

- ტრამპის ინაუგურაციის დღეებში, აშშ-ში მყოფ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის საშუალებაც მოგეცათ...

- ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ერთი კვირით დარჩა და რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. ჩვენ ვიყავით 2 შეხვედრაზე და ორივე 22 იანვარს გაიმართა - AEI-ს (American Enterprise Institute) შეხვედრა “ქართული დემოკრატიის გადარჩენა: საუბარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან”. პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ამ რთულ გზაზე ქართველი ხალხის მიერ სიმტკიცის გამოჩენისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი მესიჯები გაახმაურა საქართველოზე . ამის შემდეგ ის შეხვდა ქართულ დიასპორას ვაშინგტონში და ეს შეხვედრაც ძალზე საინტერესო გამოვიდა.

- ახალ პროექტზე მუშაობთ, კონკრეტულად რა მიმართულებით?

- მე და ჩემმა მეგობარმა სოფო გუგავამ კიდევ ერთ აზერბაიჯანელ მეგობართან ერთად დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია "She Leads Peace“ . სოფო ჩიკაგო-კენტ-იდან არის. ამ პროექტს ორი მიმართულება აქვს და ორივე ქალების დახმარებაზეა კონცენტრირებული. ჩემი მიმართულებაა მეწარმე ქალების დახმარება - მინდა საკორპორაციო სამართალში ჩემი გამოცდილებით დავეხმარო იმ ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავის ბიზნესს. ისინი სამართლებრივ რჩევებს, რა თქმა უნდა, უფასოდ მიიღებენ. სოფოს მიმართულებაა ქალები პოლიტიკაში, ის უხელმძღვანელებს, როგორ შეიძლება მათი ხმა მივაწოდოთ პოლიტიკოსებს, გავზარდოთ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში. ეს ძირითადად მოხდება შეხვედრების დაორგანიზებით, ტრენინგებით და რამენაირად უნდა ვეცადოთ, რომ ქალები კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ პოლიტიკის საკითხებში. ორგანიზაცია ახლახან, წინა თვეში დავაფუძნეთ და ნელ-ნელა ვიწყებთ აქტივობებს.