მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე!“ - დანაშაული, რომელმაც ქვეყანა შეძრა: უსინათლო გოგონას დედას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
"დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე!“ - დანაშაული, რომელმაც ქვეყანა შეძრა: უსინათლო გოგონას დედას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის დე­ტა­ლებს გი­ამ­ბობთ, სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია. სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი უკვე გა­მო­ი­ტა­ნა, ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი 50 წლის ქალი შო­კის მომ­გვრე­ლი ბრალ­დე­ბით - ის სა­კუ­თა­რი არას­რულ­წლო­ვა­ნი უსი­ნათ­ლო შვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. მარ­თა­ლია, ქალი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა საქ­მე­ში ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დევს მის წი­ნა­აღ­მდეგ და სწო­რედ ამი­ტომ მო­სა­მარ­თლე რო­მან ხო­რა­ვამ ბრალ­დე­ბულს უმ­კაც­რე­სი სას­ჯე­ლი, უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, საქ­მის გან­ხილ­ვა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის ად­ვო­კა­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა უმ­კაც­რე­სი სას­ჯე­ლი, რად­გან ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად მძი­მეა, სხვა ვერ­დიქ­ტი მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია და უკვე ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო მო­ი­ა­რა 35 წლის მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცის საქ­მემ, რო­მე­ლიც 50 წლის ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, და მა­საც უსი­ნათ­ლო გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის 18 წელი მი­ე­სა­ჯა. ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ გა­ბო­ძე იცავს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას საქ­მე­ში ჩარ­თვა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას პე­და­გოგ­მა სთხო­ვა და მას შემ­დეგ ად­ვო­კა­ტი და-ძმის უფ­ლე­ბებს იცავს. "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ად­ვო­კა­ტი თა­მარ გა­ბო­ძე:

- ეს ამაზ­რზე­ნი და­ნა­შა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. საქ­მე ეხე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბის ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მებს: ფი­ზი­კურ თუ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას, ტრე­ფი­კინგს, იძუ­ლე­ბით მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ბავ­შვის გაყ­ვა­ნას. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო:

2018 წლის ზა­ფხულ­ში, და-ძმა, 8 და 7 წლის ბავ­შვე­ბი ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტომ სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნა. მი­ზე­ზი დე­დის მიერ შვი­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა იყო, მშობ­ლის უნა­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი. და-ძმამ მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში ექ­ვსი თვე გა­ა­ტა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში, ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბავ­შვე­ბი ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან და­აბ­რუ­ნეს ისე, რომ პრობ­ლე­მა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც იქი­დან გა­იყ­ვა­ნეს, არ აღ­მო­ფხვრი­ლა. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბავ­შვებ­თან სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მუ­შა­ობ­და. იმ­ხა­ნად მათ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და დე­დის მე­გო­ბა­რი, 35 წლის მა­მა­კა­ცი. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო 8 წლის გო­გო­ნა­ზე ფი­ზი­კუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და ტრე­ფი­კინ­გის უწყვე­ტი ციკ­ლი, რო­მე­ლიც სამი წელი, 2022 წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და, სა­ნამ ერთ ღა­მეს უსი­ნათ­ლო გო­გო­ნა სახ­ლი­დან არ გა­იქ­ცა.

იმ ღა­მეს კაც­მა ბავ­შვს სცე­მა, თავ­ში ჯოხი ურტყა, მან კი გაქ­ცე­ვა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. 112-ში ანო­ნი­მუ­რი ზარი შე­ვი­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მალე მი­ვიდ­ნენ. გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. 11 წლის გო­გო­ნამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სთხო­ვა მე­ო­რე დღეს მას­თან სკო­ლა­ში მი­სუ­ლიყ­ვნენ და იქ მოჰ­ყვე­ბო­და დე­ტა­ლებს, ბავ­შვე­ბის დედა კი ცდი­ლობ­და და­ნა­შა­უ­ლი და­ე­ფა­რა. მან პო­ლი­ცი­ას ბავ­შვებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის უფ­ლე­ბაც არ მის­ცა, ამ­ბობ­და, არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის გამო იყო მცი­რე უთან­ხმო­ე­ბაო. თუმ­ცა მე­ო­რე დღეს პო­ლი­ცი­ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად გო­გო­ნას სკო­ლა­ში მი­ა­კი­თხა და ბავ­შვმა პე­და­გო­გის თან­დას­წრე­ბით პო­ლი­ცი­ას უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი უამ­ბო, რო­გორ აუ­პა­ტი­უ­რებ­და მას მათ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი 35 წლის მა­მა­კა­ცი. რაც ყვე­ლა­ზე მძი­მეა, ხში­რად დედა იყო ამ ფაქ­ტის შემ­სწრე, ბავ­შვი დე­დას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ამ და­ნა­შა­უ­ლის შემ­სწრე გო­გო­ნას 7 წლის ძმაც იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­სწრე ბავ­შვიც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და ცხა­დია, მო­ვი­თხო­ვეთ გო­გო­ნას ძმის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში. ამ­ჟა­მად მა­საც მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი.

- დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ამ მა­შინ­ვე და­ა­კა­ვა?

- დიახ, ბავ­შვის სის­ტე­მა­ტუ­რად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის საქ­მე­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა და და­ა­კა­ვეს ბავ­შვის მა­მო­ბი­ლი. მას 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

"დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე!“ - დანაშაული, რომელმაც ქვეყანა შეძრა: უსინათლო გოგონას დედას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

"დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე!“ - დანაშაული, რომელმაც ქვეყანა შეძრა: უსინათლო გოგონას დედას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

დანაშაული, რომლის დეტალებს გიამბობთ, სულისშემძვრელია. სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა, ციხეშია გამოკეტილი 50 წლის ქალი შოკის მომგვრელი ბრალდებით - ის საკუთარი არასრულწლოვანი უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობისთვის გაასამართლეს. მართალია, ქალი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმეში ბევრი მტკიცებულება დევს მის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბავშვების ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ძალაში დარჩება უმკაცრესი სასჯელი, რადგან ამბავი იმდენად მძიმეა, სხვა ვერდიქტი მართლაც წარმოუდგენელია. გასამართლებულია და უკვე ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა 35 წლის მოძალადე მამაკაცის საქმემ, რომელიც 50 წლის ქალთან ერთად ცხოვრობდა, და მასაც უსინათლო გოგონას გაუპატიურებისთვის 18 წელი მიესაჯა. ბავშვების უფლებებს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი თამარ გაბოძე იცავს. ორგანიზაციას საქმეში ჩართვა არასრულწლოვანი გოგონას პედაგოგმა სთხოვა და მას შემდეგ ადვოკატი და-ძმის უფლებებს იცავს. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ადვოკატი თამარ გაბოძე:

- ეს ამაზრზენი დანაშაული საზოგადოებისთვის 2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონაზე ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებს: ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობას, ტრეფიკინგს, იძულებით მოწყალების სათხოვნელად ბავშვის გაყვანას. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

2018 წლის ზაფხულში, და-ძმა, 8 და 7 წლის ბავშვები ზრუნვის სააგენტომ საცხოვრებლად საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანა. მიზეზი დედის მიერ შვილების უგულებელყოფა იყო, მშობლის უნარების ნაკლებობა, ასევე სოციალური საკითხები. და-ძმამ მინდობით აღზრდაში ექვსი თვე გაატარა. მოგვიანებით, 2018 წლის დეკემბერში, ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბავშვები ბიოლოგიურ დედასთან დააბრუნეს ისე, რომ პრობლემა, რის საფუძველზეც იქიდან გაიყვანეს, არ აღმოფხვრილა. სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვებთან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი მუშაობდა. იმხანად მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედის მეგობარი, 35 წლის მამაკაცი. სწორედ აქედან დაიწყო 8 წლის გოგონაზე ფიზიკური, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის უწყვეტი ციკლი, რომელიც სამი წელი, 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდა, სანამ ერთ ღამეს უსინათლო გოგონა სახლიდან არ გაიქცა.

იმ ღამეს კაცმა ბავშვს სცემა, თავში ჯოხი ურტყა, მან კი გაქცევა მაინც მოახერხა და დახმარება ითხოვა. 112-ში ანონიმური ზარი შევიდა. სამართალდამცავები საცხოვრებელ კორპუსთან მალე მივიდნენ. გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო. 11 წლის გოგონამ სამართალდამცავებს სთხოვა მეორე დღეს მასთან სკოლაში მისულიყვნენ და იქ მოჰყვებოდა დეტალებს, ბავშვების დედა კი ცდილობდა დანაშაული დაეფარა. მან პოლიციას ბავშვებთან გასაუბრების უფლებაც არ მისცა, ამბობდა, არანაირი ძალადობა არ ყოფილა, შინაური ცხოველის გამო იყო მცირე უთანხმოებაო. თუმცა მეორე დღეს პოლიციამ სიტუაციის გასარკვევად გოგონას სკოლაში მიაკითხა და ბავშვმა პედაგოგის თანდასწრებით პოლიციას უმძიმესი დანაშაულის დეტალები უამბო, როგორ აუპატიურებდა მას მათ სახლში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი. რაც ყველაზე მძიმეა, ხშირად დედა იყო ამ ფაქტის შემსწრე, ბავშვი დედას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. ამ დანაშაულის შემსწრე გოგონას 7 წლის ძმაც იყო.

საქართველოს კანონმდებლობით, სექსუალური ძალადობის შემსწრე ბავშვიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ცხადია, მოვითხოვეთ გოგონას ძმის დაზარალებულად ცნობა სექსუალურ ძალადობაში. ამჟამად მასაც მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.

- დამნაშავე პოლიციამ მაშინვე დააკავა?

- დიახ, ბავშვის სისტემატურად გაუპატიურების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დააკავეს ბავშვის მამობილი. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გააგრძელეთ კითხვა