პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საათობით ჰკიდებდნენ კიდურებით და..." - ვრცელდება "ჰამასის" საიდუმლო დოკუმენტები, სადაც აღწერილია, როგორ აწამებდნენ საკუთარ წევრებს
"საათობით ჰკიდებდნენ კიდურებით და..." -  ვრცელდება "ჰამასის" საიდუმლო დოკუმენტები, სადაც აღწერილია, როგორ აწამებდნენ საკუთარ წევრებს

გავ­რცელ­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, "ჰა­მა­სმა" სა­კუ­თა­რი რი­გე­ბი­დან ტე­რო­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ, აწა­მა და სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა. წყა­რო­ე­ბი ამა­ტე­ბენ, რომ 7 ოქ­ტომ­ბრის ხოც­ვა-ჟლე­ტის ზო­გი­ერ­თი ის­რა­ე­ლე­ლი მსხვერ­პლი ტყვე­ო­ბა­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს.

  • ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა აწარ­მო­ებ­და იმ "ჰა­მა­სე­ლე­ბის" სიას, რომ­ლებ­მაც "ჰა­მა­სის" "მო­რა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბა" ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო ვერ გა­ი­ა­რეს და "ამის­თვის მძი­მე ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წი­ათ". აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

დო­კუ­მენ­ტებ­ში სა­უ­ბა­რია იმ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, 94-მა ტე­რო­რის­ტმა ჩა­ი­დი­ნა. ეს აერ­თი­ა­ნებს "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ სა­უბ­რებს," "გო­გო­ნებ­თან ფლირტს კა­ნო­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე" და "სო­დომს", ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბი­სა და წა­მე­ბის სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბებ­თან ერ­თად.

2012 წლი­დან 2019 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში აღ­წე­რი­ლი საქ­მე­ე­ბი ეხე­ბა "ჰა­მა­სის" დაზ­ვერ­ვის, სამ­ხედ­რო და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რი­გებს და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ახა­ლი წევ­რე­ბი სა­ბო­ლო­ოდ, ტე­რო­რის­ტულ ჯგუფ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მათი ქმე­დე­ბე­ბის გამო "მი­უ­ღებ­ლად" იქ­ნენ მიჩ­ნე­ულ­ნი.

"ის მუდ­მი­ვად წყევ­ლის ღმერ­თს, მი­ღე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან პა­ტა­რა ბავ­შვი სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ა­ვიწ­რო­ვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ერთ-ერთ ბრალ­დე­ბა­ში.

სხვა ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, "მას (ჰა­მა­სის ერთ-ერთ წევ­რს, რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს ფე­ის­ბუქ­ზე. ის არას­დროს ლო­ცუ­ლობს. ქცე­ვით და მო­რა­ლუ­რად გა­დახ­რი­ლი."

"გა­დახ­რი­ლი" - სწო­რედ ეს სი­ტყვა არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტში გეის ნაც­ვლად.

  • გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მო­უ­ვი­დათ მათ, ვინც "ჰა­მა­სის­თვის" "მი­უ­ღებ­ლად" იქ­ნენ მიჩ­ნე­ულ­ნი, მაგ­რამ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა ღა­ზა­ში უკა­ნო­ნოა და შე­იძ­ლე­ბა, მრა­ვალ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ასე მოხ­და ჰა­მა­სის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის, მაჰ­მუდ იშ­ტი­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს მას შემ­დეგ, რაც მას ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი აქტი და­ე­დო ბრა­ლად.

იშ­ტი­ვის აღი­ა­რე­ბა და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­შიც არის აღ­წე­რი­ლი.

"სო­დო­მის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა სა­ზა­რე­ლი სა­ხით, მა­შინ როცა ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ორ ქალ­ზე უფრო სა­ზა­რე­ლია, ვიდ­რე მრუ­შო­ბა და ის ყუ­რან­ში არა­ერ­თხე­ლაა აღ­წე­რი­ლი უხამ­სო­ბად. ასე­თი ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვას იმ­სა­ხუ­რებს", - წე­რია დო­კუ­მენ­ტებ­ში.

ჰა­მა­სმა იშ­ტი­ვი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა - მას მკერ­დში სამი ტყვია ეს­რო­ლეს. მა­ნამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის პა­ტიმ­რო­ბა­ში ჰყავ­დათ და აწა­მებ­დნენ - მათ შო­რის, სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დუ­რე­ბით ჰკი­დებ­დნენ.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა და ის­რა­ელ­ში, 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა "ნიუ იორკ პოსტთან" სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს ის­რა­ე­ლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი.

