პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - ის ამბობს, რომ კიდევ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული“ - ნონა ქურდოვანიძე
“მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - ის ამბობს, რომ კიდევ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული“ - ნონა ქურდოვანიძე

“სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, “ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და “ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას არ აპი­რებს და გეგ­მავს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტშია ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ქურ­დო­ვა­ნი­ძემ ამაღ­ლო­ბე­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი შე­და­რე­ბით უფრო სუს­ტად გრძნობს თავს, ვიდ­რე მა­ნამ­დე, რო­დე­საც ქურ­დო­ვა­ნი­ძემ ბო­ლოს ის მო­ი­ნა­ხუ­ლა.

გარ­და ამი­სა, ქურ­დო­ვა­ნი­ძის თქმით, დღეს მას გა­დას­ცეს ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მზია ამაღ­ლო­ბელ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი.

“რო­გორც იცით, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი 23-ე დღეა შიმ­ში­ლობს. ის არის სრულ შიმ­ში­ლო­ბა­ზე და მხო­ლოდ წყალს იღებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ის შე­და­რე­ბით უფრო სუს­ტად გრძნობს თავს, ვიდ­რე მა­ნამ­დე გრძნობ­და, რო­დე­საც მე მას ბო­ლოს შევხდი. თუმ­ცა ის შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას არ აპი­რებს. მზია ამ­ბობს, რომ ის ამას კი­დევ გა­უძ­ლებს და პრო­ცეს­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც მარ­ტშია ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ის ასე­ვე, უარ­ყო­ფი­თად და ემო­ცი­უ­რად აფა­სებს იმ გან­ცხა­დე­ბებ­საც, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან კეთ­დე­ბა. კერ­ძოდ, რო­დე­საც ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თით­ქოს ეს არის შან­ტა­ჟი მზი­ას მხრი­დან. მზია ამაღ­ლო­ბელს თა­ვი­დან­ვე ცხა­დად ჰქონ­და ნათ­ქვა­მი, რომ ის არ ითხოვს შიმ­ში­ლო­ბის გამო რა­ი­მე შე­ღა­ვა­თებს მის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმ უსა­მარ­თლო­ბის გამო, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, არა მარ­ტო მის საქ­მე­ზე, არა­მედ ზო­გა­დად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მას აგ­რძე­ლებს.

ჩვენ ჩვე­ნი მხრივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ად­ვო­კა­ტე­ბი ვმოქ­მე­დებ­დეთ მისი სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად. სწო­რედ, ამი­ტომ ჩვენ მი­მარ­თუ­ლი გვაქვს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­თვის, რომ მან სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი შექ­მნას, რო­მე­ლიც მო­ნი­ტო­რინგს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, ვი­თხო­ვეთ არა ერთი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა. დღეს ჩამ­ბარ­და ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი. ამას გა­ვეც­ნო­ბით და შემ­დეგ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ვა­ფა­სოთ რა­ი­მე პრო­ცე­დუ­რა არის თუ არა ისე­თი გა­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დრო­უ­ლად ჩა­ტარ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და ქურ­დო­ვა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - ის ამბობს, რომ კიდევ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული“ - ნონა ქურდოვანიძე

“მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - ის ამბობს, რომ კიდევ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული“ - ნონა ქურდოვანიძე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული.

როგორც ქურდოვანიძემ ამაღლობელის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მზია ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულა.

გარდა ამისა, ქურდოვანიძის თქმით, დღეს მას გადასცეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მზია ამაღლობელზე ჩატარებული კვლევების შედეგები.

“როგორც იცით, მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს. ის არის სრულ შიმშილობაზე და მხოლოდ წყალს იღებს. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული. ის ასევე, უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებსაც, რომელიც “ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება. კერძოდ, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს არის შანტაჟი მზიას მხრიდან. მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება, იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება, არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს.

ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულები ვართ, რომ ადვოკატები ვმოქმედებდეთ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. სწორედ, ამიტომ ჩვენ მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის, რომ მან სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, ვითხოვეთ არა ერთი კვლევის ჩატარება. დღეს ჩამბარდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები. ამას გავეცნობით და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ რაიმე პროცედურა არის თუ არა ისეთი გამორჩენილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩატარდეს”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.