პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება, მისასალმებელია" - კახა კალაძე
"პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება, მისასალმებელია" - კახა კალაძე

მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია - თეთრზე პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შა­ვია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა, რა თქმა უნდა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბულ ახალ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი უნდა მუ­შა­ობ­დეს გა­მარ­თუ­ლად და რა თქმა უნდა, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე მი­ვე­სალ­მე­ბი. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუნ­დაც, მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია. თეთრზე პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შა­ვია. პირ­და­პირ ეხე­ბი­ან პო­ლი­ცი­ას, პო­ლი­ცი­ე­ლებს აყე­ნე­ბენ სი­ტყვი­ერ, ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავს. კერ­ძოდ, მკაცრ­დე­ბა მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა, ისე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად: მე­სა­კუთ­რის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე იკ­რძა­ლე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, შე­ნო­ბებ­ში, აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის, ვან­და­ლიზ­მის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლის მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის და მათი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, სა­სა­მარ­თლოს შე­სას­ვლე­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბის­თვის და სხვა მსგავ­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა და ასე­ვე, იზ­რდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვადა 60 დღემ­დე; ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რის, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, მდი­ნა­რა­ძის თქმით, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პა­ტიმ­რო­ბა 3 წლამ­დე ვა­დით; იზ­რდე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­ტიმ­რო­ბის ვადა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის, მუ­ქა­რის და ძა­ლა­დო­ბის­თვის და იქ­ნე­ბა 5 წლი­დან 6 წლამ­დე; ასე­ვე, მკაცრ­დე­ბა სან­ქცია პო­ლი­ცი­ელ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე თავ­დას­ხმის­თვის, ჯგუ­ფუ­რო­ბის, არა­ერ­თგზი­სო­ბის, სა­ში­ში სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში; სას­ჯე­ლი იზ­რდე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზეც; სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ის­ჯე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე თავ­დას­ხმის ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რის ჩამ­დე­ნი პი­რიც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება, მისასალმებელია" - კახა კალაძე

"პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება, მისასალმებელია" - კახა კალაძე

მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიციის დისკრედიტაცია - თეთრზე პირდაპირ გეუბნებიან, რომ შავია და ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც მისი პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

"სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს გამართულად და რა თქმა უნდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მე მივესალმები. მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თუნდაც, მაგალითად, პოლიციის დისკრედიტაცია. თეთრზე პირდაპირ გეუბნებიან, რომ შავია. პირდაპირ ეხებიან პოლიციას, პოლიციელებს აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება მისასალმებელია,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.