  • One Israel Fund-ის დი­რექ­ტო­რი ივ ჰა­როუ ამ­ბობს, რომ "ჰა­მა­სის" მხრი­დან სა­კუ­თარ რი­გებ­ში ძა­ლა­დო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მათი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რო­ბა სა­ზღვრებს არ ცნობს.

წყა­რო

ავტორი:

"საათობით ჰკიდებდნენ კიდურებით და..." - ვრცელდება "ჰამასის" საიდუმლო დოკუმენტები, სადაც აღწერილია, როგორ აწამებდნენ საკუთარ წევრებს

"საათობით ჰკიდებდნენ კიდურებით და..." -  ვრცელდება "ჰამასის" საიდუმლო დოკუმენტები, სადაც აღწერილია, როგორ აწამებდნენ საკუთარ წევრებს

გავრცელდა დოკუმენტები, რომლის მიხედვით, "ჰამასმა" საკუთარი რიგებიდან ტერორისტები, რომლებსაც სავარაუდოდ, ჰომოსექსუალური კავშირები ჰქონდათ, აწამა და სიკვდილით დასაჯა. წყაროები ამატებენ, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის ზოგიერთი ისრაელელი მსხვერპლი ტყვეობაში გააუპატიურეს.

  • ტერორისტული დაჯგუფება აწარმოებდა იმ "ჰამასელების" სიას, რომლებმაც "ჰამასის" "მორალური შემოწმება" ერთნაირსქესიანი ურთიერთობების გამო ვერ გაიარეს და "ამისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწიათ". აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით გახდა ცნობილი.

დოკუმენტებში საუბარია იმ დანაშაულებზე, რომლებიც სავარაუდოდ, 94-მა ტერორისტმა ჩაიდინა. ეს აერთიანებს "ჰომოსექსუალურ საუბრებს," "გოგონებთან ფლირტს კანონიერი ურთიერთობის გარეშე" და "სოდომს", ბავშვებზე ძალადობისა და წამების სერიოზულ ბრალდებებთან ერთად.

2012 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში აღწერილი საქმეები ეხება "ჰამასის" დაზვერვის, სამხედრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს და აღნიშნულია, რომ ახალი წევრები საბოლოოდ, ტერორისტულ ჯგუფთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად, მათი ქმედებების გამო "მიუღებლად" იქნენ მიჩნეულნი.

"ის მუდმივად წყევლის ღმერთს, მიღებულია ინფორმაცია, რომ მან პატარა ბავშვი სექსუალურად შეავიწროვა", - აღნიშნულია ერთ-ერთ ბრალდებაში.

სხვა ბრალდების თანახმად, "მას (ჰამასის ერთ-ერთ წევრს, რომანტიკული ურთიერთობები აქვს ფეისბუქზე. ის არასდროს ლოცულობს. ქცევით და მორალურად გადახრილი."

"გადახრილი" - სწორედ ეს სიტყვა არის გამოყენებული დოკუმენტში გეის ნაცვლად.

  • გაურკვეველია, რა მოუვიდათ მათ, ვინც "ჰამასისთვის" "მიუღებლად" იქნენ მიჩნეულნი, მაგრამ ჰომოსექსუალობა ღაზაში უკანონოა და შეიძლება, მრავალწლიანი პატიმრობა და სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს.

ასე მოხდა ჰამასის ყოფილი მეთაურის, მაჰმუდ იშტივის შემთხვევაში, რომელიც 2016 წელს სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც მას ჰომოსექსუალური აქტი დაედო ბრალად.

იშტივის აღიარება და სასტიკი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულ დოკუმენტებშიც არის აღწერილი.

"სოდომის დანაშაულის ჩადენა საზარელი სახით, მაშინ როცა ის დაქორწინებულია ორ ქალზე უფრო საზარელია, ვიდრე მრუშობა და ის ყურანში არაერთხელაა აღწერილი უხამსობად. ასეთი ცოდვის ჩამდენი ქვებით ჩაქოლვას იმსახურებს", - წერია დოკუმენტებში.

ჰამასმა იშტივი სიკვდილით დასაჯა - მას მკერდში სამი ტყვია ესროლეს. მანამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ის პატიმრობაში ჰყავდათ და აწამებდნენ - მათ შორის, საათების განმავლობაში კიდურებით ჰკიდებდნენ.

ოფიციალურმა პირებმა და ისრაელში, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების გადარჩენილებმა "ნიუ იორკ პოსტთან" სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრეს.

იყო შემთხვევები, როდესაც "ჰამასის" მებრძოლებმა გააუპატიურეს ისრაელელი მამაკაცები.

  • One Israel Fund-ის დირექტორი ივ ჰაროუ ამბობს, რომ "ჰამასის" მხრიდან საკუთარ რიგებში ძალადობა ამტკიცებს, რომ მათი არაადამიანურობა საზღვრებს არ ცნობს.

წყარო