Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვ პირველმა“, "ფორმულამ“, "მთავარმა არხმა“ მე გამასამართლა - ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს - ბრიტანული კანონი რომ იყოს, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ" - ირაკლი ზარქუა
"ტვ პირველმა“, "ფორმულამ“, "მთავარმა არხმა“ მე გამასამართლა - ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს - ბრიტანული კანონი რომ იყოს, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ" - ირაკლი ზარქუა

"დღეს ყვე­ლას, ვი­საც შე­უძ­ლია - და­გაბ­რა­ლე­ბენ, შე­გი­თი­თხნი­ან, შექ­მნი­ან რა­ღაც ის­ტო­რი­ას და მერე თავი უნდა იმარ­თლო - კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თია ჩემ­ზეც, აბუ-და­ბის ამ­ბებ­ზე - რომ იყოს ბრი­ტა­ნუ­ლი კა­ნო­ნი, სა­დაც არის ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით და სი­მარ­თლე, ასეთ სი­გი­ჟე­ებს ვერ და­წე­რენ და თუ და­წერ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მე­ბი იქ­ნე­ბო­და", - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან “მე­დი­ის კა­ნონ­ზე” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, სურთ, რომ მე­დი­ა­ში კი­დევ უფრო მე­ტად მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი იყოს.

"დღეს ყვე­ლას, ვი­საც შე­უძ­ლია - და­გაბ­რა­ლე­ბენ, შე­გი­თი­თხნი­ან, შექ­მნი­ან რა­ღაც ის­ტო­რი­ას და მერე თავი უნდა იმარ­თლო. კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თია ჩემ­ზეც, აბუ-და­ბის ამ­ბებ­ზე:არ გახ­სოვთ ოპო-მე­დი­ა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­დი­ე­ბი რომ არის, და­წყე­ბუ­ლი “ტვ პირ­ვე­ლი”, “ფორ­მუ­ლა”, “მთა­ვა­რი არხი” მე გა­მა­სა­მარ­თლეს - ჯერ ერთი თვე მო­მი­სა­ჯეს, შემ­დეგ ერთი წელი, გა­მა­მათ­რა­ხეს… რომ იყოს ბრი­ტა­ნუ­ლი კა­ნო­ნი, სა­დაც არის ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით და სი­მარ­თლე, ასეთ სი­გი­ჟე­ებს ვერ და­წე­რენ და თუ და­წერ­დნენ შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მე­ბი იქ­ნე­ბო­და, რო­გორც ბრი­ტა­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვინ­და კი­დევ უფრო მე­ტად მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუხ­მობთ ბრი­ტა­ნულ კა­ნონს და გად­მო­ვი­ტანთ”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

კი­თხვა­ზე, რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ისი­ნი სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ზარ­ქუ­ამ უპა­სუ­ხა, რომ ისი­ნი მხო­ლოდ ამა­ზე არი­ან აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი.

“სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, სი­მარ­თლე და მხო­ლოდ სი­მარ­თლე - ამა­ზე ვართ მხო­ლოდ აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ამა­ზეა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი ამე­რი­კის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც”, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით მმარ­თვე­ლი გუნ­დი ხვა­ლი­დან მუ­შა­ო­ბას იწყებს და მალე და­ი­ნი­ცირ­დე­ბა "მე­დი­ის კა­ნო­ნი“, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნუ­ლი მო­დე­ლი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღე­ბენ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, კა­ნო­ნით დად­გინ­დე­ბა მე­დი­ის ობი­ექ­ტუ­რო­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის სტან­დარ­ტე­ბი.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის და დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ავტორი:

"ტვ პირველმა“, "ფორმულამ“, "მთავარმა არხმა“ მე გამასამართლა - ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს - ბრიტანული კანონი რომ იყოს, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ" - ირაკლი ზარქუა

"ტვ პირველმა“, "ფორმულამ“, "მთავარმა არხმა“ მე გამასამართლა - ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს - ბრიტანული კანონი რომ იყოს, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ" - ირაკლი ზარქუა

"დღეს ყველას, ვისაც შეუძლია - დაგაბრალებენ, შეგითითხნიან, შექმნიან რაღაც ისტორიას და მერე თავი უნდა იმართლო - კონკრეტული მაგალითია ჩემზეც, აბუ-დაბის ამბებზე - რომ იყოს ბრიტანული კანონი, სადაც არის ფაქტებზე დაყრდნობით და სიმართლე, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ და თუ დაწერდნენ, შესაბამისი ჯარიმები იქნებოდა", - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან “მედიის კანონზე” საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, სურთ, რომ მედიაში კიდევ უფრო მეტად მაღალი სტანდარტები იყოს.

"დღეს ყველას, ვისაც შეუძლია - დაგაბრალებენ, შეგითითხნიან, შექმნიან რაღაც ისტორიას და მერე თავი უნდა იმართლო. კონკრეტული მაგალითია ჩემზეც, აბუ-დაბის ამბებზე:არ გახსოვთ ოპო-მედიაში, პოლიტიკური ორგანიზაციის მედიები რომ არის, დაწყებული “ტვ პირველი”, “ფორმულა”, “მთავარი არხი” მე გამასამართლეს - ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს… რომ იყოს ბრიტანული კანონი, სადაც არის ფაქტებზე დაყრდნობით და სიმართლე, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ და თუ დაწერდნენ შესაბამისი ჯარიმები იქნებოდა, როგორც ბრიტანულ კანონმდებლობაშია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად მაღალი სტანდარტები და შესაბამისად, მოვუხმობთ ბრიტანულ კანონს და გადმოვიტანთ”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კითხვაზე, როგორ უზრუნველყოფენ ისინი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზარქუამ უპასუხა, რომ ისინი მხოლოდ ამაზე არიან აქცენტირებული.

“სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე - ამაზე ვართ მხოლოდ აქცენტირებული. როგორც ჩანს, ამაზეა აქცენტირებული ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება "მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.