მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მამუკა, ფული მოიტანე, ბიჭო!“ - ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს
“მამუკა, ფული მოიტანე, ბიჭო!“ - ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს

“რაც გად­მო­ცე­მით ვიცი და რაც ვნა­ხე, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი - ის ყო­ველ­თვის ემ­სა­ხუ­რე­ბო­და უცხო­ელ პატ­რო­ნებს და პო­ლი­ტი­კა­შიც მო­ვი­და უცხო­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რებ­ლად“, - ამის შე­სა­ხებ დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მისი თქმით, მოხ­და ლუსტრა­ცია თუ “ვის და რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე”.

“ლუსტრა­ცია მოხ­და ვის და რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბა. რაც გად­მო­ცე­მით ვიცი და რაც ვნა­ხე, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი. ის ყო­ველ­თვის იყო ის ვინც დღეს არის - ემ­სა­ხუ­რე­ბო­და უცხო­ელ პატ­რო­ნებს და პო­ლი­ტი­კა­შიც მო­ვი­და უცხო­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რებ­ლად. უცხო ქვე­ყა­ნას ეუბ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ი­სა­ჯოს. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ მისი არა­ა­დეკ­ვა­ტურ და გი­ჟურ იდე­ებს არ და­უ­ჭი­რა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მხა­რი. მას ჰქონ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი, რომ ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტი - ანაკ­ლი­ის პორ­ტი აე­შე­ნე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს სთხოვ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ბი­უ­ჯე­ტის­გან. იცით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ ის და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და პი­რი­ქით, 600 ათა­სი დო­ლა­რი აქვს მო­სა­ტა­ნი. მა­მუ­კა, მო­ი­ტა­ნე ფული! იმ ფულს ჩვენ ბა­ღებს, სკო­ლებს და კარგ საქ­მეს მო­ვახ­მართ. ფული მო­ი­ტა­ნე, ბიჭო!” - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ “აშშ-მ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ზე­წო­ლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არა­ლე­გი­ტი­მურ, პრო­ი­რა­ნულ და პრო­ჩი­ნურ რე­ჟიმ­ზე, რათა და­იც­ვას თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში”

მისი თქმით, პა­ნა­მას შემ­თხვე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრამ­პის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლა აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

“მამუკა, ფული მოიტანე, ბიჭო!“ - ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს

“მამუკა, ფული მოიტანე, ბიჭო!“ - ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს

“რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი - ის ყოველთვის ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მოხდა ლუსტრაცია თუ “ვის და როგორ ემსახურება მამუკა ხაზარაძე”.

“ლუსტრაცია მოხდა ვის და როგორ ემსახურება. რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ის ყოველთვის იყო ის ვინც დღეს არის - ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დაისაჯოს. რატომ? - იმიტომ, რომ მისი არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს არ დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი - ანაკლიის პორტი აეშენებინა. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს სთხოვდა ქართველი ხალხის და ბიუჯეტისგან. იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო!” - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში”

მისი თქმით, პანამას შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა აშშ-ს ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.