პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ცეცხლი ოლიგარქიას“ - პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილების ფონზე შედიან
“ცეცხლი ოლიგარქიას“ - პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილების ფონზე შედიან

პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან, სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი “ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და “ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ, რო­მე­ლიც უკვე 24-ე დღეა შიმ­ში­ლობს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა გან­ცხა­დე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­რის გამო ის­ჯე­ბა.

ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს მო­უ­წო­დე­ბენ, სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოს და მზია ამაღ­ლო­ბელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა, უფრო მსუ­ბუ­ქი სან­ქცი­ით შეც­ვა­ლოს.

ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბი აქვთ მო­ტა­ნი­ლი, წარ­წე­რით- “თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზი­ას“ “იბ­რძო­ლეთ სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის“.

ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საყ­ვი­რე­ბით აცი­ლე­ბენ დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პირ­ველ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე და­სას­წრე­ბად მი­დი­ან.

  • ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­ჭე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რო­მელ­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში აა­ნონ­სებს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ “თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზია ამაღ­ლო­ბელს“, “ცე­ცხლი ოლი­გარ­ქი­ას“.

პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბაა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მათ ნა­წილს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან კორ­დო­ნი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, დღეს პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ არ­ჩე­უ­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს მოხ­სე­ნე­ბით მი­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“ცეცხლი ოლიგარქიას“ - პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილების ფონზე შედიან

“ცეცხლი ოლიგარქიას“ - პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილების ფონზე შედიან

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებამდე, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც უკვე 24-ე დღეა შიმშილობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანია, რომელიც თავისი სახელმწიფოებრივი აზრის გამო ისჯება.

ისინი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს შუამდგომლობით დაუყოვნებლივ მიმართოს და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უფრო მსუბუქი სანქციით შეცვალოს.

ადგილზე მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით- “თავისუფლება მზიას“ “იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის“.

ასევე პარლამენტში მოქალაქეები საყვირებით აცილებენ დეპუტატებს, რომლებიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიდიან.

  • ასევე, მოქალაქეები მზია ამაღლობელის მხარდაჭერის პარალელურად, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც “ქართული ოცნება“ საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აანონსებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ “თავისუფლება მზია ამაღლობელს“, “ცეცხლი ოლიგარქიას“.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, მათ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოხსენებით მიმართავს.