პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - "ქართული ოცნების" ოპონენტებიდან ვინ რჩება პარლამენტში?
49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - "ქართული ოცნების" ოპონენტებიდან ვინ რჩება პარლამენტში?

“ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ და “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რებს - ჯამ­ში, 49 დე­პუ­ტატს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა.

კენ­ჭისყ­რის შე­დე­გებს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ.

პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე მათი პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბი გახ­და, რომ­ლი­თაც პარ­ლა­მენტს გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­მარ­თეს.

პარ­ლა­მენ­ტში 12 მან­და­ტით რჩე­ბა პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სხვა პარ­ტი­ე­ბის მსგავ­სად, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად აცხა­დებს და სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე მათ გან­ცხა­დე­ბა არ და­უ­წე­რი­ათ.

ცეს­კოს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის თა­ნახ­მად, 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად “ძლი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ 14 მან­და­ტი მი­ი­ღო, “კო­ა­ლი­ცი­ამ ცვლი­ლე­ბის­თვის“ პარ­ლა­მენ­ტში 19 წევ­რი გა­იყ­ვა­ნა, ხოლო “ერ­თი­ა­ნო­ბა -ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ 16 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, რო­მელ­თა პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი შე­უ­წყდათ, არი­ან: - მა­რი­კა არე­ვა­ძე, ლაშა ბაქ­რა­ძე, თინა ბო­კუ­ჩა­ვა, საბა ბუ­ა­ძე, გი­ორ­გი ბუ­ტი­კაშ­ვი­ლი, გრი­გოლ გე­გე­ლია, ანა გო­გო­ლა­ძე, სო­ფია გო­ლე­თი­ა­ნი, ანა დო­ლი­ძე, გი­ორ­გი ვა­შა­ძე, თენ­გიზ თევ­ზა­ძე, ქე­თე­ვან თუ­რა­ზაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი იმე­დაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კირ­თა­ძე, ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე, მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, თა­მარ კორ­ძა­ია, ირაკ­ლი კუპ­რა­ძე, თა­მარ ლა­ლი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლე­მონ­ჯა­ვა, ნანა მა­ლაშ­ხია, ნიკა მე­ლია, კობა ნა­ყო­ფია, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი, და­თუ­ნა რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, ლე­ვან სა­მუ­შია, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი, ანი ქავ­თა­რა­ძე, ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვი, ბო­რის ყუ­რუა, ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე, გიგი წე­რე­თე­ლი, ანა წით­ლი­ძე, ივა­ნე ჭყო­ნია, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, გა­ი­ოზ ჯა­ფა­რი­ძე, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე და სო­ფიო ჯა­ფა­რი­ძე.

პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც 150 წევ­რით უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, 101 წევ­რი­ა­ნი გახ­და. ამ კონ­ტექ­სტში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, გვა­რა­მია-მე­ლი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბას “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ და “ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­თა­და­რი­გო-სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბი “ჩახ­სნი­ლი“ აქვს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მოკ­ლე­ბუ­ლი წევ­რე­ბის ნაც­ვლად, მათი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან პარ­ლა­მენ­ტში ვე­რა­ვინ შევა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - "ქართული ოცნების" ოპონენტებიდან ვინ რჩება პარლამენტში?

49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - "ქართული ოცნების" ოპონენტებიდან ვინ რჩება პარლამენტში?

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, “კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

კენჭისყრის შედეგებს უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია “გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად “ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, “კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო “ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ, არიან: - მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.

პარლამენტი, რომელიც 150 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, 101 წევრიანი გახდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, გვარამია-მელიას გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ძლიერ საქართველოს“ სათადარიგო-საარჩევნო სიები “ჩახსნილი“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი საარჩევნო სიიდან პარლამენტში ვერავინ შევა.

იხილეთ ასევე: